Business Lunch – თამარ ახალაძე

თამარ ახალაძეს უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. წელიწად- ნახევარია ქართულ ბაზარზე შემოსული საერთაშორისო დეველოპერული კომპანია “Ocean Capital”-ის წარმომადგენელია. კომპანია თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლებს აშენებს.

თამარის პროფესიული ცხოვრება უცხოეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, პერმანენტულ საქმიან ვიზიტებს მოიცავს. ახალი სივრცე ერთდროულად თვითრეალიზაციის ახალი შანსიცაა, ურბანული თავგადასავალიც და გასტრონომიული გამოცდილების გამდიდრების საშუალებაც.

რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში კულინარიას?

ჩემი დაკავებული გრაფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ნაკლებად ვიცლი სამზარეულოსთვის. გემრიელი კერძი რომ მოამზადო, ამისათვის უმჯობესია პროდუქტი თვითონ შეარჩიო, რადგან კარგი და ხარისხიანი პროდუქტის შერჩევა გემრიელი კერძის წინაპირობაა. მომზადების შემდეგ კი მის ვიზუალურ მხარეზეც უნდა იზრუნო. ამას გარკვეული დრო სჭირდება, რომელიც მე ფიზიკურად არ მაქვს, ამიტომ ბოლო რამდენიმე წელია პრაქტიკულად არ მიწევს მზადე- ბა. ბავშვობაში უფრო მიტაცებდა სამზარეულოში ტრია- ლი, ახლა ეს ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მთელი დღის განმავლობაში სახლში არ ვარ. მე კი ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვთვლი, რომ თუ რამეს აკეთებ, აუცილებლად კარგად უნდა გააკეთო.

ჯანსაღად კვებას რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ?

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი სტილი, ამიტომ კვების თვალსაზრისითაც ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. როცა რამეს ვამზადებ, განსაკუთრებით ჩემი შვილისთვის და მისი მეგობრებისთვის, ყოველთვის ვცდილობ, პირველ რიგში, საკვები ჯანსაღი და გემრიელი იყოს. მეორე კრიტერიუმი კი, ისევ და ისევ ჩემი მუდმივი დაკავებულობიდან გამომდინარე, ისაა, რომ კერძი სწრაფად მზადდებოდეს.

როგორ საკვებს ანიჭებთ უპირატესობას?

სახლში ხშირად გვაქვს ბოსტნეული და თევზი. პირადად მე მსუბუქად კვებას ვანიჭებ უპირატესობას. ყველაზე მე- ტად თევზეული და სალათები მიყვარს. ცომეული, მძიმე საკვები და ტკბილეული ‒ ნაკლებად. განსაკუთრებით მიყვარს ზაფხულის სეზონი. ამ პერიოდში ჩემი საკვები მრა- ვალფეროვანი ხილი და ცოცხალი ბოსტნეულია.

ახალი კერძების გასინჯვა გიყვართ?

დიახ, მიყვარს ახალი საკვების დაგემოვნება, ამ მხრივ თამამი ვარ. ნებისმიერი უცხო სამზარეულო მაინტერესებს. როცა სამოგზაუროდ ვარ, ყოველთვის ვცდილობ ადგილობრივ კერძებს აუცილებლად გავეცნო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სიახლეებისთვის გახსნილი ვარ, მაინც არის რაღაცები, რასაც ვერ ვსინჯავ. ისეთი კერძები, რომლებიც ვიზუალურად ესთეტიკური არ არის, ნაკლებად მიზიდავს. მაგალითად, ქვეწარმავლის ან მწერების დაგემოვნების სურვილი არ მაქვს.

კულინარია ხელოვნებაა?

რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ვარ აქ- ტიური კულინარი, როგორც დეგუსტატორი კარგად ვხედავ, რომ კულინარია მთელს მსოფლიოში დღითი დღე სულ უფრო და უფრო ვითარდება. განსაკუთრებით, საქართვე- ლოში მახარებს ცვლილებები ამ კუთხით. კერძოდ, ის, რომ დიდი ყურადღება ექცევა ტრადიციული სამზარეულოს განვითარებას, ახალი კერძების დამატებას, განსხვავებული გემოების ძიებას, თამამ კომბინაციებს. იცვლება ვიზუალური მხარეც. რადგან ქვეყანა ტურიზმის კუთხით შესამჩნევად ვითარდება, შესაბამისად, კულინარიაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში.

თუ არის გემო, რომელიც ბავშვობის, ოჯახის ასოციაციებს იწვევს თქვენში?

დიახ, არის გარკვეული გემოები, რომლებიც თბილ, სასიამოვნო მოგონებებს აღმიძრავს ბავშვობიდან. ჩემი ორივე ბებია გემრიელ კერძებს ამზადებს. ერთი იმერე- ლია და მეორე მეგრელი. მათ მომზადებულ კერძებში იგრძნობა თავიანთი კუთხის გავლენა, თუმცა გამიჭირდება გამოვარჩიო, რომელი სამზარეულო უფრო მიზიდავს. ჩემთვის მათ გაკეთებულ კერძებს მაინც სულ სხვა გემო აქვთ, განსაკუთრებულია და ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება

რამდენად ნორმირებული კვების რეჟიმი გაქვთ?

ამ მხრივ მოწესრიგებული ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნე- ლოვანია საუზმე. ჩვევად მაქვს, რომ დილით აუცილებლად მივიღო ენერგიის წყარო. ჩემი საუზმე, როგორც წესი, კვერცხი ან შვრიის ფაფა, ხილი და ყავაა. პრაქტიკულად მთელი დღის ენერგიას ამით ვიღებ. დილით რომ ვისაუზმებ, მერე მთელ დღეს შეიძლება დისკომფორტი არ ვიგრძნო. თუმცა, ისევ და ისევ, ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ვცდილობ სადილზე უარი არ ვთქვა. შეიძლე- ბა ძალიან პატარა პორცია იყოს, მაგრამ მაინც ვცდილობ რაღაც მივიღო. ძილის წინ ჭამა არ მიყვარს, თითქმის არასდროს ვვახშმობ. მე მაინც ასე ვუყურებ კვების საკითხს: ორგანიზმი იმდენად ეჩვევა განსაზღვრულ რეჟიმს, რომ მცირე რაოდენობით საკვები სრულიად საკმარისი ხდება.

ბიზნეს-ლანჩს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში? გიწევთ ხოლმე საქმიანი შეხვედრები სადილის თანხლებით?

რა თქმა უნდა, მიწევს ხოლმე. ვთვლი, რომ ბიზნეს ლანჩი უკეთ გაცნობის, დაახლოების და მეტი ინფორმაციის მოპო- ვების საშუალებასაც იძლევა. გააჩნია საქმიანი შეხვედრის მიზეზს. არის შემთხვევები, როცა გაცილებით მირჩევნია საქმიანი საუბარი ოფისში წარიმართოს.

თვლით თუ არა, რომ სამზარეულო უცხო ქვეყნის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს?

რა თქმა უნდა. გასტრონომია ძალიან ბევრს მეტყველებს ქვეყანაზე, მის კულტურაზე, ისტორიაზე, რელიგიაზე. ასევე სუფრის ეტიკეტი ყველა ქვეყანაში განსხვავებული და ტრადიციულია. ძალიან საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორი სახის საკვებს მიირთმევენ, როგორ მიირთმევენ (დანა-ჩანგლით, ჩხირებით, ხელით), საიდან მოდის ეს წეს- ჩვეულებები და ტრადიციები ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს ყველაფერი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის უცხო ქვეყანაზე. ამიტომაც მოგზაურობისას ახალი ქალაქის დათვალიერებასთან ერთად, ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ადგილობრივი კერძების და- გემოვნება და მათი წეს-ჩვეულებების გაცნობაა.

თქვენი ფავორიტი სამზარეულო რომელია?

პირველ რიგში, ქართული. მაინც ყველაფერი ქართული მირჩევნია. ზღვის პროდუქტის სიყვარულის გამო მერე ალბათ, იაპონური. იაპონური სამზარეულო ბევრისთვის „სუშით“ და „როლით“ არის ცნობილი, თუმცა ის გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო კვების რაციონით. ქართული სამზარეულო კი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო სამზარეულოებს შორის. ჩემი აზრით, მას გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ჩვენთან უკვე ისე აქტიურად არის შემოჭრილი სხვა ქვეყნების კულინარია, განსაკუთრებით ჩემი თაობა და კიდევ უფრო ახალი თაობა ძირითადად სხვადასხვა ქვეყნების ევროპული, აზიური თუ იაპონური კერ- ძების მომზადებას ანიჭებენ უპირატესობას. ეს ერთი მხრივ, გასაგებიც არის, განსხვავებული და უცხო ქვეყნის კულინარია რომ იზიდავთ, მეორეს მხრივ კი, ასე თანდათან იკარგება ჩვენი წინაპრების საოცარი კერძები, საუცხოო გემოები. მე, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვირჩევი სამზარეულოში ფუსფუსით, აქტიურად ვინიშნავ ხოლმე უფროსი თაობისგან ჩვენი ქართული კერძების რეცეპტებს. ამიტომ რეცეპტების სიუხვით უფრო გამოვირჩევი, ვიდრე კერძების მომზადების სიხშირით.

ველური (შავი) ბრინჯი ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ველური (შავი) ბრინჯი

  • 2 თავი ხახვი

  • 2 კბილი ნიორი

  • 2 ცალი სტაფილო

  • 2 ცალი წითელი ბულგარული

  • 2 ცალი მწვანე ბულგარული

  • შავი პილპილი, ძირა და კოწახური

    მომზადების წესი:

    ველური (შავი) ბრინჯი მოვხარშოთ. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი, ნიორი, სტაფილო, წითელი და მწვანე ბულგარული. ეს ყველაფერი შევუ- რიოთ მოხარშულ ბრინჯს და დავუმა- ტოთ ცოტა შავი პილპილი, ძირა და კოწახური.

  • დესერტი: მარწყვის და ბანანის სმუზი

    ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი

  • 200 გრ. მარწყვი

  • 50 გრ. ნაღები• ვანილი

    მომზადების წესი:

    მარწყვს, ბანანს, ნაღებს მოვათავსებთ ბლენდერში, დავუმატებთ ცოტა ვანილს და ერთიანად დავაბლენდერებთ. ჩავასხამთ ჭიქებში და მოვათავსებთ მაცივარში.

    მიირთვით ცივად და სიამოვნებასთან ერთად მიიღეთ საჭირო ვიტამინებ

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com