დარია შაპოვალოვა
ბოლო დროს ხორცს აღარ მივირთმევ და ამიტომ, ვეგეტარიანული რესტორნების ხშირი სტუმარი გავხდი. ასეთი სტილის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანი, რომელსაც ბოლო დროს ვესტუმრე არის “Nanashi”, ის პარიზის ახალგაზრდულ უბანში “Le Marais”-ში მდებარეობს, – ძალიან ახლოს რესპუბლიკის მოედანთან. ეს არ არის კლასიკური ვეგეტარიანული რესტორანი, თუმცა ვეგეტარიანელებს სპეციალურ მენიუს სთავაზობენ. “Nanashi”-ს უნდა ესტუმროთ სადილად ან ვახშმის დროს. შეკვეთის პრინციპი აქ არის «бенто». ანუ, თქვენ იაპონური სტილით მოგართმევენ ფრანგული სტილით მომზადებული კერძების ნაკრებს. ამ რესტორანში (თუმცა ის უფრო ახალგაზრდულ კაფეს ჰგავს), აუცილებლად უნდა შეუკვეთოთ დესერტი. მე ტირამისუ შავი სეზამით დავაგემოვნე, და ნამდვილად აღვფრთოვანდი.
MILANO
cibo delizioso
ასევე ძალიან მიყვარს იტალიაში, მილანში, via Bagutta -ზე მდებარე რესტორანი “Bagutta” – იტალიური სამზარეულოს ტრადიციული, ძველი რესტორანი. ცნობილი მოდის კვირეულის პერიოდში სწორედ, ამ რესტორანში დადიან ყველაზე მოდური “ინსაიდერები” – ასე, რომ თუ მოდის კვირეულის პერიოდში ამ რესტორანს ესტუმრებით, თქვენს მეზობელ მაგიდასთან აუცილებლად დაგხვდებათ ან ტოპ მოდელი, ან ჟურნალ “Vogue”-ის მთავარი რედაქტორი. ოდესღაც აქ მზადდებოდა არაჩვეულებრივი დესერტი – “ლიმონის სორბეტი არყით”, თუმცა, სამწუხაროდ ბოლი წლებში მას აღარ ამზადებენ. მილანში ყოფნისას ამ რესტორანს თუ ესტუმრებით მერწმუნეთ, რომ ღირს შეუკვეთოთ ხორცის ტარტარი (არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის ვინც ხორცს მიირთმევს), ასევე აუცილებლად დააგემოვნეთ რიზოტო შამპანურით – ძალიან გემრიელია.
ლონდონში უამრავი არაჩვეულებრივი რესტორანია, დარწმუნებული ვარ, რომ ამ განსაკუთრებული ქალაქის ყველა საუკეთესო რესტორანში ნამდვილად არ ვარ ნამყოფი, მაგრამ კლასიკის, – კარტოფილის პიურე “L’Atelier de Joel Robuchon” – ში გამოტოვება არ შეიძლება. ასე რომ, თუ ცოტა დრო გაქვთ ლონდონის საუკეთესო რესტორნებში გარკვევისათვის, აუცილებლად ესტუმრეთ “L’Atelier de Joel Robuchon”-ს.