HUGO BOSS

HUGO BOSS-ის ბრენდი დაარსებიდან შთაგონების წყაროდ იქცა ქალბტონებისა თუ მამაკაცებისთვის, ეს ბრენდი უბიძეგებს ადამიანებს სრულად გააცნობიერონ წარმატების პოტენციალი. 

HUGO BOSS მოკლედ, რამოდენიმე სიტყვით შეგვიძლია შემდეგნაირად დავახასიათოთ: 

წარმატება, ძლევამოსილება და თავდაჯერებულობა. 

HUGO BOSS-ის ბრენდი თავის მომხარებელს არა მხოლოდ პროდუქტს სთავაზობს, არამედ პროდუქტთან ერთად ის ქმნის წარმატებული და გემოვნებიანი ადამიანის იმიჯს. 

HUGO BOSS-ის თანამედროვე, წარმატებული და მიზანდასახული მამაკაცის, ე.წ. “Man of today”–ის არომატია Boss Bottled. ეს არის HUGO BOSS -ის ლეგენდარული არომატი, რომელიც პირველად 1998 წელს გამოვიდა და დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცის არომატების ტოპ ხუთეულშია. ყოველ 3 წამში Boss Bottled–ის ერთი ფლაკონი იყიდება. 

Boss Bottled – არის წარმატებული, მიზანდასახული, თავდაჯერებული მამაკაცის, ე.წ. “Man of today”–ის არომატი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის დასახული მიზნების მისაღწევად. იგი არ კმაყოფილდება მიღწეული შედეგით, მუდამ მზადაა ახალი იდეების განსახორციელებლად. 

შარშან, 2016 წელს HUGO BOSS-მა ამ არომატის უფრო ინტენსიური ვერსია გამოუშვა, Boss Bottled-ის სუნამოს წყალი – Boss Bottled intense Eau de Parfum. 

2017 წლის მარტიდან კი HUGO BOSS -მა ახალი არომატი, Boss Bottled Tonic შესთავაზა მამაკაცებს, რომელიც ლეგენდარული არომატის, Boss Bottled–ის უფრო გრილი ვერსიაა. 

BOSS BOTTLED TONIC 

დღევანდელ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში, თანამედროვე მამაკაცი აცნობიერებს რაოდენ მნიშვნელოვანია გამონახოს დრო და წინსვლის პერსპექტივებზე მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია. წარმატებით მოტივირებული, მიზანდასახული და ენთუზიაზმით სავსე თანამედროვე მამაკაცის აუცილებელი ატრიბუტია BOSS BOTTLED TONIC, რომელიც თავისი უნიკალური სურნელით ეხმარება მას დასახული მიზნების მიღწევაში. 

მკვეთრად მამაკაცური ახალი სურნელი – BOSS BOTTLED TONIC ციტრუსების, სუნელების და ხის დახვეწილი ნოტების ელეგანტური სინთეზია, რომელიც სიმსუბუქეს და გრილ არომატს სძენს კლასიკურ სურნელს. 

BOSS BOTTLED TONIC იხსნება მწარე გრეიფრუტის, ფორთოხლის და ლიმნის ნოტებით, რომელიც შეზავებულია ვაშლთან, რაც მას სიქორფეს და ენერგეტიკულ ბრწყინვალებას მატებს. ეს აკორდი შეიცავს ნაზ კომპონენტებს მომწარო ნიუანსებით, გამოხატავს კონტრასტების დინამიკურ კომბინაციას და ასახავს ბალანსს, რისკენაც ისწრაფვის თანამედროვე მამაკაცი მიზნების მიღწევისას, რჩება რა თავისი ღირებულებების ერთგული. 

ჯანჯაფილის დამატებით, მძაფრი ნოტები იდუმალ ენერგიას გრილ არომატად გარდაქმნის. მიხაკის, ნემსიწვერას და დარიჩინის სამეული კლასიკური სურნელის გულის ნოტებია, ხოლო ჯანჯაფილი უნიკალური ახალი ელემენტით ავსებს ამ ნაზავს; გამჭვალავი და ამავდროულად თავდაჭერილი, ძალიან გავს იმ ადამიანს, რომელიც ამ სუნამოს მოიხმარს. 

შენარჩუნებულია მშრალი ხის არომატის თვისებები, რომელიც გამოხატულია კლასიკურ სურნელში, მძაფრი, ვეტივერის კეთილშობილი ძალა აღვივებს ნიადაგის სიმდიდრეს, ახალ სიცოცხლეს მატებს თანამედროვე მამაკაცს და მის ღირებულებებს, რომლებსაც ის არასოდეს ივიწყებს. 

BOSS BOTTLED TONIC სიმბოლურ, კლასიკურ BOSS BOTTLED–ის ფლაკონშია წარმოდგენილი ახალი ლურჯი სითხით და გამოხატავს ამაღლებელ განწყობას და ენერგიას; ეს სწორედ ის არის, რაც თანამედროვე მამაკაცს ანუ „Man of today“-ს სჭირდება. 

BOSS BOTTLED TONIC წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში. 

ინგრედიენტები 

BOSS BOTTLED (ზედა ნოტი: ვაშლი, გულის ნოტები: ნემსიწვერა, დარიჩინი, ქვედა ნოტები: ხის ნოტები, ვანილი) 

BOSS BOTTLED INTENSE EAU DE PARFUM (ზედა ნოტი: ვაშლი, ფორთოხლის ყვავილი, გულის ნოტები: ნემსიწვერა, მიხაკი, დარიჩინი, ბაზა: ხის ნოტები) 

BOSS BOTTLED TONIC (ზედა ნოტები: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, გულის ნოტები: ჯანჯაფილი, დარიჩინი, ქვედა ნოტი: ხის ნოტები) 

BOSS MA VIE FLORALE 

HUGO BOSS -ის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული არომატი ქალბატონისთვის, BOSS VA VIE POUR FEMME 2014 წლის ზაფხულში გამოვიდა. არომატი შთაგონებულია ქალის დამოუკიდებელი სულით, როცა ის გადაწყვეტს თავი დააღწიოს ყოველდღიურობას და განიტვირთოს. სწორედ მაშინ არის ის განსაკუთრებულად მომხიბვლელი, ასხივებს ქალურობას და თავდაჯერებულობას, სიმსუბუქესა და დამოუკიდებლობას. 

2016 წლის მარტში გამოვიდა ამ არომატის უფრო ინტენსიური ვერსია BOSS MA VIE INTENSE. ერთი წლის მოგვიანებით, 2017 წლის მარტიდან კი HUGO BOSS სთავაზობს მომხმარებელს ახალ ყვავილოვან არომატს BOSS MA VIE–ის არომატების კოლექციიდან – BOSS MA VIE FLORALE. 

BOSS VA VIE POUR FEMME–სა და BOSS MA VIE INTENSE–თან ერთად ახალი არომატი BOSS MA VIE FLORALE თანამედროვე ქალის ცხოვრებით შთაგონებული არომატების სამეულს ქმნის. ახალი სუნამოს ხავერდოვანი და სასიამოვნო სურნელი უბიძგებს ქალბატონებს გამონახონ დრო, რათა სიცოცხლის ყოველი წამით დატკბნენ. 

BOSS MA VIE FLORALE იხსნება კაქტუსის ყვავილის ზედა ნოტებით, რომელიც გამოხატავს ქალურ ძალას და დამოუკიდებლობის შეგრძნებას. კაქტუსის ყვავილის ბუნებრივი ელეგანტურობა გამოკვეთილია პარფიუმერიის ორი მკაფიო გულის ნოტით: არაბული ჟასმინით და ვარდის აბსოლუთი, რაც ერთად აღებული ქმნის ყვავილების სრულყოფილ თაიგულს, აყვავებული ყვავილების ინგრედიენტები სიმბოლურად გამოხატავს განსაკუთრებული საზეიმო დღეების შეგრძნების ეფექტს. 

ზემოაღნიშნული ნოტების ყვავილოვანი და დიდებული არომატი სრულად ეხამება BOSS MA VIE–ის ბუნებრივ ვარდისფერს და თეთრი ყვავილების თაიგულს. ვარდისფერი ფრეზიას აკორდი და ჟასმინის ფურცლები ჰარმონიულად ერწყმის ვარდის კოკრის ნაზ აკორდს. 

ამ არომატით HUGO BOSS შთააგონებს ქალს, რომ მეტი დაუთმოს დრო თავის თავს, კედრის ხის თბილი ნოტები მძაფრდება ქარვის აკორდით, ამას ემატება შრი-ლანკის სანდალოზის ხის არომატი, რაც წარმოაჩენს გულის ნოტების სინატიფეს და სრულყოფს ამ ელეგანტური თაიგულის სურნელს. 

BOSS MA VIE FLORALE წარმოდგენილია ღია ვარდისფერ ფლაკონში, კრისტალის თავსახურით, ხოლო ბოთლის ვერცხლისფერი ელემენტი ქალურ ელფერს სძენს მას. 

BOSS MA VIE FLORALE Eau de Parfum წარმოდგენილია 30 მლ, 50 მლ და 75 მლ ფლაკონებში. 

ინგრედიენტები 

MA VIE (ზედა ნოტი: კაქტუსის ყვავილი. გულის ნოტები: ვარდის კოკრების თაიგული, ვარდისფერი ფრეზია, ჟასმინის ყვავილის ფურცლები. ქვედა ნოტი: კედრის ხე) 

MA VIE INTENSE (ზედა ნოტი: კაქტუსის ყვავილი. გულის ნოტები: ვარდის კოკრების თაიგული, ვარდისფერი ფრეზია, ჟასმინის ყვავილის ფურცლები. ქვედა ნოტი: ვანილი) 

MA VIE FLOREAL (ზედა ნოტი: კაქტუსის ყვავილი. გულის ნოტები: არაბული ჟასმინი და ვარდის აბსოლუ. ქვედა ნოტი: კედრის ხე) 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com