Crowne Plaza Borjomi

ანდრეი ვლასოვი  – “Crowne Plaza Borjomi”-ის  გენერალური მენეჯერი 

– ანდრეი, რითია გამორჩეული “Crowne Plaza Borjomi” და რას სთავაზობთ აქ ჩამოსულ სტუმრებს? 

– ჩვენი დამსვენებლებისთვის ბევრი უნიკალური სერვისი გვაქვს. გარდა იმ სტანდარტული სასტუმროს მომსახურებისა, რასაც ჩვენ აქ ჩამოსულ დამსვენებლებს ვთავაზობთ, მინდა აღვნიშნო მთელ კავკასიაში უნიკალური სპა ცენტრი, განთავსებული სასტუმროს მინუს პირველ სართულზე ორი ათას ოთხას კვადრატულ მეტრზე. აქ დაგხვდებათ 21 ერთმანეთისგან განსხვავებული სპა ოთახი, 5 თერმული ზონა, სადაც შესაძლებლობა გაქვთ ისიამოვნოთ სხვადასხვა რიტუალებითა და პროცედურებით. გვაქვს რამდენიმე ტიპის ექსკლუზიური პროცედურის ოთახი. ჩვენს სტუმრებს ემსახურებიან ინდოელი და ფილიპინელი სპეციალისტები. ასევე გვაქვს საოჯახო ოთახები, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად ისიამოვნონ ჩვენი სპა პროცედურებით. უნდა აღვნიშნო მკვდარი ზღვის ოთახი და ჰიმალაის მარილის ოთახი, რომლებიც ჩვენს დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

აბსოლუტურად ყველა სპა პროცედურა ტარდება ექსკლუზიურად {comfort zone} პროდუქციით, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრენდია სპა თავის მოვლის საშუალებებით. 

ქალბატონებს და არა მხოლოდ მათ, ვთავაზობთ სილამაზის სალონს, სადაც საუკეთესო თავის მოვლის საშუალებები გვაქვს, რომლებიც ექსკლუზიურად იტალიიდან ჩამოგვაქვს. სალონში სახის მოვლის პროცდურებზე დიდ აქცენტს ვაკეთებთ. გვაქვს უნიკალური HydraFacial™ აპარატი, რომელიც ძალიან პოპულარულია ჰოლივუდში. HydraFacial™ ‒ კანის მოვლის ინოვაციური მეთოდია. მსოფლიოს კოსმეტოლოგიასა და ესთეტიურ მედიცინაში მისი ეფექტურობა აღიარებულია და უახლესი ხედვაა. დილის 7 საათიდან კი სტუმრებს საშუალება აქვთ, სურვილისამებრ, დაესწრონ იოგის გაკვეთილს, ივარჯიშონ და სიამოვნება მიიღონ მედიტაციის პროცესით. ჩვენთან სტუმრები სპეციალურად სპა პროცედურებისთვის ჩამოდიან. 

– რომელია სასტუმროსთვის ყველაზე აქტიური სეზონი? 

– როგორც იცით, სასტუმრო ოთხივე სეზონზეა გათვლილი. ყველაზე აქტიური ზამთარი და ზაფხულია. შემოდგომა ჯერ არ არის ისე დატვირთული. ამ პერიოდში ძირითადად ბიზნეს სექტორთან ვთანამშრომლობთ. 

– კვების კუთხით, რას გვთავაზობს “Crowne Plaza Borjomi”? 

– ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მენიუში წარმოვადგინოთ 100 პროცენტიანი ნატურალური პროდუქტები. არც ერთი ინგრედიენტი ჩვენთან არ იყინება. სასტუმროს ტერიტორიზე გვაქვს სამი რესტორანი, სამივე ერთმანეთისგან განსხვავებული. ვამაყობთ ჩვენი ღვინის ბარით, სადაც აქცენტი ღვინის გარდა, ქართულ სამზარეულოზე კეთდება. 

– ბორჯომი წარმოუდგენელია ბორჯობის წყლის გარეშე… 

– დიახ, მხოლოდ ჩვენთან, სასტუმროს ტერიტორიაზე მოდის ბორჯომის წყარო. ჩვენი სტუმრები აქტიურად აგემოვნებენ ბორჯომის წყალს, ხშირად თან მიაქვთ კიდეც. 

– კიდევ რა გასართობი საშუალებებია სასტუმროს ტერიტორიაზე? 

– სასტუმროდან სულ რაღაც სამ კილომეტრში, შუაგულ ტყეში, გვაქვს გოგირდის აუზები. ეს ტერიტორია მიმზიდველია ყველა დამსვენებლისთვის, მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ჩვენი სტუმრები ინტენსიურად დადიან და სიამოვნებას იღებენ გოგირდის აუზებში. 

სასტუმროში, აგრეთვე, გვაქვს მაგიდის თამაშობები და სტუმრები ლობიში სასიამოვნოდ ატარებენ საღამოებს. სტუმრებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ სპორტდარბაზით. გვაქვს საბავშვო ოთახი, სადაც პროფესიონალები და ანიმატორები ზრუნავენ თქვენი ბავშვების განწყობაზე. სტუმრებს ვთავაზობთ ტურებს და ექკურსიებს ბორჯომის ხეობაში.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

– ჩვენ ვცდილობთ, რომ სასტუმროს ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ. დღეს ვმუშაობთ ბევრ ახალ პროექტზე. ვუშვებთ წიგნს – ბორჯომის ხეობაზე, სადაც ბორჯომის ისტორიას მოვყვებით. ვგეგმავთ სპეციალურ ტურებს, მათთვის ვისაც სურს, რომ სრულყოფილად დაათვალიეროს და გაიცნოს ბორჯომი. გვეყოლება გიდები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ და ნებისმიერ მსურველს დაათვალიერებინებენ ქალაქს და მის ღირსშესანიშნავ ადგილებს. 

ვფიქრობთ, მაქსიმალურად დაიტვირთოს იოგა ტერასა სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებით. სპეციალურად იოგას რიტუალების მოყვარულებს შევთავაზებთ სხვადასხვა უნიკალურ სერვისებს და მედიტაციებს ამ მიმართულებით; 

ზემოთ ვისაუბრეთ გოგირდის აუზებზე და ამ კუთხით ვფიქრობთ, გოგირდის აუზების, როგორც ბრენდის შეფუთვას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ბორჯომის პოპულარიზაციას. 

სასტუმროში ჩვენი რესტორნების კონცეფცია უფრო დაიხვეწება, უკვე გვაქვს ცალკე საბავშვო მენიუ, ჩვენ უნიკალურ ღვინის ბარში ყოველკვირეულად იგეგმება და იმართება სხვადასხვა ივენთები, ღვინის დეგუსტაციის საღამოები, რომლებიც სტუმრებს საშუალებას აძლევს დღის ბოლოს დაისვენონ და სასიამოვნოდ გაატარონ საღამო. 

რა თქმა უნდა, ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების, მათ შორის საახალწლოდ შევთავაზებთ სიურპრიზს ჩვენს სტუმრებს. 

ირაკლი ხაჩატუროვი- “Crowne Plaza Borjomi”-ის შეფ-მზარეული 

„ამ სფეროში სრულიად შემთხვევით, 13 წლის წინ მოვხვდი. ჩემი ძმაც მზარეულია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სკოლის მერხიდან პირდაპირ სამზარეულოში ამოვყავი თავი. გამიმართლა და იმ პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო შეფთან მომიწია თანამშრომლობა. მივხვდი, რომ თანდათან ვიხვეწებოდი, ვიზრდებოდი და სიამოვნებასაც ვიღებდი ამ საქმისგან. ხშირად ვიცვლიდი სამუშაო ობიექტებს, რომ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო. დღემდე აქტიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე და ასე ვთქვათ, დაფასებულად ვგრძნობ თავს. დღესაც იმ გრძნობით ვარ, რომ ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს.“ 

– როგორი მენიუ დახვდება “Crowne Plaza Borjomi”-ს სტუმრებს? 

– ახლა ვმუშაობთ მენიუს განახლებაზე. ძირითადად, თანამედროვე სამზარეულოს ელემენტებით იქნება გაჯერებული. ისეთი, რომ ყველასათვის მისაღები იყოს. პირობას ვაძლევ ჩვენს დამსვენებლებს, რომ აქედან უკმაყოფილო არავინ წავა. 

– ირაკლი, ბორჯომში ვართ და აქ ჩამოსული სტუმრები ჯანსაღ კვებას დიდ ყურადღებას ანიჭებენ… 

– დიახ, თამამად შეგვიძლია განვაცხადო, რომ აქ, არის რესურსი იმისა, რომ სამზარეულო მთლიანად ჯანსაღი პროდუქტით მომარაგდეს. აქვეა საკალმახეები, საიდანაც ყოველდღიურად ახლად დაჭერილი თევზი გვაქვს. არის ადგილობრივი ყველი, ბოსტნეული, სალათის ფურცლები. ამიტომ ჩვენი მენიუ დატვირთულია ჯანსაღი პროდუქტებით. 

– დესერტი როგორი გაქვთ? 

– ვფიქრობ, რომ ჩვენს სტუმრებს ამ კუთხითაც ვასიამოვნებთ. დღეს მინდა გამოვყო ჩვენი „ნაპოლეონი“, აგრეთვე „დღის ნამცხვარი“, რომელიც ყოველდღე იცვლება. არის სეზონური რეცეპტებით მომზადებული დესერტი, რომელიც დამსვენებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კიდევ ვმუშაობთ ახალ გემოებზე, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს ჩვენი დესერტების კუთხე.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com