რეზო გიგინეიშვილი – რეჟისორი
კულინArt-იიდა მე ისევ ვეძებთ განსაკუთრებულ ადამია ნებს, რომლების თვისაც ჭამა და საჭმელი, მხო ლოდ ფიზიო ლო გიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება არ არის. კულინარია ხელოვნებაა, ამას ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბე ბის გარეშე, უკვე მერამდე ნედ ვიმეორებ და ალბათ კიდევ ბევრჯერ გავი მეორებ. Food Loverის ეს ბლოგი, განსხვავებული და არატრა დი ციუ ლია. ჩვენმა რესპოდენტმა, საჭმელი არ მო გვი მზა და, მაგ რამ გაცილებით უფრო მნიშვნელო ვა ნი და ფილოსოფიუ რი კუთხით დაგვანახა ის, რაც გემოების შეერ თებას და მასთან დაკავშირებულ მნიშვნე ლო ვან დეტალებს გულისხმობს. ტრაპეზა, როგორც პრო ცე სი, უამრავ დეტალს მოიცავს და სწო რედ ეს გა მოც დი ლება, ყველა ნიუანსით, ქმნის მთლიან სურათს. პროცესი ინგრედიენტების შერჩევით, მათზე ფიქრით და მათი გაერთიანების იდეით იწყება, შემ დე გი ეტაპი, სწორი და მართალი პრეზენტაციაა პროცესი არ სრულ დება კერძის მირთ მევით, არამედ ის შეგრძ ნე ბებ ში და მეხსიე რე ბა ში გრძელდება და ხშირად სამუ დამოდ რჩება. ჩემი და რესპოდენტის აზრები გავაერთიანე და ვფიქ რობ, კულინარიულ ჭეშმარიტებას მივაგენი, რომე ლიც, რა თქმა უნდა, ხელოვანმა და რაც ყველა ზე მნი შვნე ლო ვანია, რეჟი სორ მა დამანახა. არ შემოიფარ გლა მხო ლოდ კონკრე ტუ ლი მომენტით, საჭმლის მომზა დე ბასთან მიმართე ბაში, არამედ მთლიანი გაშლი ლი და დეტალური სურათი დამა ნახა. სცე ნარს და ყველა ისტო რიას, თუ ეპიზოდს ხატოვნად და მრავალ ფეროვნად მაგა ლი თებითა და ციტატებით ჰყვე ბო და. მოკლედ, რეზიკო გიგინეიშვილთან საუბარმა თავისი შედეგი გა მოი ღო და Food Loverიც ისეთი გამოვიდა, როგორიც არასდროს .
რეზიკო გიგინეიშვილი, 35 წლის წარმატებუ ლი კინო რეჟი სორია. წლებია მოსკოვში ცხოვ რობს და პროფესიულ საქ მიანობასაც იქ ეწევა. კინოკომპანია „ნებოს“ დამფუძნე ბელი და რამდენიმე წარმატებული კინო პრო ექტის ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აქ არ ცხოვრობს, როდესაც ჩამო დის მგონია, რომ არასდროს წასულა. მასთან პირველად ვისაუბრე მსგავს თემებ ზე. მისი ყველა წინადადება ქართულის და საქართველოს განსაკუთ რებუ ლობის აღნი შვნით და მტკიცებით სრულ დებოდა. ყვე ლაფერი ქართული სადა და განსა კუთრე ბულია, რაც მისთვის მისაბაძი და უმნიშვნელო ვანესია. რეზიკოს ძველ ფილმებშიც კარგად ჩანს მისი დამოკი დებულება საქართველოს მიმართ. საუბარს კული ნარიის დეფინიციით იწყებს და ძალიან თავდაჯერებული მეუბ ნება, რომ კულინარია ხელოვნებაა.
დედა:
რ: „დედაჩემი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. ის განათლე ბით მუსიკოსი იყო, მაგრამ პროფესიულ დონეზე კიდევ ბევრი სხვა რამ ეხერხებოდა. მას განსაკუთრებული ვოკალუ რი მო ნაცემები ჰქონდა, უკრავდა რამდენიმე მუსიკა ლურ ინსტ რუ მენტზე. გარდა ამისა, ფლობდა სხვა საოჯახო ინსტრუ მენტ სა და ხელსაწყოს, რაც სახლისთვის სასარგებლო იყო. არაჩვეულებრივად კერავდა, წერდა, ჰქონდა ულევი ფან ტაზია, რაც განსაკუთრებით მის ერთერთ გატაცებაში, კულინარიაში გამომჟღავნდა. მისთვის საკვები არ იყო მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმა ყოფილების საშუალება. ეს იყო შემოქმედებისა და კრეატიულობის ზეიმი. დღეს, როცა ინტერნეტი და მოგზაუ რო ბის საშუალება გაჩნდა, ბევრად ადვილი, სანა ხაობ რივი და ხელმისა წვდომი გახდა ყველაფერი. ახლა უფრო მარტივია, გაეც ნო მსოფლიო კულინარიის გამოცდილებას, ნახო სხვადასხვაგვარი კერძი, მიაგნო ახალ რეცეპტებს, გემოთა უცხო შეხამებას, განსხვავებულ კულინარიულ დიზაინს. როცა ეს ყველაფერი არ იყო, დედა ორიგინალურ ხერხებს თავად იგონებდა, მისი გაკეთებული კერძები იყო მისი ნიჭისა და ფანტაზიის ნაყოფი. როგორც სახვითი ხელოვნების ნიმუში, ისე აფორმებდა ამ ყველაფერს. მას საკუთარი ხელწერა ჰქონდა. 90იანებში გახდა პოპულარული, ეგრეთ წოდებულ „ტარტალეტკებში“ ფხლის ჩადება. სიტყვა „კანაპეც“ მაშინ გავი გეთ. დედამ 70იან წლებში დაიწყო ფხლის და მჭადის ესე სერვირება. ერთხელ, თამუნას, ჩემს დას, სახლ ში ჰქონდა წვეულება. დედამ გრეიპფრუტი გაჭრა შუაში, ამოი ღო შიგთავსი (გული) შიგნით ჩადო ხიზილალა და ზემოდან დიდი წითელი კიბორჩხალა მიასვა. ძალიან ეფექტური იყო.“
ქართული სუფრა
– ქართული სუფრის სისადავეზე და სინამდვილეზე რეზიკომ დიდი აღფრთოვანებით ისაუბრა. თქვა, როგორ და რატომ არ უყვარს ქართულ სუფრაზე ღრეობა და, როგო რი დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ავთენტურობის შენარ ჩუნებას და რომ სწორედ მასშია ქართული სუფრის, კერძებისა და ღვი ნის მთავარი ხიბლი.
– რეზიკოს აზრით ქართული სუფრა მასზე საჭმელების რაოდენობით კი არა, სინამდვილით და სისადავით არის განსა კუთრებული.
რ: „სახლში, ტრადიციულად, სულ ვიკრიბებოდით მაგიდის გარ შემო. ჩემთვის კვება არის ერთგვარი რიტუალი, რომელსაც სხვებთან ერთად უნდა ვეზიარო რა თქმა უნდა, შეიძ ლება სახლში უცებ ძეხვი დავიტაცო, ან ზეთის ხილი და ღვინო დავლიო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ტრაპეზას, მარტო არ უნდა ვიყო.
სახლში გაშლილი სუფრა მის ავტორზე გვიამბობს. იმისათვის, რომ დიასახლისმა თავი მოიწონოს სიუხვითა და გადაპრანჭულობით, ზოგჯერ სუფრაზე ისეთი რაღაცები ალაგია შეუსაბამო, ეს მხოლოდ მასპინძლის ამპარტავნებას გამოხატავს.
ამ დროს წახვალ სადმე სოფელში და ისე მოგართმევენ იმას, რაც აქვთ ‒ უცებ წიწილას შებრაწავენ, პომიდორს დაჭ რიან; ვიზუალურად რომ შეხედო, ესეც ხომ ხელოვნებაა, მოგინდება ფოტო გადაუღო. ეს არის ბუნებრივი და ის, რაც ნამდვილი და ნაღდია, ამაში არის ესთეტიკა.
ძალიან მომწონს კერძების „სულიერება“ ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, ის რომ, საქართველოში კერძები „თვითონ მოძრაობენ“: ქაბაბი მოვიდა, ხინკალი მოვიდა! მომწონს, თითქოს საჭმელი გასულიერებულია, პერსონაა, რომელიც უნდა მიიღო და დახვდე განსაკუთრებულად.“
– რა თქმა უნდა, კერძის მომზადებაზეც ვისაუბრეთ. რეზიკო სწორედ იმ ფორმით და აზრით ამზადებს საჭმელს, რომელიც მის დამოკიდებულებას ყველაზე კარგად შეეფერება.
რ: „მე თვითონ ვაკეთებ საჭმელს. დედაჩემი კარგად ამზადებ და, მამაჩემიც. როცა საჭმელს ვაკეთებ, ვწყნარდები. „მძევ ლების“ გადაღება 18 საათს გრძელდებოდა, მერე ისეთი დაღლილი იყო ყველა და მეც, რასაკვირველია. 250 300 კაცის მართვა გადასაღებ მოედანზე ადვილი არ არის. გადაღების შემდეგ მე და მსახიობები არ ვიშლებოდით, ვიკ რიბებოდით ჩემს დასთან და კიდევ მქონდა იმის ენერგია, რომ მათთვის რამე მომემზადებინა; ვუკეთებდი პასტას, რამეს ვიგონებდი. იმიტომ, რომ მე ეს მამშვიდებს. ასეთი დატვირთული დღის მერე არ მეძინებოდა, ამ ენერგიას საჭმ ლის მომზადებაში ვხარჯავდი, არტისტები კი ისე იღ ლებოდნენ, ზოგჯერ ჭამის დროს ეძინებოდათ. ძალიან უკ ვირდათ, მე, როგორ შემეძლო ისევ ფეხზე დგომა. როცა კინოს იღებ, სხვა მექანიკაა ჩართული, ტვინის სხვა ზონებია დაკავებული.
ბავშობაში, ჩვენ სოფელში, ცხოვრობდა დურგალი, ძალიან მიყვარდა ამ კაცთან მისვლა. ხან კუბოს ვაშალაშინებდი, ხან ფანჯარას. ესეც სხვა მექანიკაა, როდესაც ხელით აკეთებ რამეს. განსხვავებულ საქმეზე გადართვა გარკვეულწილად დასვენებაა. საჭმლის მომზადება სწორედ ასეთი განტვირთვაა ჩემთვის… იმპროვიზაცია გარდაუვალია, როგორც კინოში, ასევე კულინარიაშიც.“
– ჩემი საყვარელი კითხვა, რა როლი უჭირავს იმპროვიზაციას კულინარიაში, არც კი დამისვამს, რეზიკომ თვითონ დაიწყო ამაზე საუბარი.
რ: „როცა საჭმელს ვაკეთებ, წინასწარ არასდროს არ ვიცი რა გამომივა. მიადვილდება მენიუს შეკვეთა რესტორანში; როდესაც ვკითხულობ თითოეული კერძის აღწერას, ზუსტად ვიცი, კონკრეტული კერძი გემრიელი იქნება თუ არა. სახლში მაქვს განსხავავებული ინგრედიენტები ‒ სუნელები. ხშირად ჩემთვის საჭმლის მომზადება ექსპერიმენტია. რაღაც ახლის შექმნა მნიშვნელოვანია, არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ მთავარი ჩემთვის ეს არ არის, მთავარი პროცესია. ხშირად ამ ექსპერიმენტებში საბოლოოდ კარგ შედეგს იღებ. გემოვნება მნიშვნელოვანია, როგორც ჩაცმაში ან თუნდაც, ინტერიერის მოწყობაში. გემოვნება თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა.“
ბაზარი
რ: „ძალიან მიყვარს ბაზარში სიარული. მოსკოვში დიდი ბაზარია, ვიცი, ზუსტად რომელ პროდუქტზე რა ეროვნების ხალხს უნდა მივმართო. მაგალითად, ხორცი მხოლოდ დაღესტნელებისგან უნდა იყიდო, ბრინჯი და სუნელები ‒ უზბეკებისგან, თევზი აზაერბაიჯანლებისგან… ქართველებისგან ‒ პომიდორი, მწვანილი, მეგრული სულგუნი. რუსებისგან ‒ რძის პროდუქტები და წიწილები. წინა დღეს თუ წვიმა იყო, ახალ სოკოს იყიდი…
დიდი ამბები ხდება. იცი რა არის საინტერესო?!
როგორც მსახიობებს გადასაღებ მოედანზე, ასევე ეწყობი ყველა ამ გამყიდველს, ყველასთან განსაკუთრებული მიდგომა უნდა შეძლო, მიესალმო, ინდივიდუალური ინტონაციით ესაუბრო. სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო, ასეა აქაც. აქ, ამ სივრცეში ურთიერთობის სპეციალური მანერაა დამკვიდრებული და თუ გსურს მოშინაურდე და მათი გულები მოიგო, მათ ალღო უნდა აუღო. მაგალითად, ფული არ გენანება, მაგრამ მაინც ევაჭრები, რადგან ეს ამ რიტუალის აზარტული ნაწილია.“
„პატარა“ და „დიდი“ ჩემი ქართული ორი რესტორანი
რ: „ჩემთან მოვიდნენ ჩემი პარტნიორები და მითხრეს, რომ წინა თაობებში იყვნენ ადამიანები, ვინც საქართველოსთან იყვნენ ასოცირებულიო. ჩემს თაობას კი საქართველოს განწყობას მეც ვუქმნი. თავხედურად კი არ ვაბობ, უბრალოდ მე მათთვის ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ!
როდესაც დგება საკითხი საქართველოში სად წავიდეთ, სად ვჭამოთ, რა ვნახოთ, მე უკვე შედგენილი მაქვს ტური. ბევრი სტუმარი ჩამოდის ჩემთან. დაგროვდა გამოცდილება და საქართველოში თუ გინდა კარგად დასვენება და გართობა უნდა მიმართო ბატონ რევაზს (იცინის). აქედან დაიბადა იდეა! ხომ არ გავაკეთოთ პატარა საქართველოს ფილიალები მოსკოვში?! კარგი, ერთხელ წახვალ გაფრინდები, მაგრამ ყოველდღე ხომ არ იფრენ თბილისში?! ჰოდა გამოსავალიც ვიპოვნეთ.
მოსკოვში უამრავი ქართული რესტორანია, ყველა ფეხის ნაბიჯზე სახინკლეა, რომლებიც ყველა ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა სხვა მოდელზე აგებული რესტორანი, რომელიც არ იქნებოდა ისეთი უშველებელი მენიუთი, სადაც საერთოდ ყველაფერია.
თბილისში ვიპოვნეთ ძალიან ნიჭიერი შეფი ილია ბენაშვილი, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის შეფ-მზარეულია. მივხვდი, რომ მისი კერძები ქართული კულინარიის დიდ ტრადიციებზე იდგა, და იმასაც მივხვდი, რომ მას რაღაც ახლის შექმნა შეეძლო. მაგალითად, ხომ გიყვარს ელდარ შენგელაია, ოთარ იოსელიანი, მაგრამ დღეს კინოს ასე ხომ არ გადაიღებ?! გიყვარს, მაგრამ უნდა გადაამუშავო და რაღაც შენი შემატო. ილიას შევხვდი, დაველაპარაკე, დავრწმუნდი რომ ძალიან ნიჭიერია! წამოვიდა მოსკოვში და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, რომელსაც გასტრონომიულ დისნეილენდს ეძახიან, გავხსენით რესტორანი „პატარა“.
რესტორანი მართლა პატარაა და ამიტომ დავარქვით ასე, შევეცადეთ ყოფილიყო ძალიან თანამედროვე. დაახლოებით ისეთია, როგორიც მაგალითად, იტალიური რესტორანი ნიუ იორკში, რომელიც იტალიურია, მაგრამ თან ამავდროულად Cool და ძალიან განსხვავებული. მგონი გამოგვივიდა, ხანდახან მე თვითონაც ვერ ვპოულობ ადგილს „პატარაში“, სულ ბევრი ხალხია და ყველა ძალიან კმაყოფილი მიდის ჩვენგან.
ეს არ არის კლასიკური ქართული რესტორანი ქართული ელემენტებით, მაგალითად, ფარდაგით კედელზე ან ფაფახიანი შვეიცარით. აქ უფრო თავისუფალი გარემოა. არ არის ხმამაღალი მუსიკა, არც მიკროფონები და არც მომღერლები არ არიან… ჩემი მეგობრები რომ ჩამოდიან, მაგალითად, შვიდკაცა იყო ჩამოსული და იმღერეს. უცებ, ყველა მაგიდიდან სტუმრები ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ.
ხალხს ძალიან მოსწონს, იმიტომ რომ ეს ნამდვილია!
ძალიან პოპულარული გახდა, სწორი ადგილია, სწორი ატმოსფერო და საჭმელიც ძალიან საინტერესო!
შემდეგ მივხვდით რომ, „პატარა“ პატარაა და ყველას უნდა დაბადების დღის გადახდა, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა, ამიტომ იქვე გავხსენით ახალი რესტორანი „დიდი“. დიდსაც ქართველი შეფი ნიკა ხელმძღვანელობს.“
– რეზიკო მათ ახალი ფორმაციის ქართველებს უწოდებს, ძალიან მოსწონს და უადვილდება მათთან მუშაობა. იგი აქტიურად არის ჩართული მენიუს ფორმირებაში, სინჯავს ყველაფერს. შეფ-მზარეულები მასთან ერთად, გათანამედროვებულ და უფრო მსუბუქ ქართულ საჭმელს ქმნიან, რომელიც არაქართველი სტუმრებისთვის უფრო მარტივად მისაღებია.
რ: „ეს რესტორანი ჩემთვის არ არის მხოლოდ ფინანსურ მხარეზე ორიენტირებული. ეს არის, პირველ რიგში, ხელოვნების სხვა დარგი, სადაც შემიძლია დავისვენო. ასევე ძალიან კარგი სივრცეა ახალი ადამიანების გასაცნობად და ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
ყველაზე ნიშვნელოვანი კი ჩემთვის პატრიოტიზმის განცდაა. გინდა წარმოაჩინო შენი ქვეყანა. არ აქვს მნიშვნელობა რუსი იქნება, თუ უცხოელი, მათ შეიძლება პირველად გაიგონ შენს ქვეყანაზე, გინდა, რომ დაანახო ის, რაც არის მნიშვნელოვანი. ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. სპეციალურად წავიღეთ კახური ზეთი. სვანური მარილი; ჭვიშტარს სხვა ფორმით ვაკეთებთ, ბურთულების ფორმა აქვს. ბიჭებიც წავიყვანეთ ბაზარში, ნახეს ახალი პროდუქტები და ახალი იდეები დაიბადა.
ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან, რადგან შეუძლიათ სხვისი აზრის მოსმენა, მიღება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ გააუბჯობესონ და უფრო საინტრესო კერძები მოამზადონ. დარგს მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს კულინარია თუ კინო. სწორედ სხვისი აზრის მიღების, გააზრების და გადამუშავების უნარი არის პროფესიონალიზმისთვის ერთ- ერთი აუცილებელი თვისება.“
ჯანსაღი კვება
– 7 წელი ჟანსაღი კვების წესს მისდევდა, ნახევარი წელი მარხულობდა და სპორტულ ცხოვრებასაც მიჰყვებოდა. თუმცა, მისმა პროფესიამ კალაპოტიდან ამოაგდო და ახლა ამბობს, რომ რასაც უნდა და როცა უნდა მაშინ მიირთმევს, სიგარეტის მოწევაც კი დაიწყო. მაგრამ მიზეზი ამ ყველაფრის, მისი ყოველდღიური საქმიანობა და ის გიჟური რეჟიმია, რომელშიც რეჟისორი ცხოვრობს.
რ: „ეს ბავშვები, რომლებიც კინოში თამაშობდნენ, ასე ცხოვრობდნენ და მე რომ გადმომეყვანა ჩემს რეჟიმზე და ჯანსაღ ცხოვრებაზე, ისინი საკუთარ თავს დაკარგავდნენ. უკეთესი იყო მე გადავსულიყავი მათ რეჟიმზე. (იცინის) მაგალითად, კინოს რომ ვიღებდით, ძალიან უნდოდათ გადაღების შემდეგ სადმე გასართობად წასულიყვნენ, ეს უხდებოდა მათ მდგომარეობას კინოში. იმიტომ რომ ნიჭის გარდა, ნაბახუსევზე, დაღლილი სახის ფიზიონომია ეხმარებოდა მათ მდგომარეობას თვითმფრინავში. მეც მიწევდა მათთან ერთად ჯერ 6 საათამდე ყოფნა და გადაღებაზე უკვე 7 საათზე მისვლა. მართალი რომ გითხრა, ამის ენერგია არ მქონდა, მაგრამ შემდგომ ისინი გიბრუნებენ ამ ემოციას და ენერგიას.
როდესაც ხედავ, რომ კადრში რაღაც გამოდის, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ამიტომ ეს იყო ენერგეტიკული პინგ-პონგი, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო.“
– ჩვენი საუბარი მხოლოდ კულინარიით არ შემოიფარგლა და ასე ბუნებრივად „მძევლებით“ გაგრძელდა. ვისაუბრეთ კინოზე, რომლის გადასაღებადაც რეზო 7 წელი ემზადებოდა.
– პრემიერამდე რადენიმე დღით ადრე რეზომ ძალიან მასშტაბურ სათუთ და მისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნიშვნელოვან პროექტზეც ისაუბრა.
„მძევლები“
რ: „ჩემს კინოკარიერაში სულ ასე ხდებოდა, ის ფილმები, რომლებსაც ვიღებდი, ბედისწერის ამბავი იყო ან შემთხვევით გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფილმები არ მიყვარს, არ ვაფასებ. ამ ფილმებით ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ „მძევლები“ იყო ჩემთვის პირველი ფილმი, რაც მე ჩავიფიქრე არანაირი გარე ფაქტორები არ განაპირობებდა ჩემი იდეის ფორმირებას.
ვყოყმანობდი და ვხვდებოდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის ამ თემას; ვნერვიულობდი, რომ კინო არ გამოსულიყო ხელოვნური და ყალბი; ამ ყველაფრის რეალიზებას სჭირდებოდა დიდი ნებისყოფა, განმარტოება და ყოველდღე პატარ-პატარა ნაბიჯებით მიზნისკენ სვლა. ჯერ სცენარი უნდა დაწერო, მასალები შეისწავლო, მსახიობები იპოვო და ყველაფერი ის, რაც თან სდევს კინოს გადაღების პროცესს. მთავარი, რაც ამ პროექტიდან შევიძინე ‒ ამ 7 წლის განვლილი გზაზე, მივხვდი, რომ ადამიანები არ იყოფიან შავად და თეთრად. ვისაც არ ველაპარაკე ამ ტრაგედიის გარშემო, ყველას თავის სიმართლე აქვს, რომელიც არის აბსოლუტურად არგუმენტირებული.
მეშინოდა იმიტომ, რომ იყო ორი აზრი ‒ ან გმირები არიან, ან ტერორისტები.
ჩეხოვი ამბობს ძალიან საინტერესოდ, ‒ „ადამიანს რომ შეეკითხო ღმერთი არის თუ არ არის, გიპასუხებს ან არის ან არა, მაგრამ ამ ორ უკიდურებას შორის, დიდი მდელოა, რომელიც არის კვლევების, შეკითხვების და შენი პირადი განცდის ძალიან დიდი გზა, რომელიც გასავლელია იმისთვის, რომ რამეზე ჩამოყალიბდე.“
ჩემთვის ეს გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პასუხი, რეზულტატი.
იარლიყის მირტყმა, არიან თუ არ არიან გმირები ან ტერორისტები, ადვილია. ძალიან ტრაგიკული ბედი აქვს ყველა ადამიანს, ვინც ამ თემასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც დაერქვა ამ ფილმს მძევლები, ყველა მძევალია.
გმირს ვერ დაარქმევ ადამიანს! ამხელა ტრაგედიაში გმირი არ შეიძლება იყოს! ყველამ წააგო ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, პირველ რიგში, ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება სათუთად მივდგომდი ყველა იმ ადამიანის განცდას. გაგვეგო და დაგვენახა თუ როგორი იყო ამ ამბის სერიოზული ანალიზი, ან თუნდაც როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახები 1983 წელს, საბჭოთა სახელმწიფოს ბოლო პერიოდში. ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა.
კითხვა ასე რომ დაგვესვა: კარგი ხალხი არიან თუ ცუდი?! ასეთ მიდგომაში ხელოვნება დაიკარგებოდა. ჩვენი მთავარი მიზანი, ხელოვნების უფრო მნიშვნელოვანი მისია არის ის, რომ კითხვები უფრო გავამძაფროთ და კიდევ უფრო ფოკუსირებული გავხადოთ.“
ნ.- ძალიან საინტერესო საუბარი ასევე, საინტერესოდ დასრულდა. რეზიკომ კულინარიაზე თავისი ფასეულობები გაგვიზიარა, მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლა…
„ინტერვიუს ბოლოს, ტრადიციულად, გემრიელი კერძის რეცეპტს ვერა, მაგრამ კარგ რეკომენდაციას მოგცემთ.
მოსკოვში თუ მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ რესტორნებს „დიდს“ და „პატარას“ და საზღვრის გადაკვეთის გარეშე კი შეგიძლიათ, დღესვე კინოში წახვიდეთ და რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ ნახოთ!“
ფოტო : ანა ბოკო