FOOD LOVERS

DSC_9388

გიორგი ბოჭორიშვილი

DSC_9563

როდესაც ახალ Food Lovers-ს აღმოვაჩენ ხოლმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოდ გაკვირვებული ვრჩები, რადგან “Food Lover” ხომ სწორედ ამას გულისხმობს ‒ მოყვარულ კულინარებს, რომლებსაც არანაირი პროფესიული კავშირი არ აქვთ კულინარიასთან და მხოლოდ სიყვარულით ქმნიან უგემრიელეს კერძებს.

ზოგს კარგად ვიცნობ, ზოგს პირველად, სწორედ ბლოგის მომზადებისას ვხვდები. ჩვენი ახალი კულინარიული
აღმოჩენა ‒ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილია. გიორგი ‒ ჩემი ჯგუფელია, წლებია ვიცნობ, მაგრამ არასდროს არ მსმენია მისი კულინარიული ნიჭის შესახებ. ალბათ ყველას გიორგის დანახვაზე მისი გმირი „ჩემი ცოლის დაქალებიდან ‒ ზაზა გახსენდებათ, ბევრს ჰგონია რომ გიორგი ზაზას მართლაც ჰგავს, გიორგი ზაზასგან რადიკალურად განსხვავდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ნიჭიერებას. და კიდევ ერთი განსხვავება, ზაზა ხომ არასდროს საჭმელს არ მოამზადებს.

გიორგი 31 წლისაა, ჰყავს 7 წლის შვილი ‒ „მსახიობი ვარ და თავისუფალ დროს ვცდილობ სიამოვნება მივანიჭო საკუთარ თავს, ცოტა ვარჯიში და შვილის მოვლა-პატრონობა ჩემი თავისუფალი დროის ძირითადი საქმიანობებია.“

გიორგი ვარჯიშში ველოსიპედს გულისხმობს, რომლითაც თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი, თბილისზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

გიორგი ძალიან თავმდაბალი აღმოჩნდა და მისი კულინარიული ნიჭიც მხოლოდ შემთხვევითობას დააბრალა.

‒ „ხშირად ყოფილა, რომ ჩემს მეტი საჭმლის გამკეთებელი არავინ ყოფილა და ძალაუნებურად მომიწია. დედაჩემი კარგი კულინარია და მან მასწავლა. ხშირად მიწევდა ყურება, როგორ ამზადებდა საჭმელს. როგორც ყველაფერში, ალბათ, უნდა გინდოდეს და გსიამოვნებდეს რასაც აკეთებ, გემოვნება და ზომიერება, ცოტა ფანტაზია.

DSC_9477

ექსპერიმენტების გარეშე ვერ განვითარდებაn კულინარია, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო. ჩვენი დღევანდელი
სამზარეულო ძალიან ჰგავს ჩვენ საზოგადოებას, თუმცა არის ადგილები, სადაც უკვე ამზადებენ ახალ და საინტერესო ქართულ კერძებს.“

საჭმლის მოსამზადებლად მე მესტუმრა, ძალიან დეტალურად ამიღწერა ყველა ინგრედიენტი რომელიც უნდა გამოეყენებინა; როცა მითხრა ლობიოს მოვამზადებო, ცოტა გული დამწყდა და გამიკვირდა, განსაკუთრებული რა უნდა იყოს- მეთქი, მაგრამ ძალიან შევცდი, ასეთი გემრიელი და განსხვავებული ლობიო, არასდროს გამისინჯავს.

მე ტარხუნიანი და სულგუნიანი, ძალიან მარტივად მოსამზადებელი მჭადები გამოვაცხვე, რომელიც გიორგის ლობიოს ძალიან მოუხდა. რა თქმა უნდა, ორივეს რეცეპტს დეტალურად იხილავთ და დამიჯერეთ, ძალიან სასიამოვნო და განხვავებულ ქართულს ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ კერძებს განსაკუთრებულად მოამზადებთ.

ლობიო

DSC_9437

ინგრედიენტები:
• 500 გრ. ლობიო (ბათუმელა ან მერცხალა)
• 3 თავი ხახვი
• 50 გრ. სიმინდის ზეთი
• 4 კბილი ნიორი
• 1 კონა ქინძი
• 1/5 კონა ნიახური
• 1/5 ომბალო
• 1/5 ტარხუნა
• 1/5 ჩ.კ. შავი პილპილი
• 1/5 ჩ.კ. უცხო სუნელი

და რა თქმა უნდა მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ვხარშავთ ლობიოს 1 ლიტრ წყალში. (უმჯობესი იქნება წინა საღამოს წყალს თუ დავასხამთ ლობიოს და დავტოვებთ მთელი ღამე) ცოტა რომ დააკლდება მოხარშვას ვყრით წვრილად დაჭრილ ხახვს. შემდეგ ვასხამთ ზეთს და 10-15 წთ. იხარშება. შემდეგ ვამატებთ დაჭყლეტილ ნიორს, ქინძს, ნიახურს, ომბალოს და ტარხუნას, ბოლოს ვუმატებთ უცხო სუნელს, შავ პილპილს და ბოლოს მარილს გემოვნებით. 5 წუთი გავაჩერებთ ცეცხლზე და მზად არის. ცხელიც და ცივიც ძალიან გერიელია.

მჭადი ტარხუნით და ყველით (სულგუნით)

DSC_9445

ინგრედიენტები:
• მჭადის ფქვილი 500 გრ.
• ტარხუნა 2 კონა
• შებოლილი ან ჩვეულებრივი სულგუნი 300 გრ.

მომზადების წესი: მოვზილოთ მჭადის ფქვილი კარგად, დავუმატოთ ცოტა მარილი. ტარხუნა დავჭრათ, სულგუნი გავხეხოთ და ავურიოთ. როდესაც მჭადს დავამრგვალებთ პორციულად, შიგნით ჩავტენოთ ტარხუნისგან და სულგუნისგან მიღებული მასა. ტაფა კარგად გავაცხელოთ და დავდოთ მჭადები, დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთში მზად იქნება.

DSC_9503

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com