სტუმრად ,,პომოდორისიმოში”

შეშაზე გამომცხვარი პიცა, ხელნაკეთი პასტა და იტალიური სამზარეულოს სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რესტორნის ინტერიერი და მხია- რული განწყობა – კაფე „პომოდორისიმოში“ – სრულად გადმოსცემს იმ სიტუაციას, რა ხიბლიც აქვს იტალიის ქალაქებში მოგზაურობას.

ერთი ხმაურიანი იტალიური სადილი „პომოდო- რისიმოში“ დიდი ხნის მეგობრებმა მოიწყვეს:

ლიკა ქორქია

იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, შესაბამი- სად, მე, „პომოდორისიმოს“ ხშირი სტუმარი ვარ; ამეჯარადაც, ისე მოხდა, რომ მეგობრები სწორედ ამ გარემოში შევიკრიბეთ. თვითონ იტალიურ სამზა- რეულოსთან დაკავშირებით, რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებულს ვამზადებ, მოგატყუებთ, მაგრამ პასტა გამომდის, ოღონდ ჩემებური ვერსიით.

იტალია ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანაა, ბოლო წლებია, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ერთი კვირა ყოველთვის ამ ქალაქებში მივდივარ. იქაური კულტურა, სამზარეულო, ხალხი ჩემთვის ძალიან საყვარელია. „პომოდორისიმო“ კი არის ადგილი, რომელიც იქაურობას მეტ-ნაკალებად მახსენებს.

დათი კაჭარავა

იტალიური სამზარეულო, რა თქმა უნდა, გამოირჩევა თავისი გემოვნებით. მათ უამრავი კერძი აქვთ, რომელიც ხალხს იზიდავს. ასევე სპორტსმენებსაც უყვართ, განსაკუთრებით, პასტა. გამოგიტყდებით და თამაშის წინ პიცა- საც მიირთმევენ, იმიტომ რომ ნახშირწყლებს შეიცავს და ნახშირწყლები აუცილებელია სპორტსმენისთვის. იტალიური რესტორნის სიტუაცია ძალიან მომხიბვლელია, საკვებზე რომ არ ვისაუბრო. მხიარული ატმოსფერო უფრო მეტს ქმნის, ვიდრე საჭმელი. გარკვეული პერიოდი ნიცაში ვცხოვრობდი და, აქედან გამომდინარე, მომსწრე ვარ კარგი სიტუაციების. ძალიან გემრიელია

პასტა „ფრუტი დი მარე“. ათასნაირი სპაგეტი, ლაზანია, სალათები აქვთ იტალიელებს გემრიელი და ასევე, ზღვის პროდუქტებიც.

ნატალია გაბისონია 

ყველაზე მეტად იტალიური სამზარეულო მიყვარს.

თუ კაფეში ვართ, მაშინ მხოლოდ იტალიურს მივირთმევთ. „პომოდორსიმოში“ ვიცით,
რომ გამორჩეული პიცაა. კიდევ „ლიმონჩელო“ აქვთ გემრიელი.

გიორგი შარვაშიძე

ნატაშა ამზადებს ოთხი ყველის „სუპს“ და ძალიან გემრიელი გამოსდის. ნუ სპაგეტის კეთება დღეს ყველას შეუძლია. ერთი პერიოდი ყოველდღე ვაკეთებდით, ბოლოს პაუზა გვქონდა აღებული. ორი თვე საერთოდ არ ვეკარებოდით მსგავს კერძებს, გუშინ კი თავიდან გავხსენით სეზონი.

ვიკა კალანდია

სხვათა შორის, პასტის გაკეთება

ვიცი და ძალიან მოსწონთ ჩემს

მეგობრებს. ხშირად დავდივართ ,,პომოდორისიმოში'',კარგი გარემოა. დღესაც მეგობრები შევიკრიბეთ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ. მხიარული იტალიური სადილი გამოგვივიდა.

სალომე შარვაძე

საერთოდ ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. პიცა ვის შეიძლება, რომ არ უყვარდეს?! მეც და ჩემი შვილიც ხშირად ვსტუმრობთ „პომოდორისიმოს“, იმიტომ
რომ ვთვლი, რომ ძალიან ხარისხიანად და იდენტურად აკეთებენ იტალიურ კერძებს. ინტერიერიც შესაბამისია. ხშირად სახლში ვერ ვამზადებ, მაგრამ ეს ფუფუნება გვაქვს, რომ მოვიდეთ აქ და მივირთვათ ჯანსაღი, გემრიელი და ყოველთვის განახლებული მენიუ.

ბახვა ბრეგვაძე

იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს და შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი საყვარელი სამზარეულოა. პირველად რომ წავედი სამოგზაუროდ იტალიაში, ის ჩემი ქვეყანა გახდა. მახსოვს, როგორი შოკირებული ჩამოვედი… ყველანაირი პიცა გავსინჯე, პასტა სხვადასხვა სახეობის. თვითონაც ვცდილობ მოვამზადო, ვიცი სწორად როგორ კეთდება სპაგეტი, მომზადების საკუთარი ტექნოლოგიები მაქვს. ბოლონეზე მიყვარს, პიცა ‒ პროშუტოთი და სხვა.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com