NEWCOMERS

4_issue_culinart117

4_issue_culinart1184_issue_culinart119

4_issue_culinart120

ერეკლე ღონღაძე / 24 წლის

განათლება: პროფესიით ფინანსისტი ვარ, მაგისტარტურა სადაზღვევო საქმის განხრით დავამთავრე. სწავლის დასრულების შემდეგ გავიგე `კულინარიული აკადემიის“ შესახებ. კულინარიის მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, სახლშიც ხშირად ვამზადებდი. აკადემიაში ჩაბარების შემდეგ სწავლა აქტიურად დავიწყე. სწავლის პარალელურად რესტორან `სტრადაში“ მზარეულის პოზიციაზე ვმუშაობ.

კულინარია: ყველაზე მეტად ცხელი კერძების მზადება მსიამოვნებს. განსაკუთრებით მექსიკური სამზარეულო მიყვარს, გამორჩეულია, ბევრი სხვადასხვა გემოა ერთად და თან ერთი საერთო სიცხარე აერთიანებს. აზიურიც მომწონს.

მომავლის გეგმა: ყველა მზარეულის ოცნებაა საკუთარი `ობიექტი”-ს გახსნა, რათქმაუნდა, ჩემიც. გავაკეთებდი ყველა სხვა რესტორნისგან განსხავებულს კერძებით, მომსახურებით, გარემოთი. მექსიკური კერძებიც აუცილებლად იქნებოდა.

„კრეპში“ ჩადებული ორაგულის ფილე და კიტრისა და პომიდვრის სალათა „ფეტათი“

4_issue_culinart

სურსათის სარგო:
* 400 გრ. კანიანი ორაგულის ფილე
* 100 გრ. ფქვილი
* 180 მლ. რძე
* 2 ც. კვერცხი
* 1 კონა ქინძი
* 1 კონა კამა
* 1 კონა ოხრახუში

* 40 გრ. შაქარი
* 50 გრ. მარილი
* 150 გრ. პომიდორი
* 100 გრ. კიტრი
* 500 გრ. არაჟანი (30-იანი ცხიმიანობით)
* 50 გრ. ყველი „ფეტა“
* ზეთი

მომზადების წესი:
1. კანგაუცლელ ორაგულს ვათავსებთ საშუალო ზომის ჭურჭელში. დაჭრილ მწვანილებს ვათავსებთ თასში, ვამატებთ მარილსა და შაქარს და კარგად ვურევთ. მიღებულ მასას სქლად დავაფენთ ორაგულის ფილეს. ჭურჭელს დავახურავთ თავსახურს ან გადავაკრავთ „პლასტიკს“ და 1 ღამით შევინახავთ მაცივარში. მეორე დღეს გამოვიღებთ მაცივრიდან, გავაცლით კანს, „ფილეს“ ავაცლით მწვანილის მასას და დავჭრით თხელ ნაჭრებად (3-4 მმ).
2. შემდეგ ეტაპზე უნდა მოვამზადოთ კრეპები. ვათავსებთ თასში რძეს, ფქვილსა და კვერცხს. კარგად ვთქვეფთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან საშუალო სისქის მასას. ვაცხელებთ პატარა ზომის ტაფას, ვასხამთ ცოტა ზეთს და ჩამჩით თანაბრად ვანაწილებთ ცომის მასას ცხელ ზედაპირზე. შეეცადეთ რომ „კრეპი“ გამოვიდეს თხელი, საშუალოდ 2-3 მმ. როდესაც „კრეპი“ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას, გადმოატრიალეთ, რომ მეორე მხრიდანაც შეიწვას. როდესაც ორივე მხრიდან ერთნაირ შეფერილობას მიიღებს, ის უკვე მზად არის.
3. ავიღოთ „კრეპი“, წავუსვათ არაჟანი (ამ შემთხვევაში სისქე თვითონ შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენი გემოვნების მიხედვით), ზევიდან დავალაგოთ „მარინირებული“
ორაგულის „ფილე“, რომელიც მანამდე მოამზადეთ და კანი გააცალეთ. გადაახვიეთ „კრეპი“ რაც შეიძლება მჭიდროდ, გადააკარით „პლასტიკი“ და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით. თუ ვერ ახერხებთ „კრეპის“ მჭირდოდ გადახვევას, „პლასტიკი“ დაიხმარეთ, რომ რულეტი არ დაგეშალოთ. როდესაც რულეტი მაცივარში გაცივდება ის იმ ფორმას შეინარჩუნებს, როგორიც მიეცით პლასტიკით გადახვევისას.
4. სანამ რულეტი ცივდება, მოვამზადოთ სალათა. ავიღოთ კიტრი და პომიდორი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ამ შემთხვევაში შეზღუდულები არ ხართ და თქვენი სურვილისამებრ მიეცით ფორმა. დავამატოთ არაჟანი და კუბებად დაჭრილი „ფეტა“, მარილი გემოვნებით. კოვზით აურიეთ, ისე რომ ყველმა დიდად ფორმა არ დაკარგოს, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ იდეალური კუთხეები შეინარჩუნოს.
5. 2-3 საათის შემდეგ გამოვიღოთ რულეტი მაცივრიდან და დავჭრათ 2-3 სანტიმეტრის სისქის რგოლებად. მოვათავსოთ თეფშზე, გვერდით დავუდოთ სალათა და თქვენი კერძიც მზად არის.

გემრიელად მიირთვით !!!

4_issue_culinart123

ნუცა ბაიაძე / 22 წლის

განათლება: პირველადი პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა, კულინარია ყოველთვის მაინტერესებდა და ყოველთვის მინდოდა მეტი დრო დამეთმო, ზუსტად მაგ დროს გაიხსნა `კულინარიის აკადემია“. ერთი წელი ვისწავლე, ალბათ კიდევ ერთს – მესამე საფეხურსაც გავივლი. ამჟამად ვმუშაობ “Rooms Hotel Tbilisi” პოზიცია – Demi-chef departie.

კულინარია: სამზარეულო უფრო მაინტერესებს, ვიდრე კონდიტერია. აზიური სამზარეულო ყველაზე მეტად მიზიდავს და მინდა მაქსიმალურად შევისწავლო. ქართული სამზარეულო ძალიან საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გათანამედროვება, შემსუბუქება ჭირდება.

გეგმები: მომავლის გეგმა არის საკუთარი რესტორანი, თუმცა მანამდე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველია – საფრანგეთში.

მსუბუქი ჟოლოს დესერტი თეთრი შოკოლადით

4_issue_culinart1

სურსათის სარგო:
* 300 მლ. ნაღები
* 4 ც. კვერცხის ცილა
* 450 გრ. ჟოლო
* 10 გრ. ჟელატინის ფირფიტა

მომზადების წესი:
გავაცალკევოთ ცილა და კვერცხის გული, ავთქვიფოთ, მოვამზადოთ მაგარი „ბეზე“ და დავასხათ 150 მლ. შაქრის ცხელი სიროფი, თან ვურიოთ (შაქრის სიროფისთვის საჭიროა: 150 გრ. შაქარი, 75 მლ. წყალი).
მომზადებულ მასა ცოტა ხნით შევდოთ მაცივარში, სანამ ნაღებს ამოვიყვანთ. უნდა ვთქვიფოთ საშუალო სიჩქარით. ამასობაში ჟელატინს ვდებთ ცივ წყალში, როდესაც დარბილდება _ ადუღებამდე ვადნობთ ცეცხლზე.
მომზადებულ მასას ვამატებთ ნაღებში, თან სწრაფად ვურევთ, შემდეგ ვამატებთ ცილისგან მომზადებულ მასას.
ბოლოს, ჟოლოს (კარგი იქნება, თუ საცერზე გავხეხავთ, უფრო ნაზი მასა რომ მივიღოთ) მოვათავსებთ 2 საათით ყალიბში. საბოლოოდ, შეგვიძლია ჟოლოთი და თეთრი შოკოლადის ფირფიტებით გავაფორმოთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com