Business Lunch

_MG_0851

თაკო ანანიაშვილი – მრავალფუნქციური კომპლექსის "King David"-ის კრეატიული დირექტორი

მოგვიყევით თქვენს შესახებ…

დავიბადე საქართველოში, სკოლის პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ვცხოვრობდი –შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი, სტუდენტობა კი – მოსკოვში გავატარე. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი დავამთავრე და რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ვმუშაობდი. ერთი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი, მრავალფუნქციური კომპლექსის "King David" კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ვმუშაობ. მყავს შვილი – ნიკა.

მოგვიყევით მრავალფუნქციური კომპლექსის "King David" შესახებ? რას მოიცავს კომპლექსი?

ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტში ვარ ჩართული და ვთვლი, რომ ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში. პროექტი იმდენად მაშტაბური, ინოვაციურია, რომ ყველაფერს ითვალისწინებს, მაცხოვრებელთა მაქსიმალური სიამოვნებისა და აქ გატარებული თითეული წამით კმაყოფილებისთვის. "King David"-ში ცხოვრება მობინადრეთა კომფორტზე იქნება აგებული.

მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც თამარ მეფის ხიდთან შენდება, უკვე დიდ ინტერესს იწვევს ქალაქში. გარდა იმისა, რომ არქიტექტურულად შენობა განსხვავებული და ვფიქრობ ძალიან ლამაზია, ვთვლი რომ ასეთი ტიპის კომპლექსი საქართველოში ჯერ არ აშენებულა.

მაღალი კოშკი საცხოვრებელია, დაბალი კი A კლასის ბიზნეს ცენტრი. ეს არის სასტუმროს ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსი. პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინფრასტრუქტურას. კონცეფციაზე მუშაობისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა ის პირობა, რომელიც თბილისში ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. კომპლექსში კომფორტულ ცხოვრებას გარდა მრავალი სერვისისა, განაპირობებს როგორც აუზი, სპა და ფიტნეს ცენტრი, ასევე რამდენიმე რესტორანი, კერძო ღვინის მარანი, ტერასაზე გაშენებული მარადმწვანე ბაღი, სადაც განთავსებული იქნება ჯანსაღი კვების კაფე. ვთვლი რომ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა არც თუ ისე მარტივია, ამიტომაც შევეცადეთ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის ყველა პირობა შეგვექმნა. პროექტი მთელს ქალაქს გადაჰყურებს და მთავარი უპირატესობა სწორედ ქალაქის პანორამული ხედებია. არცერთი სტუმარი, ქართველიც კი, მშენებლობას ფოტოს გადაღების გარეშე ვერ ტოვებს.

რომელი ქვეყნის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?

ძალიან მიყვარს ქართული, ასევე იტალიური და ჩინური სამზარეულო.

რომელი კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

პასტა და ქათმის ხორცით მომზადებული კერძები.

რამდენად ხშირად გიწევთ „ბიზნეს ლანჩზე“ წასვლა?

სამსახურეობრივი გრაფიკიდან გამომდინარე “ბიზნეს ლანჩზე” წასვლას ხშირად ვერ ვახერხებ, ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს.

თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს იდეალური „ბიზნეს ლანჩი“?

იდეალური „ბიზნეს ლანჩის“ მენიუში ვფიქრობ უნდა იყოს წვნიანი, ცხელი კერძი ან სალათა.

_MG_0859

სახლში თუ აზმადებთ?

სახლში, ჩემი შვილისთვის ხშირად ვამზადებ, ის 12 წლის არის და საკმაოდ პრეტენზიული გემოვნება აქვს, ჩემი მომზადებული კერძები კი გამორჩეულად უყვარს.

სტუმრების მიღება თუ გიყვართ? მათთვის კერძებს თავად ამზადებთ?

სტუმრების მიღება ჩვენი ოჯახისთვის ერთგვარი ტრადიციაა. ბავშვობიდან მახსოვს სახლში ყოველდღიური სტუმრიანობა. ჩემთვის, ეს დღესაც დიდი სიამოვნებაა.

როდის დაინტერესდით კულინარიით?

კულინარიის მიმართ ინტერესი 15 წლის ასაკში გამიჩნდა. მამაჩემს რამდენიმე ქართული რესტორანი აქვს რუსეთში. შესაბამისად, რესტორნის სამზარეულში ტრიალის საშუალება ხშირად მქონდა. მახსოვს, თუ როგორი ინტერესით ვაკვირდებოდი შეფმზარეულებს, რომლებიც სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ. 17 წლის ასაკში, მარტო ვცხოვრობდი ლონდონში, სწორედ მაშინ მოვამზადე დამოუკიდებლად პირველი კერძი – სპაგეტი პესტოს სოუსით.

თქვენს მიერ მომზადებული რომელი კერძი მოსწონთ ყველაზე მეტად?

ალბათ ფახიტასი, ზუსტად ვერ გეტყვით… როცა კერძს ვამზადებ, ამას გულით ვაკეთებ, ამიტომ იმედი მაქვს რომ ყველა კერძი მოსწონთ.

თუ ინტერესდებით ახალი რეცეპტების მოძიებით?

მართალი გითხრათ, რეცეპტების მოძიებას არ ვიწყებ. თუ მომეწონა კერძი, ვცდილობ ის ჩემი ინტერპრეტაციით მოვამზადო.

წიწილა მაყვლის წვენში

_MG_0812

ინგრედიენტები:
• წიწილა – 1 ც.
• მაყვალი – 1 კგ.
• უცხო სუნელი – 4 გრ.
• ხმელი ქინძი – 30 გრ.
• წითელი წიწაკა – 2 გრ.
• ნიორი – 20 გრ.
• მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
წიწილა შეწვით ღუმელში, ½ ჩ.ჭ. მაყვალი მოხარშეთ და გახეხეთ ციტაზე, დაუმატეთ სანელებლები, გამზადებულ მაყვლის წვენში ჩააწყვეთ დაჭრილი წიწილის ნაჭრები

ქათმის ფხალი

_MG_0802

ინგრედიენტები:
• ქათამი – 1 ც.
• სალათის ფოთოლი – 200 გრ.
• ქინძი – 30 გრ.
• ოხრახუში – 5 გრ.
• კამა – 10 გრ.
• ნიახური – 2 გრ.
• მწვანე ხახვი – 50 გრ.
• ხმელი ქინძი – 5 გრ.
• უცხო სუნელი – 3 გრ.
• მწარე წიწაკა – 2 გრ.
• ძმარი – 40 მლ.
• მარილი – 2 გრ.
• ნიგოზი – 250 გრ.
• ნიორი – 50 გრ.
• ბროწეული – 20 გრ.

მომზადების წესი: მოხარშული ქათამი, გაათავისუფლეთ ძვლებისგან და აძენძეთ, დაჭრილი მწვანილი შეურიეთ და მოაყარეთ გარჩეული ბროწეული.

საზაფხულო აჯაფსანდალი

_MG_0800

ინგრედიენტები:
• ბადრიჯანი – 1 კგ.
• ბულგარული წითელი – ½ კგ.
• მწვანე წიწაკა – 2 ც.
• პომიდორი – 1 კგ.
• რეჰანი – 10 გრ.
• ქინძი – 10 გრ.
• ოხრახუში – 5 გრ.
• ნიახური – 2 გრ.
• მწვანე ხახვი – 60 გრ.
• ნიორი – 50 გრ.

მომზადების წესი: ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა შეწვით 200 გრადუს ტემპერატურამდე გახურებულ ღუმელში. შემწვარ ბოსტნეულს გააცალეთ კანი და დაჭერით გრძელ ნაჭრებად, დაუმატეთ მწვანილი, გახეხილი პომიდორი, ნიორი, მარილი გემოვნებით და ეს ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ.

_MG_0849

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com