NEWCOMERS

10_Issue_CulinArt93

ოთო გოგუაძე  29 წლის

ოთო კულინარიით ბავშობიდან არის გატაცებული. ოჯახის წევრები მასავით გურმანები არიან, რამაც დიდწილად განაპირობა მისი ინტერესი კულინარიის მიმართ. ამბობს, რომ ბოლო დროს საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ კვებას. სწორი კვებით თვითონაც დაინტერესებულია, ამიტომ გადაწყვიტა კულინარიის ყველა ნიუანსი საფუძვლიანად შეესწავლა. პროფესიით ენერგეტიკოსმა, საქართველოს კულინარიის აკადემიაში მზარეულის კურსები გაიარა.
„დიდი სურვილი მაქვს, ქართული სამზარეულო საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანო და უცხო ხალხს გავაცნო, რადგან ვთვლი, რომ ქართული ტრადიციული სამზარეულო, ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში“.
გამორჩეულად ქართული და ევროპული სამზარელო მოსწონს. მომავალში კი საკუთარი რესტორნის გახსნაზე ოცნებობს.
„თუ ოდესმე ავიხდინე ოცნება, მინდა, რომ ჩემს რესტორანში შემოსულ სტუმარს სხვაგან წასვლა არ მოუნდეს“.

ღორის ნეკნები გოგრითა და ბეშამელის სოუსით  ღორის ნეკნები და გოგრა 

10_Issue_CulinArt94

ინგრედიენტები:
• ღორის ნეკნები – 1.5 კგ.
• არაყი – 140 მლ.
• თაფლი – 70 მლ.
• გოგრა – 500 გრ.
• მარილი – გემოვნებით

სუნელები: ბექონდარა, ქონდარი, ნივრის ფხვნილი, გამხმარი ტარხუნა, წითელი დაფქვილი წიწაკა, შავი წიწაკა, ბაზილილი, როზმარინი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ღორის ხორცის ნაჭერს ვუსვამთ არაყში გახსნილ თაფლს. შემდეგ ვაზავებთ სუნელებთან ერთად და ვდგამთ ცხელ ღუმელში 160 გრადუსზე, 2-3 საათით. იმავე ტაფაზე შევწვათ წვრილად დაჭრილი გოგრა.

ბუშამელის სოუსი

10_Issue_CulinArt95

ინგრედიენტები:
• რძე – 1 ლ.
• ხახვი – 1 ცალი
• შავი წიწაკის კაკალი – 4 გრ.
• მუსკატის კაკალი – 1.5 გრ.
• დაფნის ფოთოლი – 3 ცალი
• ნიორი – 25 გრ.
• კარაქი – 45 გრ.
• ფქვილი – 50 გრ.
• გოგრა – 200 გრ.

მომზადების წესი:
1 ლიტრ ცივ რძეს ვათავსებთ ქვაბში და ვუმატებთ ერთ თავ ხახვს, მუსკატის კაკალს, შავ წიწაკის კაკალს და დაფნას. მეორე ქვაბში ვათავსებთ ფქვილს და კარაქს. მასას ვურევთ გაყვითლებამდე. ადუღებულ რძეს გადავწურავთ და ვამატებთ ყვითელ მასას და ვურებთ 5-7 წუთის განმავლობაში. გასაფორმებლად შეიძლება როზმარინის ტოტის, ნივრის და წინასწარ შემწვარი გოგრის ნაჭრების გამოყენება.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com