Business Lunch

9_Issue_CulinArt90

შორენა დარჩიაშვილი

(M2 უძრავი ქონების დირექტორის მოადგილე – გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით)

ბიზნესს ლანჩზე „კულინArt” ის ამ ნომერში „ემ კვადრატ”-ის დირექტორის მოადგილეს, შორენა დარჩიაშვილს ვესტუმრეთ. 

შორენამ სახლში გვიმასპინძლა. მისვლისთანავე, ყურადღება სახლის ინტერიერმა მიიქცია. თანამედროვე დიზაინის ბინაში, ყველაზე პატარა ფართობი სამზარეულოს უჭირავს, თუმცა ხვდები, რომ აქ გამოცდილი დიასახლისი ფუსფუსებს.
შორენას ბიზნესის ადმინტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, შემდეგ ამავე განხრით გერმანიაში სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და უკვე 12 წელზე მეტია თავის საქმეს წარმატებით უძღვება. 2002 წლიდან სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობს და შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიზნესის შიდა სამზარეულო კარგად იცის, ასევ კარგად იცნობს მომხმარებლის გემოვნებას.
შორენა თავად ის კულინარიით პირველად, 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ერთ დღეს გადაწყვიტა მშობლებისთვის სიურპრიზი მოეწყო და როცა სახლში მარტო დარჩა, საზაფხულო ბორშის მომზადება სცადა. სადილის კეთებას დიდი დრო მოანდომა, სამაგიეროდ მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ დღის შემდეგ მიხვდა, რომ კულინარია მისი გატაცება იყო და ყოველთვის, როცა დრო ჰქონდა, ახალ- ახალ კერძებს  იგონებდა. საჭმლის მომზადება მას დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა, განსაკუთრებით ის მოსწონდა, რომ მის ნამუშევრებს ოჯახის წევრები და მეგობრები აქებდნენ.
შორენას მეგობრებს დღესაც უკვირთ, როცა რესტორანში სადილობენ და კერძი განსაკუთრებულად მოეწონებათ, შორენას შეუძლია სახლში მივიდეს და ისე გააკეთოს იგივე, რომ რეცეპტიც არ იკითხოს.
დღეს, არასტანდარტულ კერძებს ანიჭებს უპირატესობას და თუ დრო რჩება იმისთვის, რომ სამზარეულოში იტრიალოს, ცდილობს განსაკუთრებული გააკეთოს და გაიხსენოს ის შეგრძნება, რასაც ბავშვობაში, მისი მომზადებული კერძების შექების დროს გრძნობდა.
რაც შეეხება თავად ბიზნესს ლანჩს, შორენა თვლის, რომ საქართველოში ამის დიდი არჩევანი არ არის. როდესაც თანამშრომლებთან ერთად ან საქმიან შეხვედრაზე ლანჩზე მიდის, შორენა კრემ სუპებს, ბერძნულ სალათს ან სტეიკს ირჩევს. ბოლო პერიოდია ცდილობს ჯანსაღად იკვებოს, მაგრამ დიდად არ გამოსდის. გადატვირთული სამუშაო დღის გამო, ხშირად ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებს.
დასვენების დღეებს შვილს და მეგობრებს უთმობს. თუმცა, არის დღეები, როცა სტუმრებს სახლშიც ელოდება. ამისთვის კი საგანგებოდ ემზადება, რადგან სუფრაზე მთავარი კერძი ყოველთვის შორენას მომზადებულია.

ბადრიჯანი პომიდვრით და ყველით

9_Issue_CulinArt91
ინგრედიენტები: ბადრიჯანი, პომიდორი, ყველი, არაჟანი და მდოგვი დავჭრათ ბადრიჯანი მრგვალ ნაჭრებად, ასევე პომიდორიც მრგვალ ნაჭრებად (სასურველია თანაბარ ზომებად) არაჟანი და მდოგვი ავურიოთ ერთნამეთში და წავუსვათ ბადრიჯანს, შემდეგ ზემოდან დავადოთ პომიდორი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ყველი. ეს ყველაფერი შევდგათ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

ორაგულის კანაპე

9_Issue_CulinArt92
ინგრედიენტები: შავი პური, შებოლილი ორაგული, ნაღების ყველი, პიტნა დავჭრათ შავი პური ოთხკუთხედ
ნაჭრებად, წავუსვათ ნაღების კარაქი და ზემოდან დავადოთ ორაგულის ნაჭერი. შეგვიძლია პიტნაც დავუდოთ გვერდით, რომელიც დამატებით პიკანტურ გემოს მისცემს.

ორაგული ხიზილალის სოუსით

9_Issue_CulinArt93
ინგრედიენტები: მოხარშული ან გრილზე შემწვარი ორაგული, ნაღების სოუსი, კარაქი, ხიზილალა, კარტოფილი გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ნაღები და აურიეთ ერთმანეთში. ამას ემატება შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. ეს ყველაფერი, რომ შესქელდება დაუმატეთ ერთი კოვზი ხიზილალა, შემდეგ კი მოასხით ორაგულს.
ამ კერძს ასევე უხდება გარნირი, მაგალითად შემწვარი კარტოფილი. მოხარშეთ კარტოფილი და შემდეგ
დაჭყლიტეთ. შეგიძლიათ მისცეთ სასურველი ფორმა. შედგით ღუმელში რამდენიმე წუთით. გამომცხვარი კარტოფილი გვერდზე დაუდეთ მთავარ კერძს.

9_Issue_CulinArt94

„კულინArt“- ისთვის შორენამ სამი განსხვავებული კერძი შემოგვთავაზა, რაც იდეალურია ბიზნეს ლანჩისთვის.
პირადად ჩემთვის, ამ პროცესის ყურება იმდენად საინტერესო იყო, რომ სახლში მისვლისთანავე, მეც გადავწყვიტე კულინარიული ექსმერიმენტის ჩატარება. იმედი მაქვს, ჩვენს მკითხველსაც მსგავსი სურვილი გაუჩნდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com