SALVATORE FERRAGAMO

პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პარფიუმეულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა 

პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ პირველად საქართველოში Salvatore Ferragamo-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს უმასპინძლა. 

„ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ბ-ნმა ვახტანგ ფხაკაძემ ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი ქართულ მედია საშუალებებს წარუდგინა. საქმიანი შეხვედრა რესტორან ტაბლაში ლეგენდარული ბრენდის ხელმძღვანელობისთვის ქართული ტრადიციების გაცნობით დაიწყო, ხოლო ქართველი მასმედიის წარმომადგენლებმა კი Salvatore Ferragamo-ს განსხვავებული სურნელოვანი სამყაროს შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის გაცნობით წარმართა. 

როგორც ცნობილია Salvatore Ferragamo ‒ ეს ის ბრენდია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ყველასთვის დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება. თითქმის საუკუნეა გვაოცებს კრეატიულობით, საუკეთესო სტილით, ექსკლუზიური ხელწერით და, რა თქმა უნდა, უმაღლესი იტალიური ხარისხით. ბრენდის წარმოებაშია ქალისა და მამაკაცის სამოსი, უნიკალური ტყავის აქსესუარები და, რა თქმა უნდა, პარფიუმერია, რომლითაც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ გვანებივრებს 2008 წლიდან. 

Salvatore Ferragamo-ს არომატები ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული და როგორც ჩვენ გვჯერა, ცხოვრება არაფერია ემოციების გარეშე. 

შეხვედრა ისეთივე საინტერესო და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა, როგორც Salvatore Ferragamo-ს თითოეული არომატი. „ტაბლაში“ Signorina და UOMO სუნამოების ჯადოსნური სურნელი და შთაგონება ბევრი დეტალით იგრძნობოდა. ეს იყო დაუვიწყარი იტალიური სურნელის ერთი საათი ქართულ გარემოში. 

Salvatore Ferragamo-ს გუნდმა ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში „ლუტეციას“, შედეგიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა. 

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის „ლუტეციას“ წარმომადგენლები მადლობას ვუხდით ქართული მედიის წარმომადგენლებს. იმედს ვიტოვებთ, რომ მოლოდინი მომავალშიც გამართლდება და ამ სასიამოვნო შეხვედრის შთაბეჭდილებები და სურნელი დიდხანს გაჰყვებათ სტუმრებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com