Foodtourist

_MG_8162

თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდა, დრო ვიხელთე და ინტერვიუ შევთავაზე – სიამოვნებით დამთანხმდა. SALIO ბევრს მოგზაურობს, ხან ბრიტანეთშია, ხან შოტლანდიაში, ხანაც გერმანიასა და ჰოლანდიაში. ბოლო ერთი წელია, რაც ოჯახი შექმნა და მეუღლის „დაჟინებული“ თხოვნით კარიერას ბრიტანეთში აგრძელებს. ახალი პროდუსერი ჰყავს – რომელიც წარსულში მაიკლ ჯექსონის, ელტონ ჯონის და ქეთი მელუას პრომოუშენით იყო დაკავებული. მუშაობენ ახალ ალბომზე, როგორც თავად ამბობს: – „ყველაფერი ახლა იწყება“.
SALIO-ს საინტერესო და დატვირთული შემოქმედებითი პერიოდი აქვს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, კულინარიისთვის დროს მაინც პოულობს. – „ყველაზე მეტად მიყვარს , როდესაც ახალ გემოს აღმოვაჩენ. მყავს მეგობრები, რომლებიც არ რისკავენ ახლის აღმოჩენას და სულ ერთსა და იმავეს მიირთმევენ. ჩემთვის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ YouTube-ში ვუყურო სხვადასხვა ვიდეოებს და აღმოვაჩინო ახალი კერძის რეცეპტი. როდესაც ჩემი მეუღლის ოჯახი უნდა გამეცნო, შოტლანდაში ვიყავით, დიდი ვახშმისთვის ვემზადებოდით, მე კი ძალიან მინდოდა რამე განსხვავებულის გაკეთება, ჩავრთე YouTube-ი და იტალიელი მზარეულის რეცეპტის მიხედვით მოვამზადე კერძი, სულ რაღაც 10 წუთში. ყველას ძალიან მოეწონა, ანუ მიყვარს სპონტანურად პოვნა და კეთება. ჩემი ოცნებაა, მქონდეს ისეთი სამზარეულო, სადაც
სულ მოგინდება ოჯახისთვის და მეგობრებსთვის საჭმელი აკეთო. დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩემი მომზადებული მეგობრებს მოსწონთ.“
SALIO სპეციალურად „კულინArt“-ის მკითხველს ორიგინალური და გემრიელი კვების ობიექტების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს:

Culinart_N12_PRINT_Page_063

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com