MUKHA-ს ბლოგი

5_issue_culinart53

საშობაო ღორის ხორცი გოგრის გარნირითა და ყველის სოუსით:

• ღორის ანტრიკოტი (ან ბურვაკის ნეკნები, თუნდაც გოჭი) – 200 გრ.
• გოგრა – 200 გრ.
• ზეთი – 100-150 გრ. (შესაწვავად)
• ფორთოხლის მარმელადი – 100 გრ.

მარინადი:
• დაფნის ფოთოლი – რამდენიმე ცალი
• კამის თესლი – 1 ჩ.კ.
• მარილი – გემოვნებით
• როზმარინი – 1 ს.კ.
• 1 ც. ფორთოხლის კანი – გახეხილი
• 1 ც. ლიმონის კანი – გახეხილი
• წიწაკა – გემოვნებით
• დარიჩინი – 1 ჩ.კ.
• ჯავზი (მუსკატი) – 1/2 ჩ.კ.

სოუსი:
• ფქვილი – 1 ს.კ.
• კარაქი – 0.50 გრ.
• რძე – 100-150 გრ.
• მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით
• წვრილად დაჭრილი ჩირი

5_issue_culinart1111_Page_44

მომზადების წესი:
ავიღოთ მარინადის ინგრედიენტები და შევაზილოთ ღორის ხორცს, დავაყენოთ 24 საათი. 24 საათის შემდეგ შევდგათ ღუმელში, 1 საათით. (ხორცის რაოდენობის მიხედვით დროის რაოდენობა იზრდება) სანამ ხორცი მზადდება, მოვწალოთ გოგრა მარილიან წყალში და დავდოთ თბილ ადგილას. ხორცი თითქმის მზად რომ იქნება, წავუსვათ მარმელადი და 10 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ღუმელიდან.
ამასობაში ხორცი და გოგრა მოვათავსოთ თეფშზე და გავამზადოთ ყველის სოუსი: პატარა ქვაბში გავადნოთ კარაქი, ავურიოთ ფქვილი და ეს მასა მოვხალოთ, შემდეგ ნელ- ნელა დავამატოთ რძე. მასა ნელ-ნელა დაიწყებს გასქელებას და როდესაც კრემის კონსისტენციას მიაღწევს, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ყველი და ვურიოთ მანამ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით და მოვასხათ გარნირს. დარჩენილი ხორცისა და მარინადის ნარჩენები შევურიოთ წვრილად დაჭრილ ჩირს და დავაწყოთ ხორცზე.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com