ნიკა მეტრეველი / 30 წლის
განათლება: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა- მანქანათ მშენებლობის ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა პროფესია რადიკალურად შეეცვალა და სწავლა კულინარიის აკადემიაში განაგრძო და გაიარა მზარეულისა და კონდიტერის პროგრამები. ამბობს, რომ კულინარიის მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, სამზარეულოში ყოველთვის ახლის ძიებაში იყო და მეგობრებისთვისაც ხშირად ამზადებდა კერძებს. მოგვიანებით გადაწყვიტა კულინარია ძირითად პროფესიად ექცია. ამბობს, რომ თუ სურვილი და ინტერესი გაქვს, საქართველოს კულინარიის აკადემია არის ადგილი, სადაც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ საქმე პროფესიულ დონეზე შეისწავლო. ნიკა აკადემიის პირველი ნაკადია. სურვილი აქვს, სწავლა საზღვარგარეთ Le Cordib Bleu-ში განაგრძოს.
კარიერა: ამჟამად რესტორან „ლისი ლაუნჯში“ შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს. ერთი კონკრეტული კერძის გამოყოფა უჭირს. უყვარს თევზეული, ზღვის პროდუქტები, დესერტი, სადაც დომინანტი ვაშლია, ასევე იტალიური სამზარეულო, რადგან ფიქრობს, რომ მინიმალისტური და გემრიელი კერძები აქვთ, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ხაჭაპური მაინც პირველია. მომავალში ალბათ, როგორც ყველა მზარეულს მასაც სურს საკუთარი რესტორნის გახსნა, სადაც მხოლოდ ბიო პროდუქტებისგან მომზადებული კერძები და საკუთარი მეურნეობა იქნება.
ფსტის და ვაშლის ტარტი
დესერტის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები
※ ფხვიერი ცომი:
※ ფქვილი 250 გრ
※ კვერცხი 1 ცალი
※ კარაქი 150გრ
※ შაქრის პუდრი 75გრ
※ ვანილი 5გრ
შიგთავსი:
※ კვერცხი 4 ცალი
※ შაქარი 125გრ
※ ვანილი 5გრ
※ ფსტა 75გრ
※ მჟავე ვაშლი1კგ
※ 1 ცალი ლიმონის ცედრა
※ 1 ცალი ლიმონის წვენი
※ დარიჩინი 5გრ
※ ნაღები 35% იანი 500 გრ
დესერტის მომზადების წესი:
ცომი: ავიღოთ ფქვილი, დავუმატოთ შაქრის პუდრი, 5 გრ ვანილი, გახეხილი ცივი კარაქი 1 ცალი კვერცხი, მწიკვი მარილი და ეს მასა კარგად და სწრაფად გადავურიოთ . შევინახოთ ცომი მაცივარში 40 წთ.
შიგთავსი: ავიღოთ 3 ცალი კვერცხის გული , ავთქვიფოდ 75 გრ შაქართან ერთად გათეთრებამდე; დავუმატოთ ვანილი, 50 გრ მოხალული, წვრილად დაჭრილი ფსტა, 1 ცალი ლომონის ცედრა, დარიჩინი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. მიღებულ მასას დავუმატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ვაშლი, ცალკე ავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, დავუმატოთ 50 გრ შაქრის პუდრი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, (ცილა ავთქვიფოთ გამკვრივებამდე); შემდეგ ეს მიღებული მასები ერთმანეთში დელიკატურად გადავურიოთ; ცხიმწასმულ ფორმაში ჩავდოთ მაცივრიდან
გამოღებული გაბრტყელებული ცომი და შიგთავსი ფრთხილად დავასხათ. 500 გრამი თხლად დაჭრილი ვაშლი
დავალაგოთ ზევიდან გადავუსვათ გათქვეფილი 1ცალი კვერხის გული და 1 ს/კ ნაღები. შევდოთ ცხელ ღუმელში. ვაცხობთ 180 გრადუსზე 40 წთ .