შემწვარი ღორის ფეხი კომშითა და ვაშლით

5_issue_culinart1

ინგრედიენტები:

მარინადისთვის:
ფორთოხალი – 3 ც.
ნიორი – 1 თავი
შაქარი – 200 გრ
მარილი – 400 გრ
მუსკატის კაკალი
დაფნის ფოთოლი – 5 ც.
მიხაკის ყვავილი – 4 ც.
ბახარი – 10-15 მარცვალი
შავი წიწაკა

მდოგვის დრესინგი:
ზეთი – 100 გრ
წითელი დაღერღილი წიწაკა – 1 ჩ.კ.
მარცვლოვანი მდოგვი – 3 ს.კ.
თაფლი – 3 ს.კ.
ზღვის მარილი

ღორის ბარკალისთვის:
ღორის ბარკალი – 1 ც (საშუალოდ 3-4 კგ)
კომში – 1 კგ
ვაშლი – 1 კგ

მომზადების წესი:
ღორის ბარკალი გავასუფთავოთ, ჩავდოთ მარინადში და გავაჩეროთ 24 საათი. მარინადისთვის: 5 ლიტრ წყალში გავხსნათ მარილი, დავუმატოთ შაქარი, სუნელები, ფორთოხალი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მდოგვის სოუსი: მდოგვი, თაფლი, წიწაკა, მარილი და ზეთი ერთმანეთში აურიეთ. ბარკალი შეწვის წინ ამოვიღოთ მარინადიდან კარგად გავამშრალოთ, დასერილ ნაწილებში ჩავტენოთ ნივრები და დავსეროთ კანი კუბიკებად. მოვასხათ მდოგვის დრესინგი და გამოვაცხოდ 180- გრადუსზე 3 საათის განმავლობაში. ერთი საათის შემდგომ გამოვიღოთ ბარკალი ღუმელიდან ისევ წავუსვათ მდოგვის დრესინგი, მოვუწყოთ კომში და გამოვაცხოთ დარჩენილი დრო, 15 წუთით ადრე გამოვიღოთ კვლავ წავუსვათ მდოგვის დრესინგი და დავუმატოთ ვაშლი. სუფრაზე გატანის წინ გადმოვიღოთ დიდ თეფშზე, მოვუწყოთ გამომცხვარი კომში და ვაშლი და მოვასხათ თავისივე წვენი.

By: თეკუნა გაჩეჩილაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com