NEWCOMERS

9_Issue_CulinArt95

თენგო ეთერია  26 წლის

„ჩემი წარსული ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდება დღევანელისაგან. 8 წლის ასაკში დავიწყე ჩემი საფეხბურთო კარიერა, რა თქმა უნდა დიდი მიზნებით და რეალური ოცნებებით“.
თენგომ ფეხბურთის თამაში 24 წლამდე გააგრძელა. თამაშობდა მოსკოვში, აქვე დაამთავრა სკოლა. 19 წლიდან საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა. თამაშობდა: ესტონეთში, ფინეთში, შვედეთში, შვეიცარიაში და თურქეთში. სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა სასურველი კონტრაქტი და ამის გამო გადაწყვიტა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა.
„24 წლის ასაკში დავუბრუბნდი ჩემს ქვეყანას, გადავწყვიტე ჩემს ოჯახთან ყოფნა და მომავალზე ფიქრი. მთელი ჩემი შეგნებული ცხეოვრება ფეხბურთს მივუძღვენი და ამიტომაც არ მქონდა დრო, რომ უმაღლეს განათლებაზე მეფიქრა“.
კონკრეტული პროფესიის ასარჩევად ორი თვე დასჭირდა. მოულოდნელად, არჩევანი კულინარიაზე გააკეთა. ამბობს, რომ სრულიად შემთხვევით გაიგო კულინარიის აკადემიის შესახებ.
„თამამად რომ ვთქვათ, ჩემში მეექვსე გრძნობამ გაიღვიძა. პირველი სამი თვე ძალიან გამიჭირდა, რომ ჩემი
თავი მეპოვნა, მაგრამ კულინარიის აკადემიის შესანიშნავმა კოლექტივმა: მენეჯმენტმა, ლექტორებმა და ჩემმა ჯგუფმა ბარიერი გადამალახვინეს და შემდეგი 4 თვე თავისუფლად დავიწყე ამ სფეროში განვითარება. პრაქტიკები გავიარე “Holiday Inn“-შიდა „ლიტერაში”. დიდი მადლობელი ვარ, რადგან მათი მეშვეობით კარგი ცოდნა შევიძინე. ნოემბერში, ახალი სკანდინავიური რესტორანი Stampesoe იხსნება, სადაც Head Chef Mike Ravn თან ერთად, Sous Chef-ის პოზიციაზე ვიმუშავებ“.
გეგმების შესახებ ამბობს, რომ ის დამოკიდებულია წინსვლასა და განვითარებაზე, თუმცა რა თქმა უნდა სურვილი და ამბიცია აქვს, რომ თავისი სიტყვა თქვას კულინარიაში და ჰქონდეს საკუთარი რესტორანი: „ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი დასახულ მიზნამდე“.

მანგოს ბავარუაზი პიტნისა და ლაიმის ჟელეთი ფსტის ბისკვიტთან ერთად

9_Issue_CulinArt96      9_Issue_CulinArt97

მანგოს ბავარუაზი ინგრედიენტები:
* მწიფე მანგო – 1 ცალი
* ფორთოხლის ფრეში – 150 გრ.
* შაქარი – 80 გრ.
* ჟელატინი – 7,5 გრ.

მომზადება:
კუბებად დაჭრილი მანგო, შაქარი და ფორთოხლის ფრეში ერთად დავაბლენდეროთ. მიღებული მასა გავწუროთ და დავამატოთ გამდნარი ჟელატინი. შემდეგ ჩავასხათ ყალიბში და შევდგათ მაცივარში 2 საათით.

ფსტის ბისკვიტისათვის
ინგრედიენტები:

* კარაქი – 125 გრ.
* შაქარი – 125 გრ.
* კვერცხი – 3 ცალი.
* ფქვილი – 125 გრ.
* გამაფხვიერებელი – 5 გრ.
* ფსტის პიურე – 15 გრ.

პიტნისა და ლაიმის ჟელეს
ინგრედიენტები:

* პიტნის ფოთოლი – 200 გრ.
* ლაიმის წვენი
* შაქარი – 110 გრ.
* წყალი – 155 გრ.
* ჟელატინი – 10 გრ.

მომზადების ტექნოლოგია:
წყალი და შაქარი წამოვადუღოთ და გავაცივოთ. პიტნის ფოთოლი 5 წუთით ჩავუშვათ მდუღარე წყლში და შემდეგ გადმოვიტანოთ ყინულიან წყალში. 5 წუთის შემდეგ გავწუროთ პიტნის ფოთოლი და დავაბლენდეროთ გაცივებულ სიროფთან ერთად, გავწუროთ საწურში. დავამატოთ გამდნარი ჟელატინი და დავასხათ გაცივებულ მანგოს ბავაღუაზს?? და მოვათავსოთ მაცივარში 2საათი.

დეკორი: ქოქოსის ფანტელი

მომზადება:
კარაქი და შაქარი უნდა გავათეთროთ და დავამატოთ თითო-თითო კვერცხი. შემდეგ დავამატოთ ფსტის პიურე და ერთგვაროვანი მასის მისაღებად კარგად მოვურიოთ. დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად ამოვურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ყალიბში და 25 წუთის განმავლობაში, 170 გრადუსზე გამოვაცხოთ.

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com