FOOD ასოციაცია

3_issue_culinart

რატი ამაღლობელი

კოცნა და უფრო მეტი კოცნა

რატი ამაღლობელი არაერთხელ ჩამიწერია. თემა ყოველთვის სხვადასხვა იყო: ლიტერატურა, წიგნები, განათლება, შეიძლება სპორტიც, მაგრამ კულინარია – არასოდეს! როდესაც დავურეკე, მოვიკითხე და ვუთხარი – „ინტელექტ – მენიუში“ ჩემი რესპონდენტი უნდა იყო მეთქი, პირველი რეაქცია ასეთი ჰქონდა: „დამცინი, ხო?!“ მე, რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვუპასუხე: „არა, რატომ დაგცინი, გემრიელად ჭამა ხომ გიყვარს?“ მიპასუხა: „კი, როგორ არ მიყვარს“. მოკლედ, ინტერვიუს ჩასაწერად კაფე „აკადემიაში“ შევხვდით.

რატომღაც არასოდეს მიფიქრია, რა ასოციაცია მაქვს ხილის სხვადასხვა სახეობაზე. არ ვიტყუები, მართლა არ მიფიქრია. ახლა კი დავფიქრდი… მაგრამ ჩემი ასოციაციები იქით იყოს და, მოდით, რატის ასოციაციებს გავეცნოთ, მერწმუნეთ, ფრიად საინტერესოა:

3_issue_culinart1111_Page_109

 

კოცნა და უფრო მეტი კოცნა. ბალის და ალუბლის ასოციაცია მე ყველაზე მეტად მომეწონა. ხილის შემდეგ კერძებზე გადავედით. გაირკვა, რომ რატის ზაფხულში აჯაფსანდალი, ზამთარში მოხევური ხინკალი, ოთხივე სეზონზე კი გემრიელი ღვინო უყვარს.
აჯაფსანდალი: ზაფხულის კერძია. აჭარული აჯაფსანდალი მიყვარს. ბადრიჯანი გათლილი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს კარტოფილი და აუცილებლად უნდა იყოს ცივი. პირდაპირ მაცივრიდან. მჭადი, ყველი და აჯაფსანდალი. მეტი რა გინდა ზაფხულში?
მოხევური ხინკალი: ბედნიერების მომნიჭებელი სითხე. მისი ოხშივარი სურდოს, გრიპს კურნავს. ხინკალი ჩემთვის გუდაური და ზამთარია. სრიალის შემდეგ, კარგად გაყინულ გემრიელ ხინკალს ფასანაურში ვჭამ ხოლმე. ხინკალი მარტო ზამთარში მიყვარს.
ღვინო: ღვინო მიყვარს ფრანგულიც, იტალიურიც, ქართულიც, მე მგონი ყველანაირი. კონკრეტულად რომელი, ვერ ვიტყვი, უფრო სეზონის და ხასიათის მიხედვით. ამ ბოლო დროს ქვევრის ღვინო შემიყვარდა. ახლა ზაფხულია: ამიტომ ახალგაზრდა, ხალისიანი ღვინო უნდა დალიოს კაცმა. მაგალითად, ციცკა ცოლიკაური, იმერული ღვინოები. მძიმე არ უნდა იყოს, პირიქით, მსუბუქი.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com