კამეჩის მაწვნის პანაკოტა
500 გრ. კამეჩის მაწონი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 500 გრ მაწონი და კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ
მიქსერით. ცალკე გავათბოთ 500 გრ ნაღები 5 კოვზ შაქართან ერთად და დავუმატოთ სუნელები კარდამონი და დარიჩინი. წყალში დავალბოთ 6 ც. ჟელატნის ფირფიტა და კარგად რომ დადნება გავხსნათ თბილი ნაღების მასაში. ამის მერე გადაურიოთ მაწონი და ავთქვიფოთ. მოვათავსოთ ქილაში და გავაჩეროთ ერთი ღამე. გავაფორმოთ მოხალული ნიგვზით და კაკლის მურაბით.
პომიდორში ჩაშუშული კურდღელი
ერთი საშუალო ზომის კურდღელი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვწვათ ტაფაზე ყველა მხრიდან.მოვთუშოთ 2-3 ცალი ხახვი ზეითუნის ზეთში. დავუმატოთ 3 კბილი ნიორი და წვრილად დაჭრილი 3 ცალი კანგაცლილი პომიდორი. წამოვადუღოთ 10 წუთი. დიდ ქვაბში გადავიტანოთ კურდღელი, დავასხათ 1
ლ. თეთრი ღვინო და წამოვადუღოთ 10 წუთი. სანამ ღვინო არ აორთქლდება დავუმატოთ ხახვის და პომიდვრის სოუსი და გახეხილი ან კურკაგამოცლილი 100 გრ. შინდი ან ღოღნაშო. გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრ. 40 წ. სუფრაზე მიტანის წინ დავუმატოთ ცოცხალი მწვანილი პიტნა, შაშკვლავი და ქინძი.
ინგრედიენტები: კურდღელი, 3 ც. პომიდორი, ხახვი 2-3 ც. ნიორი 3 კბ. თეთრი ღვინი 1 ლ. ქინძი, მწვანე აჯიკა, პიტნა, შაშკვლავი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.