Business Lunch

10_Issue_CulinArt73

ნანიკო ჯორბენაძე 

(სარეკლამო სააგენტო „Starcom Mediavest Group Georgia“-ს Non TV დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

სარეკლამო სააგენტო „Starcom Mediavest Group Georgia“ 2003 წელს დაფუძნდა და უკვე თორმეტი წელია, რაც
ლიდერი კომპანიაა სარეკლამო ბაზარზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი, საერთაშორისო სააგენტოს სტატუსით საქმიანობს. კომპანია ემსახურება, როგორც მსხვილ საერთაშორისო, ასევე ლოკალურ კომპანიებს. ახალი წლის სამზადისთან დაკავშირებით, კომპანიის Non TV დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნანიკო ჯორბენაძეს ვესტუმრეთ. სახლში საახალწლო განწყობა, არაჩვეულებრივი გარემო და ძალიან გემრიელი კერძები დაგვხვდა. ნანიკოსთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულებია ახალი წელი, აღდგომა და შვილის დაბადების დღე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა აღარ არის, განსაკუთრებით ელოდება ახალი წლის ღამეს და მასთან დაკავშირებულ სასწაულს, 12 საათის დადგომისას სურვილს ჩაიფიქრებს და დარწმუნებულია, რომ ამ ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება.
მის სახლში, დღესასწაულისთვის მზადება დეკემბრის პირველი რიცხვებიდან იწყება. ფიქრობს იმაზე, თუ რა აჩუქოს საახალწლოდ ოჯახის წევრებს. ამ პერიოდში აწყობენ ნაძვის ხეს, რომლის მორთვაში მთელი ოჯახი მონაწილეობს, ყველაზე გახარებული რა თქმა უნდა ნანიკოს შვილი მაშოა. ნაძვის ხის გარდა, საახალწლოდ, სახლში სხვა ოთახებიც მორთულია. მაშოს ოთახში კი, განსაკუთრებული, ზღაპრული გარემო ეწყობა, ფერად ფერადი ნათურებით აფორმებენ, დათოვლილ თაროებზე კი, სანტა კლაუსები და ზღაპრული პერსონაჟების სათამაშოებია განთავსებული. ტრადიცია აქვთ, რომ ლამაზ ნაძვის ხეს, ძველ სათამაშოებთან ერთად, ყოველ წელს უნდა შეემატოს რამდენიმე ახალი სათამაშო.
ხუთი წელია, რაც ახალ სახლში გადავიდნენ, გაჩნდა ახალი ტრადიციაც, ათი საათისთვის ნანიკოს და მისი მეუღლის ოჯახის წევრები მათთან იკრიბებიან და ახალ წელს ერთად ხვდებიან. შემდეგ იხსნება ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებული, ლამაზად შეფუთული პერსონალური საჩუქრები. ეს ყველაზე საყვარელი პროცესია, რომელიც მისი ბავშვობიდან მოდის და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მოგვიანებით, საახალწლო საღამოს, მეგობრებიც უერთდებიან. ნანიკოსთან, საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძები საცივი, გოზინაყი, სალათები და სხვადასხვა ტკბილეულია.

ღორის ხორცი ღუმელში

10_Issue_CulinArt74

ინგრედიენტები:
* ღორის ხორცის რბილი ნაჭერი (ვაშლა) – 1.5 კგ.
* ხახვი – 1 ც.
* ნიახური და ოხრახუში -რამდენიმე ღერო
* ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
გარეცხეთ ხორცი და შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით. ხორცი დანით დასერეთ ირგვლივ სიღმეზე. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ნასერებში ჩააწყვეთ გარჩეული, დაუჭრელი ნივრის „კბილები“ და ასევე მწვანილის
გადახვეული ღეროები. მოასხით ზეითუნის ზეთი და დაბალ ცეცხლზე გახურებულ ღუმელში შედგით. ხორცის
შეწვას საშუალოდ 2 საათი და 30 წუთი სჭირდება, პერიოდულად გააღეთ ღუმელი და მისივე წვენი მოასხით ხორცს რომ არ გამოშრეს.

სალათა

10_Issue_CulinArt75
დაამტვრიეთ სალათის ფოთლები, დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო და პომიდორი „ჩერი“, მოასხით ბალზამიკო, დაუმატეთ ცოტა მარილი და დახეხილი პარმეზანი. მოასხით ზეითუნის ზეთი (ზეთი შეგიძლიათ თავად მოამზადოთ – ბოთლში მოათავსეთ საშუალო ზომის 2ც. წიწაკა და 3-4 კბილი ნიორი. მოასხით ზეითუნის ზეთი და ათი დღის შემდეგ მზად არის. ძალიან უხდება სალათებს და პიცას).

თაფლის ნამცხვარი

10_Issue_CulinArt76

ინგრედიენტები:
* კვერცხი – 3ც.
* შაქარი – 1 ჭქ.
* კარაქი – 150გრ.
* სოდა+ძმარი – 1 ჩ/კ
* თაფლი – 2 ს/კ
* შაქარი – 3-4 ჭქ.

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კარაქი ერთად, დაუმატეთ თაფლი და სოდა-ძმრით. მოათავსეთ ორთქლზე და
როდესაც მასა გამუქდება, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გამოაცხვეთ 4 ფირფიტად. ცალკე მოამზადეთ კლასიკური მოხარშული კრემი (2 ც. კვერცხი, 1 ჭქ. შაქარი, ვანილი, კარაქი 150 გრ.) კრემი წაუსვით გამომცხვარ ფირფიტებს შორის. ბოლო ფენას კი, მოასხით შოკოლადის მინანაქარი.

კომში ნიგვზით

10_Issue_CulinArt77

ინგრედიენტები:
კომში – 5-6 ც. (საშუალო ზომის)
ნიგოზი – 300გრ.

მომზადების წესი:
გატარებულ ნიგოზს შეურიეთ შაქარი. გარეცხეთ კომში და ამოაცალეთ გულები. ცარიელი კომში ამოავსეთ ნიგვზის და შაქრის ნაზავით, შემდეგ მოათავსეთ 45 წუთის განმავლობაში მოათავსეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში (დარბილებამდე).

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com