თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე (N86), ვისკის სახლის ახალი, მეცხრე მაღაზია გაიხსნა და საქართველოში, ალკოჰოლური ინდუსტრიის გიგანტის, საერთაშორისო კომპანია „დიაჯეოს“ მიერ წარმოებული სამი ერთალაოიანი ვისკის: სინგლტონის, ტალისკერის და ქარდუს გაყიდვა პირველად დაიწყო. ამ ცნობილი ბრენდების შეძენა, რა თქმა უნდა, „ვისკის სახლის“ მაღაზიათა ქსელში არის შესაძლებელი.
ერთალაოიანი ვისკები, „დიაჯეოს“ გლობალურმა ბრენდ ამბასადორმა – ქენჯი ჯესიმ წარუდგინა თბილისში მყოფ ვისკის მოყვარულებს. დეგუსტაცია ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიულად ჩატარდა. ბრენდ ამბასადორმა წარადგინა რუკა, რომელზეც ვისკის სხვადასხვა გემოს აღმნიშვნელი დამსწრეებს უჩვენებდა ვისკის არომატის დაგემოვნების და აღქმის სწორ გზებს. ქენჯი ჯესიმ ისაუბრა თითოეული ვისკის ისტორიასა და უნიკალურობაზე, მათ თავისებურებებზე, ასევე დაგემოვნების მეთოდებზე.
„ვისკის სახლი“ ი. აბაშიძის ქუჩაზე ახალი კონცეფციით გაიხსნა. ეს არის პირველი მაღაზია, სადაც ფუნქციონირებს ღია ბარი. ალკოჰოლის მოყვარულები აქ შეძლებენ დააგემოვნონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ვისკი.
ტალისკერი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვისკია. ძლიერი კვამლის, ზღვის მარილისა და იოდის არომატით.
სინგლტონი
12 წლის დაძველებით, სფეისაიდის ველზე არსებულ ვისკის სახლში წარმოებული ერთალაოიანი კლასიკური ვისკი, საკმაოდ მდიდარი ხილის არომატით, გამოირჩევა ძალიან დაბალანსებული გემოთი.
ქარდუ
სფეისაიდის ველზე არსებულ ვისკის სახლში წარმოებული, ერთალაოიანი, კლასიკური არომატის მქონე კიდევ ერთი ვისკი. თუ მოგწონთ ჯონი ვოლკერი – ეს ვისკი ნამდვილად მოგეწონებათ!