NEW COMERS

DSC_4570

თამარ მაისურაძე – 26 წლის

კვების პროდუქტებისა და სასამართლო ექსპერტიზის მაგისტრია. პროფესიიდან გამომდინარე, სწავლის პროცესში, ხშირად უწევდა სხვადასხვა კვების პროდუქტებზე ექსპერტიზის ჩატარება და სურვილი გაუჩნდა თავად შეექმნა ჯანსაღი პროდუქცია. საქართველოს კულინარიის აკადემიაში მას შემდეგ გადაწყვიტა სწავლა, რაც საკუთარი საკონდიტროს გახსნის სურვილი გაუჩნდა. თვლის, რომ საქმეს უკეთ წარმართავ თუ კონკრეტულ სფეროს კარგად იცნობ. ფიქრობს, რომ კულინარიის აკადემია ერთადერთია საქართველოში, რომელიც მისთვის სასურველი ცოდნის მიცემას შესძლებდა. კულინარიის აკადემიაში, ერთი წლის წინ, კონდიტერის პროგრამა გაიარა. აკადემიის დამთავრების შემდეგ ფრანგი შეფ-კონდიტერების მასტერკლასებს დაესწრო, შემდეგ კი საკუთარი საკონდიტრო ლე მეიერი (Lე Mეილლეურ) გახსნა, სადაც ნატურალური და ხარისხიანი საკონდიტრო ნაწარმის შექმნაზე ზრუნავენ. ამბობს, რომ კონდიტერია ის სფეროა, რომელსაც მუდმივად განახლება და განვითარება სჭირდება.

ხილის ჩიზქეიქი

Culinart_N12_PRINT1

მომზადების წესი: ბისკვიტის მოსამზადებლად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი ერთად, შემდეგ კი დავუმატოთ ფქვილი და ზეთი. მოცემული მასა ავთქვიფოთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში.

ჩიზქეიქის გულსართისათვის ნაღები და მასკარპონე ცალ-ცალკე ავთქვიფოთ და დავარეზერვოთ. შემდეგ კიდევ ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი და აღნიშნულ მასას დავუმატოთ ჯერ ათქვეფილი მასკარპონე და მერე ათქვეფილი ნაღები. ბოლოს კი შევურიოთ ჟელატინი. პარალელურად დავჭრათ მარწყვი, მანგო და კივი.

ჩიზქეიქის აწყობისათვის ამოვჭრათ ბისკვიტი სასურველ ფორმაზე, დავნამოთ სასურველი სიროფით და შემდგომ ჩავასხათ მომზადებული გულსართი. პარალელურად ფენებში გავურიოთ დაჭრილი ხილი (ნაწილში მარწყვი, ნაწილში მანგო და ნაწილში კი – კივი).

შემდეგ, დეკორისათვის განკუთვნილი მარწყვი, მანგო და კივი განვათავსოთ ჩიზქეიქზე.

ყველაფრის დასრულების შემდეგ, ერთი ღამით გავყინოთ საყინულეში.

ინგრედიენტები გულსართისათვის:
• ნაღები – 500 გრ.
• მასკარპონე – 250 გრ.
• შაქარი – 185 გრ.
• კვერცხი – 6 ცალი 
• კვერცხის გული – 2 ცალი
• ჟელატინი – 20 გრ.
• მარწყვი – 50 გრ.
• მანგო – 50 გრ.
• კივი – 50 გრ.

ინგრედიენტები დეკორისთვის:
• მარწყვი – 20 გრ.
• მანგო – 20 გრ.
• კივი – 20 გრ.

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის:
• კვერცხი – 5 ცალი
• შაქარი – 125 გრ.
• ფქვილი – 125 გრ.
• კარაქი – 70 გრ.

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com