აზიური კერძი – ქათამი “ტერიაკი”

5_issue_culinart101

ინგრედიენტები:
• ქათმის ხორცი ან ქათმის ფილე – 1კგ.
• სოიოს სოუსი (მარილიანი) – 130 მლ.
• ვაშლის ძმარი – 4 ს.კ.
• შავი პილპილი (დაფქული) – 1 ჩ.კ.
• ყავისფერი შაქარი – 150 გრ.
• სახამებელი – 2 ჩ.კ.
• ნიორი – 4 კბილი
• ჯინჯერი – 8-10 სმ
• ბრინჯი – 1 ჭიქა

მომზადების წესი:
მოზრდილ ქვაბში აურიეთ – შაქარი, სოიოს სოუსი, ვაშლის ძმარი, შავი პილპილი, გახეხილი ჯინჯერი და ნიორი; 50 მლ ცივ წყალში გახსენით სახამებელი და ჩაასხით მასაში, შემდეგ დადგით გაზქურაზე და ურიეთ ადუღებამდე, სანამ არ გასქელდება. აიღეთ „ჟარონა“, ფუნჯით წაუსვით ზეთი, დაალაგეთ მასზე დაჭრილი ქათამი და დაასხით მომზადებული სოუსი ისე, რომ სოუსი თანაბრად გადანაწილდეს ხორცზე. მოათავსეთ კერძი წინასწარ 220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი. ყოველ 5-7 წუთში ქათამი სოუსში კარგად აურიეთ, რომ გაუჯდეს.
პარალელურად მოხარშეთ ბრინჯი. ყველაზე მეტად ამ კერძს გრძელი, ინდური ბრინჯი „ბასმატი“ მოუხდება.
200 გრ ბრინჯი ჩაყარეთ 1/2 ლ ადუღებულ წყალში. 10 წუთის ხარშვის შემდეგ ბრინჯი გაწურეთ საწურზე, დაუმატეთ მარილი – გემოვნებით და ბრინჯიც მზად არის.

By: ანო ჭელიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com