FOOD ასოციაცია

Culinart_11_PRINT8

კახა კინწურაშვილი

“მამას ბროწეული“

Culinart_11_PRINT47

უყვარს გემრიელი კერძები, მაგრამ თავად, კულინარიული ექსპერიმენტების დრო თითქმის არასდროს აქვს. ერთხელ სცადა და გამოუვიდა კიდეც, როცა ერთმანეთს: მწვანილები, კიტრი, ყველი და არაჟანი აურია. ექსპერიმენტმა მეგობრებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. თავად იდეა კი მეგობრის სახლში დაებადა, სადაც მწვანილს და არაჟანს მიირთმევდა. მეუღლე კარგი კულინარი ჰყავს, რომელიც პერიოდულად ანებივრებს გემრიელი საკვებით. ყველაზე გემრიელად პასტა გამოსდის.
კერძი, რომლის მომზადებაც ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივაშია – ჩიხირთმაა. თვლის, რომ ჩიხირთმა ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსავალია, განსაკუთრებით კი – ნაბახუსევზე.
გემო, რომელიც ფოერვერკს ჰგავს! – ასეთი შეგრძნება ბუდაპეშტში ყოფნის დროს გაუჩნდა, როდესაც ერთ-ერთ რესტორანში ბატის ხორცი, ნაყინი და ვარდის მურაბა, სასმელად კი – ორი სახეობის ღვინო მიართვეს..
სხვა ქვეყნის ტრადიცული კერძებიდან კი – ჩინურს გამოყოფს.
კახა კინწურაშვილი თვლის, რომ თუ სადმე საკუთარი პროფესიის გარდა, სიამოვნების პოვნაა შესაძლებელი, ეს აუცილებლად კულინარია უნდა იყოს. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ამზადებ და სტუმრებს ანიჭებ სიამოვნებას.
გადავწყვიტე კახასთან ერთად პატარა ექსპერიმეტი ჩამეტარებინა და ასოციაციობანა გვეთამაშა, ოღონდ კულინარიულად. როცა ჩემს რესპოდენტს ასეთი ტიპის ინტერვიუ შევთავაზე, მისი პირველივე რეაქციიდან მივხვდი, რომ დაინტერესდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ექსპერიმენტი შედგებოდა.
არ ვიცი, თავად განსაჯეთ, როგორი თამაში გამოგვივიდა?!.

Culinart_11_PRINT111_Page_023

ყველანაირი სასმელი უყვარს, გარდა არყისა, რომელსაც უკვე ბოლო რამდენიმე წელია აღარ მიჰკარებია. ყველაზე მეტად კი ღვინო უყვარს. ცოტა ხნის წინ მეგობრის ვენახში დაწურული რქაწითელი გასინჯა, რომლის გემოც განსაკუთრებულად დაამახსოვრდა. მამა აყენებს გემრიელ ღვინოს. მოკლედ ღვინის სმა კარგი პროცესია, თრობის გარეშე, ნუ, ზოგჯერ ეგეც დასაშვებია, გარკვეული თერაპიაა.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com