„შატო მუხრანის“ შემოდგომა

მეათე წელია მუხრანბატონის მამულები რთველის დროს სრულიად განსაკუთრებული ენერგეტიკით იმუხტება. პოეტური სენტიმენტების გარეშე არც წელს ჩაუვლია უკვე დღესასწაულად ქცეულ შემოდგომის დღესასწაულს. ივანე მუხრანბატონის მიერ 1878 წელს დამკვიდრებული რთველის ტრადიცია მის ისტორიულ მამულში დღესაც ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს უყრის თავს. ასე იყო საუკუნე-ნახევრის წინაც.

ისტორიული ექსკურსი

თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ზღაპრული „შატო მუხრანის“ შემქმნელი – ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი, მე-19 საუკუნის ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ივანე მუხრანბატონია. მან საფრანგეთში მოგზაურობისას შეისწავლა შატოს კონცეფცია, ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგია და გადაწყვიტა საქართველოში ისეთი საწარმო აეშენებინა, სადაც ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიისა და კლასიკური მეთოდის სინთეზი იქნებოდა შესაძლებელი.

იდეის სისრულეში მოსაყვანად ივანე მუხრანბატონმა ფრანგი არქიტექტორები, მევენახეები და მებაღეები მოიწვია და ქართლში, მუხრანის ვაკეზე, ევროპული კონცეფციის შატოს შექმნა დაიწყო. სასახლის პროექტი ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით. მისი მშენებლობა 1875 წელს დაიწყო და 12 წლის შემდეგ დასრულდა. მის გარშემო განლაგებული ბაღი, რომელიც ყველა მნახველის აღტაცებას იწვევდა, ვერსალის მებაღემ დააპროექტა. მე-19 საუკუნეში ეს იყო ყველაზე მდიდრული სასახლე, რომელიც პარკეტით, მოოქროვილი ავეჯითა და როიალით იყო შემკული. აქვე ნახავდით საქართველოში პირველ ბილიარდის მაგიდასაც. მუხრანბატონის უზარმაზარი მამული ქართული ელიტის თავშეყრის კულტურულ ეპიცენტრად იქცა. პირველ სართულზე თეატრი იყო განთავსებული. ივანე მუხრანბატონი უამრავ სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის, ცნობილ ქართველ თუ უცხოელ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, მწერლებსა და პოეტებს.

შემოდგომის შატო 

ჩადიხარ და ვერც ხვდები, საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამკვიდრებული ტრადიცია უფრო გეძახის თუ მასპინძლების მიერ დაჟინებამდე ნაფიქრი თვით უმცირესი დეტალების უბადლო კომბინაცია. ალბათ, ორივე ერთად.

ყოველ შემთხვევაში, სანამ მზეს ძალა დაკარგვია, საზეიმოდ მორთულ ტყე-პარკს, ტერიტორიაზე მოსეირნე ეტლშებმულ ცხენებსა და ქართულ-ფრანგულ ესთეტიკას მე-19 საუკუნის ფუფუნება, პომპეზურობის განცდა და ნოსტალ გია მოაქვს.

სასახლის ტერიტორიას ვათვალიერებთ. ბოლშევიკების პერიოდში გაპარტახებული და საბოლოოდ მე-20 საუკუ ნის 90-იან წლებში გაძარცვული „შატო მუხრანის“ აღდგენის იდეა 2002 წელს გაჩნდა. დამფუძნებელთა ჯგუფის – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და შვედი ინვესტორის ფრე დერიკ პოლსენის ინიციატივით, შატოს ტერიტორიაზე ისევ გაშენდა ვენახები, აღდგა სასახლის ფასადი, ღვინის საწარმო, უნიკალური მიწისქვეშა მარნები და ეზო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემომ ნელ-ნელა პირვანდელი სახე დაიბრუნა, 2011 წლიდან კი „შატო მუხრანში“ ტურიზმის განვითარებაც დაიწყო.

ახლა ჯერი სასახლის ინტერიერის აღდგენით სამუშაოებზეა, რაც პირვანდელ სახეს დაუბრუნებს ნაგებობას. სასახლეში საკონცერტო დარბაზები და საექსპოზიციო სივრცეები გან თავსდება. სამომავლოდ, შატოს ტერიტორიაზე სასტუმროს, საცურაო აუზისა და გოლფის მოედნის აშენებაც იგეგმება.

მუხრანბატონის ტრადიცია 

მუხრანბატონის ვენახებისკენ ვინაცვლებთ. ჩვენი ხელით ვკრეფთ ყურძენს და ფოტოსესიას ბოლო არ უჩანს. პროცესს განსაკუთრებულ აღტაცებაში შატოს უცხოელი სტუმრები მოჰყავს. ემოციებს ვერც ეთნოგრაფიულ კუთხეში მალავენ სხვა და სხვა კულინარიული მასტერ კლასის დროს: თავიანთი ხელით ავლებენ ჩურჩხელებს, ოსტატობას თონეში პურის ჩაკვრაშიც ცდიან და ადგილობრივი ჭაჭის გამოხდასაც ინტერესით ადევნებენ თვალს.

ჩვენი ხელით დაკრეფილ ყურძენს თავადვე ვცლით საწნახელში. გავა დრო და შემოდგომის ტკბილი ძღვენი მათრობელა სითხედ იქცევა, ყოველი ყლუპი თითოეული ჩვენგანის თავბრუდამხვევ განცდებსა და მოგონებებს მოიყოლებს. იქამდე კი მუხრანბატონის თეთრ და წითელ საიდუმლოს ვაგემოვნებთ, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია: “საიდუმლო კოლექციიდან”. ის ყურძნის ოთხი ჯიშისგან მზადდება, რომელთაგან სამის სახელწოდება ეტიკეტზეა დატანილი, მეოთხე კი საიდუმლოდ რჩება.

წლევანდელი რთველის ძირითადი კონცეფციაც ივანე მუხრანბა ტონის პირველ უმნიშვნელოვანესს წარმატებას უკავშირდება, როცა მისმა უბადლო მუხრანულმა ღვინომ პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

… და მერე მწვანე მოლისკენ მივემართებით. თუნდაც ერთი ფოტო აქ უკლებლივ ყველას აქვს, ვისაც შატო მუხრანში ცოტა ხნით მაინც შეუვლია. ეს უზარმაზარი დამრეცი მოლი, იგივე ამფითეატრი, ჩვეულებრივ დღეებშიც და, მით უფრო, წვეულებების დროს, საუკეთესო ფოტოსესიის გარანტიას იძლევა.

 ვიღებ და ვიღებ: ჩხაკ, ჩხუკ, ჩხაკ, ჩხუკ… და მაინც არ მყოფ ნის. მინდა სულ მახსოვდეს აქაურობის სევდის ამშლელი პოეზია, მინდა რაც შეიძლება ბევრ ფოტოზე შემომრჩეს ოქტომბრის მზის ქვეშ მოსეირნე კაბებისა და ფრანგულად დეკორირებული ყვავილების გამა, ჩემი იისფერი კაბაც, ღიღილოების გვირგვინიც, წარსულისა და მომავლის მიჯნაზე მოგზაურობის აბსოლუტური განცდა, განწყობაც, რომელიც ზუ ტად ვიცი, კიდევ დიდხანს არ დამტოვებს.

და კიდევ ღვინის იდუმალი ნოტები, – სამეფო კარის ფუფუნებისა და წარსულის ნოსტალგიური გემო.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com