დადუნას ბლოგი

კულინარიის მთავარი ინგრედიენტი – ,,ფანტაზიაა''!

კულინArt-ისთვის სანამ ბლოგის თემას მოვიფიქრებ ვნერვიულობ. სულ მინდა, რომ კარგი გამოვიდეს… აუცილებლად უნდა გამიხარდეს მეც, ქეთასაც, ბახვასაც და ყველას, ვინც რედაქცია N3-ში მუშაობს. მე მიყვარს ეს ჟურნალი და ყოველი ნომრის გამოსვლა ჩემთვის ზეიმია! პირველ სიხარულს ფოტოგრაფებს ვუზია- რებ, მუშაობის პროცესში… გადაღების დროს ჩემი ბედნიერი სახის ყურები- სას სულ ეღიმებათ, ამ ჩემს ემოციებს ისიც დაემატა, რომ გავიგე, თურმე ჩემთან გადაღებაზე მოსვლა ყველას უყვარს და ეს ყველაფერი მაბედნიერებს! მადლობა თქვენ: ანა ბოკო, იკა პირველი, ირა კურმაევა!

ამ წუთშიც მაქვს ერთი სიხარული და გაგიზიარებთ… მალე გაზაფხული მოვა და უფრო მეტ მომღიმარ სახეს ვნახავთ ქუჩაში. ამ ზამთარმა ყველა დაგვღალა და დროზე წავიდეს რა!

რაც შეეხება დღევანდელ თემას… იტალია და საქართველო!

ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, რომელი ეროვნების ხალხს ამსგავსებს თავს, აუცილებლად გიპასუხებთ იტალიელებსო! ეს მართლაც ასეა… განსაკუთრებით კი გურულები გვანან იტალიელებს! გურიაში აუცილებლად მოგიყვებიან მოგონილ (თუ ნამდვილ) ლეგენდას ღლონტებზე და ჟღენტებზე, რომ ისინი გურიაში ჩამოსული მისიონერების შთამომავლები არიან.

ხოდა გამარჯობა! მე ვარ დადუნა ღლონტი… იტალიელი გურული 🙂
და ამ ნომერში გთავაზობთ ქართულ პასტას! (გურიაში რომ მაკარონს ეძახიან :))

ამ ნომერს ვუძღვნი ყველას ვისაც იტალია უყვარს, იქ უცხოვრია ჩემსავით, ან უბრალოდ მოგზაურობის საოცნებო სიაში პირველ ადგილზე იტალია უწერია..

განსაკუთრებით კი ყველა ეს პასტა ეძღვნება ჩემს მეუღლეს და ყველა იუვენტუსის fanკლუბის წევრს. რომლებიც ნამდვილი ტურინელებივით ზეიმობენ ყველა გამარჯვებას და განიცდიან მარცხს!!

ხოდა Forza Pasta! Forza Italia! Forza ქმარი! e Forza Juve! Buon Apettito Amici!

Pasta

პასტისთვის შეფერილობის მისაცემად პომიდორი, ისპანახი, ჭარხალი და კალმა- რის მელანინი გამოიყენება (ეს უკანასკნელი სად იშოვება არ ვიცი :).

მოკლედ, ჩემს ხინკლებს მწვანე ფერი – ისპანახისა და ოხრახუშის წვენის გამო აქვს. ყველა კერძისთვის ერთი და იგივე ცომი გამოგადგებათ. მე, ტრადიციულად, კვერცხიანი ცომი მოვზილე. მთლად ადვილი საქმე არაა და სულ მიკვირს, როგორ არ ეზარებათ იტალიელ ბებოებს, განსაკუთრებით პროვინციებში, ყოველ მეორე დღეს ამ პასტების კეთება. თანაც ამ ყველაფერს პასტის გასაბრტყელებელი და დასაჭრელი მოწყობილობების გარეშე აკეთებენ. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახლში მომზადებულ პასტას სულ სხვა გემო აქვს.

მე სპაგეტი და ლინგუინე (იტალიურად ენას ნიშნავს, იმიტომ რომ ბრტყელია) სახლში ჩემით მოვამზადე და ბოლოს ვინანე, რადგან ძალიან გემრიელი გამოვიდა და ბევრი ვჭამე, რასაც ყველა ქალი ნანობს. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თურმე თუ პასტა გადახარშული არ არის და ნამდვილად „ალ დენტეა“, რაც ნიშნავს, რომ კბილზე უნდა გხვდებოდეს და არ იყოს ქართულად გადაგვარებული „მაკარონი“, მაშინ ის ნაკლებად კალორიულია და არც ასუქებს.

დაგვჭირდება:

• სპაგეტი – 1 შეკვრა (სახლში მომზადებული უკეთესია)

  • მიდიები – 400 გ.

  • ნიგოზი – 200 გ.

  • უცხო სუნელი – 1 ჩ/კ.

  • ხმელი ქინძი – 1 ჩ/კ.

  • დარიჩინი – დანის წვერით

  • არაჟანი – 1 ს/კ.

  • ფორთოხლის წვენი – 200 გ.

  • ნიორი – 3 კბილი

  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

ცნობილია, რომ იტალიაში, განსაკუთრებით სიცილიასა და სარდინიაზე, ძალიან პოპულარულია პასტა ზღვის პროდუქტებით. ჩვენგან განსხვავებით იქ ეს პროდუქტები ძვირი არ ღირს. ამიტომაც ფანტაზია ზღვის პროდუქტებისგან კერძის შექმნისას უფრო გაშლილია.

მოკლედ, სპაგეტი ალ ბაჟე.

ვამზადებთ ბაჟეს და წყლის ან ბულიონის მაგივრად ვიყენებთ ფორთოხლის წვენს. ბოლოს კი ვურევთ არაჟანს. თუ ბაჟე თხელი გამოგივიდათ, დაამატეთ არაჟანი.

ფოტოზე ჩანს, რომ პასტას ფორთოხლის ცედრა და პარმეზანი აყრია. დამიჯერეთ, ორივე ძალიან უხდება.

P.S. მიდიები შეწვით კარაქში!

დაგვჭირდება:

• ლობიო – 200 გ. (ნებისმიერი. მე ბათუმელა მიყვარს)

  • ხახვი – 2 თავი

  • ნიორი – 2 კბილი

  • მარილი და მეგრული აჯიკა

გემოვნებით

მომზადება

ლობიო მოხარშეთ და ჩასრისეთ. შეაზავეთ მეგრული აჯიკითა და მარილით. ეს გულ- სართია.

სოუსში დაამატეთ ნაღები, გაათხელეთ და წამოადუღეთ. ვეგეტარიანული ვარიანტის- თვის შეგიძლიათ ბოსტნეულის ბულიონი გამოიყენოთ.

იტალიურმა სამზარეულომ დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო გასტრონო- მიაში და მე ის განსაკუთრებულად მიყვარს. მგონია, რომ როცა იტალიურ კერძს აკეთებ, მარტოს არ მოგინდება ჭამა და აუცილებლად დაუძახებ მეგობრებს, რო- გორც ამას ჩემი მეგობარი გიგო აკეთებს. მასთან სტუმრობა და მისი მომზადე- ბული, განსაკუთრებულად გემრიელი პასტის ჭამა უდიდესი სიამოვნებაა. მადლო- ბას გიგოსაც გადავუხდი, იმიტომ რომ კიდევ უფრო შემაყვარა პასტის მომზადება. ეს პასტაც მას ეძღვნება, რადგან მისი რეცეპტია, რომელიც მე ოდნავ შევცვალე.

დაგვჭირდება:

  • ყაბაყი – 2 ცალი

  • რაჭული ლორი – 200 გ.

  • პიტნა

  • სპაგეტი

  • პარმეზანი – 200 გ.

  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

ყაბაყი დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვ- თუშოთ ზეითუნის ზეთში. მოთუშვის დროს ჩავაყაროთ პიტნის ფოთლები. გიგომ თქვა ჩვენი პიტნა სუსტიაო, ამიტომ 2 ცალ ყაბაყს პიტნის 15 ფოთოლი დასჭირდება. შემდეგ დავაბლენდეროთ ეს ყაბაყი და დავამატოთ გახეხილი პარმეზანი.

ცალკე მოვთუშოთ რაჭული ლორი, რომე- ლიც ჩაანაცვლებს გუანჩალეს (იტალიელე- ბის შემოლილი ლორი) და თეფშზე როცა გადმოვიღებთ, დავაყრით ჩვენს პასტას, რომელსაც პარმეზანის ნავცლად მოვახე- ხავთ შებოლილ სულუგუნს (ეს არის რაც შევცვალე).

დაგვჭირდება:

• ისპანახის ლაზანიას ფირფიტები – 1 კოლოფი

  • ფარში – 500 გ.

  • ხახვი – 4 თავი

  • სტაფილო – 3 ცალი (საშუალო ზომის)

  • პომიდვრის წვენი

  • ძირა – 1 ჩ/კ.

  • შავი პილპილი -1 ჩ/კ.

  • ხმელი ქინძი – 1 ჩ/კ.

  • ნიორი – 3 კბილი

  • რძე – 1 ლ.

  • კარაქი – 200 გ.

  • პურის ფქვილი – 3 ს/კ.

  • მარილი და დაღერღილი წიწაკა

გემოვნებით

მომზადება

ლაზანიას ფირფიტები მე სახლში მოვამზა- დე, როგორც იტალიურ ოჯახებში ამზადებენ ხოლმე, რადგან ეს კერძი ძალიან ოჯახურია. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, დამიჯე- რეთ, ყველა აღფრთოვანებული დარჩება.

მოკლედ, ფარშს ზუსტად ისე ვამზადებთ, როგორც ჩვეულებრივი ლაზანიასთვის, ოღონდ ორეგანოსა და ბაზილიკის მაგივრად ხინკლის ფარშივით შევაზავებთ. დამიჯერეთ ეს ისეთი აღმოჩენაა, რომ შედეგით გაკვირ- ვებული დარჩებით! ჭამ ლაზანიას და თან ჭამ ხინკალს… გენიალურია!

ბეშამელის სოუსიც ტრადიციულად მომზად- დება, პარმეზანის მაგივრად კი ნებისმიერი მაგარი ქართული ყველი მოახეხეთ.

დაგვჭირდება:

  • ისპანახი – 2 კგ.

  • ხახვი – 3 თავი

  • გატარებული ნიგოზი – 150 გ.

  • ნიორი – 5 კბილი

  • ძმარი – 1 ს/კ.

  • უცხო სუნელი – 1 ჩ/კ.

  • ხმელი ქინძი – 1ჩ/კ

  • ყვითელი ყვავილი – 1 ჩ/კ.

  • მარილი და დაღერღილი წიწაკა

გემოვნებით

მომზადება

იტალიაში ძალიან ცნობილია ისპანახის გულსართიანი პასტის ცომები, რომლებიც კაპელეტის და ტორტელინის სახელითაა ცნობილი. მათი დაბადების ადგილი – ბოლონიაა.

ასევე არსებობს რავიოლი, რომელიც ძირითადად ხორცით მზადდება. თუმცა ყველაზე ცნობილი ალბათ ანიოლიტებია და მათ ისპანახით და რიკოტას ყველით ამზადებენ, სუფრაზე კი, კარაქთან და მსუბუქ სოუსთან ერთად მიაქვთ.

მე ეს გავაქართულე და როგორც ხედავთ, გამოვიდა პატარა ხინკლები ისპანახის ფხლის შიგთავსით. ერთადერთი განსხვა- ვება ისაა, რომ ხახვი და ისპანახი მოვთუ- შე ზეთში, დანარჩენი ზუსტად ისე შევაზავე, როგორც ვაზავებთ ფხალს.

იტალიურ სამზარეულოში, ისევე როგორც ქართულში, პრაქტიკულად ნებისმიერი გასტრონომიული ნაწარმი არომატული სანელებლებითაა გამდიდრებული. ამიტომაც ერთ-ერთი პასტა – ლინგუინე გურული აჯიკით გავაკეთე, მაშარაფის სოუსი მოვასხი და ზედ კარგი ჭყინტი ყველიც დავადე.

აჯიკა ყველანაირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მე უბრალოდ ყველაზე მეტად გურული აჯიკა მიყვარს

დაგვჭირდება:

  • მოხარშული გოგრა – 400 გ.

  • მოხარშული კარტოფილი – 3 ცალი

  • მოხარშული სტაფილო – 2 ცალი

  • ხახვი – 2 თავი

  • ცომი

  • ტყემალი – 1 ქილა

  • ნიორი – 3 კბილი

  • ქინძი – 30 გ.

  • ორეგანო – 1 ჩ/კ.

  • მწიკვი შაქარი

  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

მოხარშული გოგრა, სტაფილო და კარტოფილი მოვთუშოთ ზეთში ხახვთან ერთად. შევაზავოთ მარილით და დავაბლენდეროთ. ეს გულსართია.

მე ამ გუნდების გასაკეთებლად ჩემი მოზელილი პასტის ცომი გამოვიყენე, თქვენ შეგიძლიათ ვეგეტარიანული ვარიანტიც გააკეთოთ. ტყემალი ომბალოს მაგივრად ორეგანოთი შეაზავოთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com