ასოციაციობანა

9_Issue_CulinArt35

გიორგი ცაგარელი / ალტისტი

ხასიათიდან გამომდინარე თვლის, რომ წესით, კულინარიით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ასე არ არის. გიორგი, სხვის მომზადებულ, გემრიელ კერძებს ანიჭებს უპირატესობას. უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები, არ ერიდება უცხო კერძების დაგემოვნებას და განსხვავებული კულინარიული კულტურის გაცნობას. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, ადგილობრივი კულინარიით მუდამ ინტერესდება. სტუდენტობის პერიოდში, კერძების მომზადების მცდელობებიც ჰქონდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებული ნიჭი არ აღმოაჩნდა. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში, მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი იყო, უცხოელი მეგობრებისთვის გაცნობა-დაგემოვნების მიზნით, ნაციონალურ კერძებს
სწორედ ის ამზადებდა, გიორგი კი, მისი თქმით, დამხმარის ფუნქციას ითავსებდა.
ამზადებდნენ ფენოვან ხაჭაპურს, რომელსაც ზემოდან საქართველოს დროშას ახატავდნენ ტომატით, ერთხელ ხინკლის მომზადებაც კი სცადეს.
კერძებიდან, ყველაზე მეტად, შემწვარი კარტოფილი უყვარს, ბავშვობის პერიოდიდან კი, – მანი ფაფას იხსენებს. გიორგის, განსაკუთრებულ კულინარებად მისი მეგობრები მიაჩნია: თამარა გოგელიძე, რომელიც არაჩვეულებრივ მჭადს და სალათებს ამზადებს, ასევე – თეონა კონტრიძე, რომელიც საოცარი კულინარია.
წელს, ზაფხულში ერთად ისვენებდნენ და მიუხედავად იმისა, თუ თეონა რომელ საათზე დაიძინებდა, ყოველ დილით აუცილებლად ახვედრებდა არაჩვეულებრივ საუზმეს. თეონა განსაკუთრებულ ომლეტს ამზადებს.
გიორგის, ყველაზე მეტად, ქართული სამზარეულოს კერძები უყვარს, თუმცა გამორჩეულად – ლობიო. სხვა ქვეყნების სამზარეულოებიდან უყვარს აზიური, უპირატესობას ინდურ კერძებს ანიჭებს. ცდილობს ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვროს, მაგრამ ხშირად არ გამოსდის.

9_Issue_CulinArt36

9_Issue_CulinArt_Page_037

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com