სადილი 20 GEL

რ ა ვ ი ო ლ ი

_MG_8462

ინგრედიენტები:
• წყალი – 170 გრ.
• ფქვილი – 800 გრ.
• 8 კვერცხის გული

ცომის მომზადების წესი:
ავურიოთ წყალი და კვერცხის გული, დავუმატოთ ფქვილი, მასა დაქუცმაცდება. ამის შემდეგ ამოვიღოთ ცომი და გადავახვიოთ ცელოფნის პარკში, დავასვენოთ ცომი. მოვზილოთ ცომი, კიდევ ცოტა დავასვენოთ და ხელმეორედ მოვზილოთ. გავაბრტყელოთ და დავჭრათ კუბებად, კუბებში მოვათავსოთ შიგთავსი. ამ რაოდენობა ცომისგან უნდა მივიღოთ 16 ცალი რავიოლი.

Culinart_N12_PRINT

_MG_8387

_MG_8376

_MG_8392

_MG_8396

შიგთავსი

ინგრედიენტები:
• მშრალი ხაჭო – 400 გრ.
• ნაღები – 250 გრ.
• ყველი „პარმეზანი“ – 250 გრ.
• ლიმონის ცედრა – 2 ცალიცომის

მომზადების წესი:

400 გრ. ხაჭო და 125 გრ. ყველი „პარმეზანი“ ავურიოთ ერთმანეთში, დავახეხოთ ერთი ლიმონის ცედრა. მარილი გემოვნებით. დავალაგოთ ხაჭოს ბურთულები გაბრტყელებულ ცომზე, აუცილებლად წავუსვათ წყალი შეწეპების ადგილებზე. დავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი ზემოდან. დავაჭიროთ ხელით გაჭრის ადგილებში და შემდეგ გავჭრათ, რომ დავრწმუნდებით ცომის ორი ნაწილი კარგად არის ერთმანეთზე მიწებებული, ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი და ოდნავ ზეითუნის ზეთი. წყალი რომ ადუღდება ჩავყაროთ მზა რავიოლი წყალში და ვხარშოთ 5-7 წუთი მაქსიმუმ.

სანამ რავიოლი იხარშება მოვამზადოთ სოუსი.

სოუსი

მომზადების წესი:ქვაბში ჩავასხათ ნაღები, დავახეხოთ ლიმონის ცედრა (ცოტა დავიტოვოთ გასაფორმებლად) პიტნის 2 ფოთოლი და დარჩენილი პარმეზანის ნახევარი და დავდგათ ცეცხლზე. როგორც კი ოდნავ დუღილს დაიწყებს სოუსი მზად არის. არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

რავიოლი გადმოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ ზემოდან სოუსი და დავახეხოთ თანაბრად დარჩენილი პარმეზანი და ლიმონის ცედრა.

გემრიელად მიირთვით!

_MG_8487

ფოტო: LIG STUDIO

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com