რედაქტორის სვეტი

Culinart_N13_preview1

საზაფხულო შვებულება დამთავრდა!

საზაფხულო შვებულების შემდეგ ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით! ზოგი სოფელში ან აგარაკზე, ზოგი მთაში, ზოგი ზღვაზე და ზოგიც ოკეანის ნაპირებზე ისვენებდა და ძნელია ამის შემდეგ, ისევ მუშაობის ყოველდღიურ რუტინას დაუბრუნდე. მაგრამ რა გაეწყობა?! ზაფხულის შვებულება დამთავრდა!

სექტემბერია და ისევ თბილისში ვართ! აქ, სადაც ხალისია, სიყვარულია, მეგობრობაა! ვუბრუნდებით ოფისებს, ვუზიარებთ კოლეგებს შთაბეჭდილებებს და ისევ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ!

რა ხდება რედაქცია N3-ში?

დგება მომენტი, როცა ოფისში ახალი, ცხელ-ცხელი ჟურნალების ყუთი შემოდის და ფურცლებს, ჯერ კიდევ სტამბის სუნი ასდის. სანამ ყველა თანამშრომელი არ გადაშლის ჟურნალს, მგონია, რედაქციაში არავინ
სუნთქავს!

და, აი, სექტემბრის ნომერიც მზად არის!

შემდეგ ზარები, მესიჯები, რომ ჟურნალ „კულინArt“-ის სექტემბრის ნომერი კიდევ უფრო უკეთესია წინაზე,
განსხვავებული ფორმატითა და მეტი სიახლით…

და ისევ მორიგი წარმატება…

რა თემებია?

კამპანია, სახელწოდებით „კაცები ზრუნავენ“ საქართველოში, 2016 წლის ივლისიდან, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში დაიწყო. კამპანიას გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

„კულინაArt”-იც უერთდება ამ კამპანიას სპეცპროექტით ‒ „კაცები ზრუნავენ”. თქვენ გაეცნობით მათ, ვინც მზადაა თავისი ცხოვრების წესითა და საქმიანობით სხვებს მაგალითი მისცეს; ვისთვისაც ოჯახი თანასწორუფლებიანია…

„შეხვდებით“ თქვენთვის საყვარელ რესპოდენტებსა და ბლოგერებს, წაიკითხავთ: ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულოს წიგნის საიდუმლოებებს, რეცეპტების შექმნის ისტორიას, გაეცნობით კერძების გაფორმების თავისებურებებს, “გემრიელ” რეცეპტებს და სხვა საინტერესო თემებს.

გმადლობთ, რომ ისევ ჩვენთან ერთად ხართ!

ჩვენ კიდევ ბევრი გეგმები გვაქვს, რასაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com