ლიზა ტელეწამყვანია, დატვირთული დღის რეჟიმი აქვს და სამზარეულოშიც იშვიათად ხვდება. მაგრამ თუ მეგობრები ერთად იკრიბებიან, მაშინ ლიზა აუცილებლად დესერტს ამზადებს. „კულინArt“- ისთვის ჩვენმა მასპინძელმა ჩიზქეიქი დაგვახვედრა.
-
როგორი კულინარი ხარ?
-
– მგონია, რომ ყველას ყველაფერის კეთება შეუძლია, როცა უნდა. მეც როცა დრო მაქვს, მაშინ კარგი კულინარი ვარ.
-
– როდის მოხვდი სამზარეულოში პირველად?
-
– ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა სამზარეულო, საჭ- მელები, თვითონ მზადების პროცესი. მახსოვს, როცა კი რამე მომეწონებოდა, სულ ვცდილობდი, რომ მერე სახლშიც იგივე გამეკეთებინა. უფრო ბავშვობის ასაკში ვიყავი დაინტერესებული, ბებიას ვეხმარებოდი, ხან დედას. მერე ცოტა რომ გავიზარდე, დიდად ინტერე- სი აღარ მქონდა. ბოლო წლებია უფრო მაინტერესებს კულინარია, თუ დრო მაქვს, სულ ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებს თავად მოვუმზადო.
-
– რისი კეთება მოგწონს?
-
– გააჩნია რა გვინდა, როგორ ხასიათზე ვართ. ვერ ვიტყ- ვი, რომ სადილებს კარგად ვამზადებ, ასე არ არის. ალ- ბათ იმიტომ, რომ ამ ამოცანის წინაშე არ დავმდგარვარ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ამ მხრივ განებივრებული ვარ; სამსახურიდან რომ მოვდივარ მხვდება ყველაფერი რაც მინდა, შეკვეთებსაც ადვილად გავცემ. როცა მეგო- ბრები ვიკრიბებით და ვინაწილებთ ვინ რა უნდა გავაკე- თოთ, უფრო სალათებს და დესერტებს ვაკეთებ..
ყველაზე უცნაური რა გაგიკეთებია?
– ერთხელ ვცადე, ქათამი კორდონ ბლუ. სადღაც ვიყავი და ძალიან მომეწონა, ინტერნეტში მოვიძიე, არ გამო- მივიდა და შევეშვი. როცა რაიმე ძალიან მომწონს, პირველ რიგში, ვკითხულობ რეცეპტს. ნუ პირველი ცდით გამოდის ხოლმე, ის რაც მინდა, მაგრამ შემდეგ ცდებზე ვხვეწავ.
– პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გიწევს მოგზაურობა. რომელი ქვეყნის სამზარეულომ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება?
– ცოტა ხნის წინ ვიყავი პორტუგალიაში და იქ გავსინჯე პაშტეინატა, კრემიანი დესერტი. ბოლო შთაბეჭდილება ეს იყო. ზოგადად ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები.
– როგორც მივხვდი დესერტები განსაკუთრებით გიყვარს…
– ძალიან უცნაურია, ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა, ახლა, პირიქით, შემიძლია მთელი დღე მხოლოდ ნაყინზე ან ნამცხვარზე ვიყო.
– ჩვენ რა მოგვიმზდე და რატომ?
– ინტერვიუ დღის პირველ ნახევარში დავთქვით და ვიფიქრე, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, დღე ჩიზქეი- ქით დაგვეწყო. რთული მოსამზადებელი არ არის, მართალია დრო სჭირდება ცოტა მეტი, მაგრამ წინა დღით მოვამზადე მთავარი ნაწილი, ახლა კი მარწყვის მურაბას დავუმატებ და იმედია გემრიელი გამოვა.
-
ჩიზქეიქის ინგრედიენტები:
-
800 გრ. ხაჭო
-
ქილა-ნახევარი შედედებული რძე
-
15 გრ. ჟელატინი
-
1,5 შეკვრა ორცხობილა
-
100 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
დავფშვნათ ნებისმიერი სახის ერთი შეკვრა პეჩენია, შევურიოთ 100 გრამი გამდნარი კარაქი და მოვამზადოთ ცომი, ანუ ქვედა ფენა. შევდგათ ეს მასა საყინულეში 2 საათით.
ხაჭო ან მიქსერით, ან ბლენდერით ავთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ შედე- დებული რძე, რომელიც ასევე კარგად იქნება ათქვეფილი და ვანილი. პარა- ლელურად მოვამზადოთ ჟელატინი და შევურიოთ მიღებულ მასას.
მომზადებული მასა დავასხათ გაყინულ ქვედა ფენას და შევდგათ მაცივარში.
ბოლოს რაც გვინდა ის მოვასხათ ნამცხ- ვარს: ან მურაბა ან ცოცხალი ხილი