სტუმრად მაკა ჩიჩუასთან

3_issue_culinart108

ბებია და ბავშვობა ალბათ ყველა ადამიანისათვის ზრუნვის, გემრიელი სადილებისა და სითბოს სიმბოლოა… ზუსტად ბებია იყო ის ადამიანი, რომლის მიერ მოზადებული კერძებიც განსაკუთრებით მიყვარდა… რადგან „ცუდი მჭამელი“ ბავშვი მერქვა, ყველაზე საყვარელი და ყოველდღიური საჭმელი იყო ბებიას მიერ შემწვარი კარტოფილი და საცივი, რომელიც განსაკუთრებულ დღეებში მზადდებოდა…

სხვა არაფერი მახსენდება… ხომ ვამბობ, რომ ცუდი მჭამელი ბავშვი ვიყავი…

არაერთი კერძის მომზადება გამომდის კარგად და გემრიელად. თუმცა სიმართლეს ვიტყვი – არ მიყვარს სამზარეულოში ფუფუსი… აქედან გამომდინარე არც ისე ხშირად ვამზადებ.

სალათი, რომელიც თქვენი სტუმრობის დროს მოვამზადე ნამდვილი საზაფხულო სალათია… ზაფხული და პროდუქტების სიუხვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯანმრთელი, მარტივი, გემრიელი სალათები მოვამზადოთ, სადაც ვიტამინები, არომატი და სიმსუბუქე ერთად იყრის თავს…

საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც პროდუქტებს შენ მოყვანილ ბოსტანში მოიპოვებ, აქ ნებისმიერი ბოსტნეული ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან გემრიელია. იქნება ეს პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთოლი თუ მწვანილი… ასე რომ, ვისაც საკუთარი მიწა არ აქვს და ქალაქში, კორპუსის ბინაში უწევს ცხოვრება, მათ შემიძლია ვურჩიო, რომ საკუთარ აივანზე მაინც გააშენონ „მინი“ ბოსტანი, სადაც მწვანილის დათესვას შეძლებენ. დამიჯერეთ, თქვენ მოყვანილ პროდუქტს სულ სხვა გემო აქვს…

3_issue_culinart109

პომიდორი და კიტრი უკვე ორი წელია მომყავს, ასევე ლობიო… ბოსტანს ახლა შეემატა სტაფილოც, ბადრიჯანიც, კომბოსტოც და ბულგარული წიწაკაც…

ჩემს ნამუშევრებშიც ნახავთ საკვებ პროდუქტებს, გაკეთებული მაქვს ტრიპტიხი, – მთელ ტილოზე არის ქილებში ჩაწყობილი კიტრი, სიმინდი და ალუბლის მარინადი…

გამორჩეული მხატვარი, რომლის ნამუშევრებშიც საკვები პროდუქტების შესრულების ტექნიკას გამოვარჩევდი, არ მყავს… ვთვლი, რომ ყველა ის მხატვარი ვისი შემოქმედებაც ჩემთვის შთამბეჭდავია, საკვებ პროდუქტსაც ისევე გემრიელად ქმნის ტილოზე, როგორც ფიგურას, ფოთოლს ან ცას…

ასე მაგალითად, იან ვერმეერთან მაგიდაზე დადებული პური და რძე ჩემთვის ისეთივე მსუყე და ხელშესახებია, როგორც ვინსენტ ვან გოგის მზესუმზირები…

გიორგის ჩემს მიერ მომზადებული მგონი ყველა კერძი მოსწონს, ის თავადაც სიამოვნებით ამზადებს და ძალიან გემრიელი გამოსდის… მაგალითად, კარგად იცის თუ რა სურსათია ხორცთან შესაზავებლად განსაკუთრებით არომატული… ასე რომ, ერთადაც ვამზადებთ ხოლმე.

 საზაფხულო სალათთან, რომელიც დღეს მოვამზადე, ნებისმიერი სითხე შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ, თუმცა მე მსუბუქ, გამაგრილებელ სასმელს შემოგთავაზებდით…

3_issue_culinart110

სალათის რეცეპტი

სურსათის სარგო:
* კიტრი
* პომიდორი
* წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა
* ახალი ხახვი
* 2 სახეობის ყველი
(სულგუნი, „მოცარელა“)
* მწვანილები
(ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი)
* ზეითუნის ზეთი

3_issue_culinart111

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com