ბლაუენშტაინ საქართველოს ტრადიცია და ხარისხი

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების საქმეში თავისი, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ქართულ ბაზარზე.კომპანიის მიზანია, რომ მომხმარებელს ნატურალური ჯანსაღი და გემრიელი პროდუქცია შესთავაზოს. ამ ყველაფერს კი საქმის უზომო სიყვარულით, გარემოზე ზრუნვით და მომხმარებლის პატივისცემით აკეთებს.

ფერმა რაჭაშია,
სადაც ხდება დავარგება​

„ბლაუენშტაინ საქართელოს“ ფერმა რაჭაშია, სადაც საქართველოში პირველად დაიწყო ე.წ. „დავარგებული ხორცის“ წარმოება. მომხმარებელი „დავარგებული ხორცის“ სახით იღებს რბილ და არომატულ პროდუქტს, რომელიც თავისუფალია ზედმეტი სითხისა და უსარგებლო ნივთიერებებისგან.
ხორცის გარდა „ბლაუენშტაინში“ ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების ფართო არჩევანია. თითოეული ნაწარმი ადგილზე, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება და უმაღლესი შვეიცარიული და ევროპული ხარისხის შესაბამისია; მაღაზიაში დამზადებული პროდუქტების შენახვის ვადა ხანმოკლეა, შესაბამისად პროდუქტი ხშირად მზადდება და მომხმარებლამდე მუდმივად ახალი მიდის.

მაღაზიაში დაცულია სანიტარიის აბსოლუტურად ყველა ნორმა. პროდუქტების დამზადებაში კი ქართველ გუნდს შვეიცარიელი და ფრანგი სეციალისტები ასწავლიან; ისინი წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან საქართველოში და ტრენინგებს ატარებენ; აქაურ გუნდს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ბაზარზე არსებულ სიახლეებს აცნობენ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com