ანასტასია კვირიკაძე / 18 წლის
ინტერესდები თუ არა კულინარიით?
ძალიან დაინტერესებული ვარ კულინარიით, მომავალში მინდა,რომ ჩემი პროფესია გახდეს. სექტემბერში, 4 წლით ამერიკაში მივდივარ კულინარიის შესასწავლად.
ხშირად გაქვს სურვილი, რომ რაიმე მოამზადო?
ხშირად ვათვალიერებ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე რეცეპტებს და მომზადების სურვილიც ხშირად მაქვს. უფრო მეტად ნამცხვრებს ვაცხობ.
რომელ კერძს ამზადებ ყველაზე ხშირად?
ყველაზე ხშირად ნუშის ნამცხვარს ვაცხობ. ჩემს ირგვლივ ბევრს მოსწონს ეს ნამცხვარი და ხშირად მთხოვენ მის გამოცხობას.
რომელია შენი საყვარელი კერძი?
კონკრეტული საყვარელი კერძი არ მაქვს, მიყვარს ყველა სახის საკვები.
რომელია შენი საყვარელი ხილი?
ჩემი საყვარელი ხილი არის გრეიფრუტი. ყველაზე მეტად ვისი მომზადებული
კერძები მოგწონს?
ყველაზე მეტად დედაჩემის და ჩემი ნათლიის, – ქეთი ბაქრაძის მომზადებული კერძები მიყვარს. ნამცხვრების და ტორტების ცხობა
უფრო მოგწონს, თუ კერძების მომზადება?
ორივე ძალიან მიყვარს,მაგრამ ნამცხვრების ცხობის პროცესი უფრო სახალისო და მარტივია, ამიტომ ხშირად ვაცხობ.
რომელი კერძები არ გიყვარს?
ყველა კერძი მიყვარს…მხოლოდ, ჭარხლით მომზადებული საჭმელი არ მომწონს.
ნიგვზის ტორტი, თუ ხილის ტორტი?
ტორტი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ თუ უნდა ავირჩიო, მგონი ნიგვზის სჯობია.
რატომ გადაწყვიტე დღეს ამ ნამცხვრის და კერძის მომზადება?
ამ ბოლო დროს, ხშირად ვაცხობ ნუშის ნამცხვარს, თან გემრიელია, თან უცხო. ეს ნამცხვარი ხშირად არ მხვდება სხვადასხვა კაფეებში თუ საცხობებში. დიფების მომზადება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ვფიქრობ ზაფხულს უხდება. არ არის ცხელი, რაც ზაფხულის ამინდებში სასიამოვნოა.
ვინ გასწავლაამ ნამცხვრის და კერძის მომზადება?
კერძის მომზადება დედაჩემმა მასწავლა. ჩემი აზრით, თბილისში ყველაზე გემრიელ ჰუმუსსის ამზადებს, არსად გამისინჯავს ასეთი გემრიელი. ნამცხვრის გამოცხობა თავად ვისწავლე
რეცეპტების წიგნიდან.
ვის ეკითხები ყველაზე ხშირად რჩევებს კულინარიასთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა დედაჩემს, რადგან ის ჩემთვის საუკეთესო მზარეულია და ვთვლი, რომ ჩემთვის კარგი რეცეპტების და რჩევების მოცემა შეუძლია. ამავე დროს, ხშირად მაკრიტიკებს, რაც ვფიქრობ, რომ ჩემი მომავლისთვის კარგია.
ნუშის ნამცხვარი
ინგრედიენტები:
• კარაქი – 120 გრ.
• შაქარი – 275 გრ.
• ვანილი – 1 ჩ/კ
• კვერცხი – 4 ც.
• ფქვილი – 200 გრ.
• ნუშის ფქვილი – 50 გრ.
• ხაჭო – 300 გრ.
• ნუშის ჩიფსები – (მოსართველი)
• ლიმნის ცედრა – 1 ც. ლიმონი
მომზადების წესი:
კარაქი, 175 გრ. შაქარი, ვანილი, და ლიმნის ცედრა მოვათავსოთ ჯამში და ვურიოთ მიქსერით, სანამ არ მიიღებს კრემის ფორმას (8-10 წუთი). დავუმატოთ ნუშის ფქვილი, ხაჭო და 4ც კვერცხის გული. ცალკე ჯამში ავურიოთ დარჩენილი კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი, სანამ არ მიიღებს რბილ და ქაფისებურ ფორმას და შემდეგ შევურიოთ პირველად მომზადებულ მასას. ჩავასხათ ფორმაში, მოვრთოთ ნუშის ჩიფსებით და 45 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთთ 160 გრადუსს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
ჰუმუსი კლასიკური
• 2 ჭიქა მუხუდო
• 2 კბ. ნიორი ½ ჩ/კ სუნელი „ძირა“
• 2/4 ჭიქა ტაჰინის პასტა (სეზამის პასტა)
• ½ ჩ/კ მარილი
• 1.5ც. ლიმნის წვენი
წითელი ბულგარულის ჰუმუსის მოსამზადებლად, კლასიკურ ჰუმუსს დაუმატეთ ფოლგაში გამომცხვარი ბულგარული
ბაბაგანუში (ბადრიჯნის დიფი)
2ც. დიდი ბადრიჯანი გამოაცხვეთ ღუმელში, გააცალეთ კანი და დაუმატეთ 2/4 ჭიქა ტაჰინის სოუსი, 1.5ც ლიმნის
წვენი, 2 კბ. ნიორი და სუნელი „ძირა“. დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.