FOOD Test

 

9_Issue_CulinArt21

ნინო თარხან მოურავი და თემიკო ჭიჭინაძე

როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ნინო: ერთმანეთი ოცდაცამეტი წლის წინ, თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანით. ცხრა წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, ალბათ ვერ ვაცნობიერებდით, რომ ერთმანეთი მოგვწონდა, შემდეგ ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დავქორწინდით.

რომელი პროდუქტი ჰგავს სიყვარულს?
თემიკო: მარწყვი და ანანასი
ნინო: შავი შოკოლადი

რომელია თემიკოს საყვარელი კერძი?
ნინო: შემწვარი კარტოფილი
თემიკო: კი, ძალიან მიყვარს.

ნინოს საყვარელი კერძი?
თემიკო: ზღვის პროდუქტებით მომზადებული ნებისმიერი სალათა თუ კერძი.
ნინო: კი, ასეა.

ნინო თუ ამზადებს?
თემიკო: ძალიან იშვიათად.

უმეტესად რომელ კერძს?
თემიკო: ბადრიჯანს კვერცხით.

რომელია ნინოს საყვარელი დესერტი?
თემიკო: შოკოლადის ნამცხვარი.
ნინო: კი, „ბრაუნი“ და „ტირამისუ“ მიყვარს.

თემიკოს საყვარელი დესერტი?
ნინო: თემიკო ნაკლებად არის ტკბილის მოყვარული, თუმცა ხილის ტორტი უყვარს.

კერძი, რომელიც არასდროს გბეზრდებათ?
ნინო: შემწვარი ხორცი შემიძლია მივირთვა ყოველთვის და ნებისმიერ ხასიათზე. განსაკუთრებით ქათმის და ინდაურის ხორცი მიყვარს.
თემიკო: მეც ხორცის მოყვარული ვარ.

9_Issue_CulinArt_Page_021

ქართველი არაპროფესიონალებიდან ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო კულინარად?
ნინო: მარინა კახიანი ამზადებს არაჩვეულებრივად, ბოლოს მასთან სტუმრად, რომ ვიყავი ძალიან გემრიელი კერძი მოამზადა, სოკოთი და ყველით.
თემიკო: ბევრია ირგვლივ, ვინც არაჩვეულებრივად ამზადებს, თუმცა ჩვენი მშობლების თაობის წარმომადგენლები არიან ჩემთვის განსაკუთრებული კულინარები, მათი სამზარეულოს მოტრფიალე ვარ. გამოვარჩევდი ჩემი მეგობრისდედას დოდო საყვარელიძეს, რომელიც საოცარ კერძებს ქმნის. ასევე ჩემი მეგობრის ბებია, რომელიც დადიანის ქალი იყო, დაუვიწყარ მეგრულ კერძებს ამზადებდა.

თემიკო თუ ამზადებს?
ნინო: თემიკო ხასიათის ადამიანია, თუ განწყობა აქვს, შეიძლება საოცრება მოამზადოს, ატარებს ექსპერიმენტებს, თავად იგონებს უგემრიელესს კერძებს. თუ სამზარეულოში შესასვლელი დრო მაქვს, მეც მიყვარს იმპროვიზაცია. ვთვლი, რომ ტრადიციულ კერძებს თუ ამზადებ, „აკადემიურად“ უნდა იცოდე მათი მომზადება.

რომელია თემიკოს საყვარელი საუზმე?
ნინო: ერბოკვერცხი, ყავა, ბუტერბროდი კარაქით და ყველით.

ნინოს საყვარელი საუზმე?
თემიკო: ერბოკვერცხი, სოსისი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გვაქვს მაცივარში. ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომ უჭირს მოძებნოს დრო საუზმის მოსამზადებლად. დილით ნალექიანი ყავა მისთვის აუცილებელია.

რომ არა თქვენი პროფესიები, რამდენად შესაძლებელია, რომ კულინარია აგერჩიათ, როგორც პროფესია?
თემიკო: არასოდეს მიფიქრია ამაზე.
ნინო: არც მე მიფიქრია, თუმცა ჩემი შვილი ძალიან დაინტერესებულია, მართალია სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს, მაგრამ პერიოდულად გამოთქვამს კულინარიული მიმართულებით განათლების მიღების სურვილს. მე არც მაქვს დიდი ასპარეზი საკუთარი სახლის სამზარეულოში, ჩემი სამზარეულო ორმა ქალბატონმა დაიკავა, დედაჩემმა და ჩემმა შვილმა, ორივე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებენ.

პროდუქტი ან კერძი, რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვართ?
ნინო: არასდროს გამისინჯავს ხალადეცი, არ მიყვარს სოუზი.
თემიკო: მეც არასდროს გამისინჯავს ხალადეცი, არ მიყვარს მუჟუჟი და მსგავსი კერძები, არც ძალიან ეგზოტიკური კერძები მიზიდავს.

თუ გახსოვთ, პირველად, ერთად რა მიირთვით?
ნინო: ოცდაცამეტი წლის წინ რა მივირთვით, მიჭირს გახსენება, ალბათ ეს თეატრალური ინსტიტუტის ბუფეტში იყო.

თბილისში სად გიყვართ სადილი?
ნინო: არ ვარ დიდად პრეტენზიული ადამიანი, სადაც გემრიელია საჭმელი, ყველგან მიყვარს მისვლა. ვერ გეტყვით, რომ აჩემებული ადგილი გვაქვს, განწყობის მიხედვით ვარჩევთ სად წავიდეთ.

ყავა თუ ჩაი?
ნინო: რა თქმა უნდა კარგი ჩაი, თუმცა, რადგან კარგი ჩაი იშვიათობაა, ნალექიან ყავას ვანიჭებ უპირატესობას.
თემიკო: ორივე მიყვარს. ყავას უფრო ხშირად ვსვამ, თუმცა ჩაი, მაინც ჩაია, – თან ლიმონით.

რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
თემიკო: ქართული, იტალიური
ნინო: ცვალებადია, თუმცა იაპონური განსაკუთრებით მიყვარს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com