Business Lunch

6_issue_culinart65

თორნიკე გურული

ვეგეტარიანელობის 15 წელი

თბილისი საინტერესო ქალაქია. აქ, ჩვენთან, სხვადასხვაგვარი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი გამოირჩევიან საკუთარი ჩაცმის სტილით, აზროვნებით, გემოვნებით, შეხედულებებით, პროფესიისადმი სიყვარულით, ერთგულებით ან პირიქით, ტრადიციულობით, კულტურით, ინტელექტით, ეპატაჟურობით – ასე დაუსრულებლად შეიძლება წერა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, განსხვავებულ ადამიანებთან მქონია შეხება, თუმცა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კულინარტის ერთმა გადაღებამ დამარწმუნა, რომ დიახ ეს ქალაქი ნამდვილად სავსეა მრავალფეროვანი ადამიანებით. ექსტერიერი – ლესელიძის ქუჩა. მაღალი კორპუსის მეხუთე სართული. თეთრი კარი, კედელთან მიყუდებული ველოსიპედი.
ინტერიერი – კარგად განათებული ოთახი, მინიმალისტური ავეჯი წინ დიდი პლაზმა ტელევიზორით, გვერდზე
წყალში ჩადებული მოტივტივე ბამბუკები, თაროებზე შემოდებული ათასგვარი წიგნი, ფუმფულა ხალიჩა, ჩარჩოში ჩასმული მაისური სტაფილოსფერი წარწერით ,,თორნიკე გურული, გუ(რუ)ლითადად მოგესალმებით,” იქვე სტუდიო სამზარეულო და წინ გრძელი ვიტრაჟი. ალბათ მიხვდით, რომ ბიზნეს ლანჩის რესპონდენტი თორნიკე გურულია. დაჩარჩოებული სტაფილოსფერი წარწერა მისი პროფესიული სახსოვარია და საქართველოს ბანკიდან პე- ეს-პეში გადასასვლელი გზის საწყისი.
დღეს, თორნიკე პე-ეს-პეს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორია, მაგრამ ამას გარდა, იმდენი საქმე და სამსახური აქვს, ჩამოთვლა რომ დაიწყო ვერც დავიმახსოვრე. ერთი რამ მახსოვს, ის დღეში 12 საათი მუშაობს. შეხვედრები, კონტაქტები, თავდაუზოგავი მუშაობა, სატელეფონო ზარები – ამისდა მიუხედავად, დროს კულინარიისთვის და არა მხოლოდ კულინარტისთვის მაინც გამონახავს ხოლმე. ძირითადად საღამოს, მაშინ როდესაც კარგად მოწყობილ სახლში მარტო აღმოჩნდება ხოლმე. უკვე 15 წელია ვეგეტარიანელია. ხორცი ბავშვობიდან არ უყვარდა, მაგრამ მისი კვების რაციონიდან ამოღება დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შემდეგ გადაწყვიტა. თავისუფლად შეუძლია ვეგეტარიანელების ტიპებზე საუბარი, თუმცა საკუთარ თავს ყველაზე დამწყებებს მიაკუთვნებს. ჩემი გადმოსახედიდან, უკვე დამსახურებულად შემდეგი საფეხურიც ეკუთვნის, რადგან ხორცის აკრძალვის გარდა, ნადმვილ ტყავსაც არ იყენებს. ფიქრობს, რომ ცხოველების
ხოცვა ადამიანური სიამოვნებებისთვის დანაშაულია. მოკლედ, მის სახლში ტყავსა და ხორცს არაფერი ესაქმება. სანაცვლოდ, მომარაგებული აქვს ბოსტნეული, მაკარონი,სოკო, ათასგვარი სანელებელი, ნატურალური წვენი და ხილი. ბიზნეს-ლანჩზე სიარული ხშირად უწევს და მოსწონს კიდეც. ,,რა ჯობია, თან საქმე, თან ჭამა. ევროპაში უკვე ძალიან პოპულარულია ბიზნეს საუზმე, იმედია აქაც მალე მოიკიდებს ფეხს’’.
თორნიკემ ბიზნეს-ლანჩი საკუთარ სახლში სპეციალურად კულინArt-ისთვის მოამზადა. უგემრიელესი პენე და მწვანე სალათი – შესაძლოა კერძების სახელები დიდად არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ თორნიკე გურულის კულინარიული გემოვნების მთავარი კონცეპტი ინგრედიენტებზე გადის. ხშირად სუნელები უცხოეთიდან ჩამოაქვს, აი მაგალითად მოგიყვებით როგორია მისი პენე იტალიური სანელებლებით. და სასარგებლო. ,,ადამიანმა დღეში ოთხი სხვადასხვა ფერის ინდგრედიენტი უნდა მიიღოს. ეს სასარგებლოა მისი ჯანმრთელობისთვის და თანაც, ორგანიზმი მეტი ენერგიით ივსება”. სოკო, ათასგვარი სანელებელი, ნატურალური წვენი და ხილი. ბიზნეს-ლანჩზე სიარული ხშირად უწევს და მოსწონს კიდეც. ,,რა ჯობია, თან საქმე, თან ჭამა. ევროპაში უკვე ძალიან პოპულარულია ბიზნეს საუზმე, იმედია აქაც მალე მოიკიდებს ფეხს’’.

6_issue_culinart66

6_issue_culinart67

6_issue_culinart68

მომზადების წესი:
ინგრედიენტები:
პენე, პესტო, რამდენიმე იტალიური სანელებელი, მათ შორის ბაზილიკუმი, ყველი, პომიდორი და ზეთის ხილი.
ვხარშავთ პენეს. მოხარშვის შემდეგ პესტოში ავურევთ იტალიურ სანელებლებს და შევურებთ პენეში. ჩავაყრით დაჭრილ პომიდორს. გადმოვიღებთ თეფშზე. მოვაყრით დაჭრილ ყველსა და მწვანე ზეთის ხილს.
მზად არის უმეგრიელესი პენე, რომელსაც აუცილებლად ნატურალური წვენი უნდა მივაყოლოთ.
თორნიკემ კერძი ზუსტად 15 წუთში მოამზადდა. ამბობს, რომ ყოველთვის ასეა. ირჩევს კერძებს, რომელიც სწრაფად მზადდება. მთავარია ყველაფერი იყოს ახალი იშვიათია ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ და ამის შემდეგ საკვებსაც თავად იმზადებენ ხოლმე. თორნიკე გურული ამ იშვიათების კატეგორიას მიეკუთვნება. რაც მთავარია, მან ზედმიწევნით კარგად იცის კულინარიის ასობით რეცეპტი და არა მარტო ქართული, არამედ უცხოური სამზარეულოებისაც კი. მოკლედ, მთავარია ადამიანმა საკუთარი ცხოვრების წესი აირჩიო და შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივია – კედელზე მიყუდებული ველოსიპედით სეირნობაც კი.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com