FOOD Lovers

7_issue_culinart18

ნინო რუხაძე

Food Lovers კულინარიაში – ამ შემოქმედებით და ზღაპრულ საქმიანობაში, რესპოდენტებისგან მიღებულ გამოცდილებას, ჩემიც რომ დავუმატო, მთავარი – სიყვარულია, ცოტა ბანალურად და რომანტიულად კი ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა.
ჩემს ახალ აღმოჩენას დავესესხები და ვიტყვი, რომ გემრიელი კერძის მომზადებაში, თუნდაც ყველაზე მარტივში “მთავარი ინგრედიენტი” სწორედ, სიყვარულია. დაფიქრდით, პირველი ნაბიჯი, რამაც გადაგაწყვეტინათ, თუნდაც უბრალო ომლეტის მომზადება ( ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კერძი) ხომ სიყვარული იყო, მარტივი, სადა, მაგრამ რაც მთავარია გემოს, საჭმლის და მისი დაგემოვნების სიყვარული.
მოკლედ, Food lovers და კულინარტი ჩვენს ახალ აღმოჩენას – ნინო რუხაძეს გაგაცნობთ.
მხიარული, ჭკვიანი, ენერგიული და რაც მთავარია, ძალიან კარგი კულინარი, რომელსაც ჩემი აზრით, თამამად შეუძლია მოყვარულებიდან პროფესიონალებშიც გადაინაცვლოს.
ნინო 29 წლისაა, ჰყავს მეუღლე (მისი მე ნამდვილად მშურს, მას შემდეგ, რაც ნინოს საოცარი კერძები გავსინჯე).
ნინო მუშაობს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. მასთან სტუმრად 12 საათზე მივედი, რა თქმა უნდა ველოდებოდი გემრიელ კერძებს და იმასაც, რომ დიასახლისი მზადებაში იქნებოდა, მაგრამ მაინც გაკვირვებული დავრჩი. ინგრედიენტების ჩამოთვლისას, პირველად გამიელვა მსუბუქმა შიმშილის გრძნობამ, მაგრამ მერე, როდესაც ნინომ ლაზანია, სალათი და შოკოლადის დესერტი ახსენა, შიმშილის გრძნობა გამიძლიერდა და მხოლოდ მათზე დავიწყე ფიქრი. ნინომ ისე მსუბუქად და სწრაფად მოამზადა ყველაფერი, თან ისეთი გატაცებით მიყვებოდა კერძებზე, მათ განსაკუთრებულობაზე და ღვინოზე, რომელიც მისი თქმით ყველა კერძისთვის განსაკუთრებული და საჭირო დანამატია, დამავიწყდა ჩემი საქმე და მხოლოდ კერძების გასინჯვაზე ვფიქრობდი, სხვა არაფერზე.
“ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი და მათი დაგემოვნება, ქართული სუფრა, მომზადება და სუფრასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციები. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, ბოლო წლებში, საქართველოს სტრატეგიულ ტურისტულ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს Food and Vine (გასტრონომიული ტურიზმი). ჩემი სამსახური ანუ შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველო, გარკვეულწილად ამ მიმართულებით მუშაობს და რეგიონებში დავიწყებული კერძების გაცოცხლებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამით ჩემი ინტერესი ქართული კერძების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა.
ჩემს ოჯახში ყველაზე გემრიელად ბებია ამზადებდა სხვადასხვა კერძებს, შესაბამისად ჩემთვის გემრიელი საჭმელი მასთან ასოცირდება, ალბათ გენეტიკურიც არის „გემრიელი ხელი“ და როგორც ამბობენ მეც ეს ”ნიჭი” გენეტიკურად გადმომეცა.
22 წლის ასაკში, პირველად მოვამზადე კერძი, რომელიც ინტერნეტში ამოვიკითხე და გემრიელი გამოვიდა. მას მერე გატაცებული ვარ სხვადასხვა ქვეყნის კერძებით და ხშირად ვამზადებ. იმდენად გამიტაცა კულინარიამ, ძალიან ხშირად ერთ-ერთ ინტერნეტ საიტიდან უამრავ კულინარიულ წიგნებს ვიწერ. ჩამომიყალიბდა გარკვეული სიმპათიები რამდენიმე უცხოელი კულინარის მიმართ, რომლის რეცეპტების მიხედვით სახლში ხშირად ვამზადებ სხვადასხვა კერძებს, ამბობენ რომ კარგად გამომდის.“
აქ მე ჩავერთვები და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნინო მართლა ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს!

7_issue_culinart19

”ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გიყვარს რასაც ამზადებ და უფრო მეტად გიყვარს ადამიანები, ვისთვისაც ამზადებ. ერთი ჭიქა სწორად შერჩეული ღვინო და რაც მთავარია, სიყვარული – ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი გემრიელი კერძის დასამზადებლად.
ასევე მიყვარს ექსპერიმენტი, როგორც ცხოვრებაში, ასევე კერძებშიც და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს იცი რა გამოვა, თუმცა, სწორედ ეს ხდის პროცესს ძალიან საინტერესოს. მიხარია, რომ ჩემს შემთხვევაში ყველა ექსპერიმენტი კარგად სრულდება”..
ნინომ რა თქმა უნდა, მისი უგემრიელესი კერძების რეცეპტებიც გაგვანდო, რომლებსაც მე აუცილებლად მოვამზადებ და თქვენც იგივეს გირჩევთ.

შოკოლადის მუსი მარწყვით 

7_issue_culinart20

ინგრედიენტები:
• 5 კვერცხი
• 3 ფილა შავი შოკოლადი
• ერთი ჩაის ჭიქა შაქარი
• 150 გრ კარაქიკარგად
ავთქვიფოთ 5 კვერცხის გული.
• 50 გრ. კონიაკი

მომზადების წესი:
პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, რომ გადნეს. დავუმატოთ 25გრ. კონიაკი და 50გ.რ. წყალი – უნდა მივიღოთ დაახლოებით 1 ჩაის ჭიქა სითხე, შემდეგ მას შეურევთ ათქვეფილ კვერცხის გულებს და თან ვურევთ. შემდეგ მიღებულ მასას რკინის თასით მოვათავსებთ ცხელი წყლით სავსე ქვაბზე რომელიც გაზქურაზე დგას და დუღს. თან აუცილებლად ვაგრძელებთ მორევას, ორთქლზე მასა ნელნელა შესქედება. როდესაც მასა საკმაოდ სქელი კონსისტენციის გახდება თასს გადმოვდგავთ ორთქლიდან.
პატარა თასში, ვყრით შოკოლადს, ვასხავთ დარჩენილ კონაიკს და წყალს, ვდგავთ ნელ ცეცხლზე და ხის კოვზით
ვურევთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთთან კარგად შეზავდეს.
შემდეგ ავთქვიფავთ 5 კვერცხის ცილას, როდესაც ცილა ღრუბელივით ფაფუკი გახდება, ნელა, ხის კოვზით შევურევთ გამდნარ შოკოლადს. შემდეგ დავუმატებთ კვერცხის გულებით მირებულ ნაზავს , კარგად ამოურევთ ხის კოვზით და მოვათავსებთ ჭურჭელში. შეგიძლიათ დესერტი მარწყვით მორთოთ.

სალათი მსხლით და ლურჯი ყველით
 

7_issue_culinart21

ინგრედიენტები:
• სალათის ფურცლები 2 კონა
• რუკოლა 2 კონა
• 1 ავოკადო
• 1 მსხალი
• ნიგოზი 100 გ.რ.
• 250 გრ. ლურჯი ყველი
• 3 კბილი ნიორი
• 2 სუფრის კოვზი თაფლი
• 1 ლიმონი
• 1 ფორთოხალი

მომზადების წესი:
დავჭრათ მსხალი და ავოკადო თხელ ფირფიტებად, დავამატოთ ხელით „დაჩეჩილი“ რუკოლა და სალათის
ფურცლები და ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე ავიღოთ 3 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, დავასხათ ცოტა ლიმონი და ფორთოხლის წვენი გემოვნებით და დავაბლენდეროთ, უნდა მივიღოთ ბლანტი მასა. ავურიოთ სალათის ფურცლები და თაფლის სოუსი ერთმანეთს, დავაჭრათ კუბიკებად ლურჯი ყველი და ბოლოს სალათ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი .

ლაზანია
 

7_issue_culinart22

ინგრედიენტები:
• 1 შეკვრა, ლაზანიას ფირფიტები
• 1კგ შერეული ფარში
• 2 ქილა, ბოლონეზეს სოუსი
• 200 გ.რ. პარმეზანი
• 150 გრ. მასკარპონე
• 25 ნაჭერი თხელი მოცარელას
ფირფიტა
• 150 გრ. ნადუღი
• 200 გრ. ნაღები
• 2 ც. კვერცხი

მომზადების წესი:
შავ ღვინოში მოვთუშოთ შერეული ფარში, დავასხათ 2 ქილა ბოლონეზეს სოუსი და ავურიოთ 2 ცალი კვერცხი.
ცალკე თასზე ავურიოთ მასკარპონე, ნადუღი და ნაღები, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით.
გავამზადოთ ფორმა რომელშიც თხლად დავასხავთ ხორციან სოუსს, შემდეგ დავაწყობთ ლაზანიას ფირფიტებს, შემდეგ ისევ ხორცის სოუსს, შემდეგ ნაღების სოუსს და ზემოდან დავაწყობთ მოცარელას თხლად დაჭრილ ნაჭრებს, ზემოდან მოვაყრით გახეხილ პარმაზანს.
ისევ ლაზანიას ფირფიტები და გავამეოროთ იგივე სანამ ფორმა არ შეივსება ისე რომ ბოლო ფენა დარჩეს მოცარელა და ზემოდან მოყრილი პარმაზანი.
შევდგათ ღუმელში 45 წუთით, რომელიც 200 გრადუსზე იქნება გაცხელებული. როდესაც გამზადებულ კერძს ღუმელიდან გამოიღებთ, გააჩერეთ 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ გაუმასპინძლდით სტუმრებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com