წარმატებულ ბიზნესად ქცეული ოჯახური ტრადიცია

“მე ექიმებისა და ფარმაკოლოგების ოჯახში დავიბადე. ჩემი ბავშვობის ოცნებებიც სწორედ ამ პროფესიებს უკავშირდება – მინდოდა ვყოფილიყავი გამომგონებელი, რომელიც შექმნიდა ადამიანების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო მედიკამენტებს.

დღეს მე უკვე ექიმი, ნევროლოგი, ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასევე დოქტორ ღლონტის სამეცნიერო ლაბორატორიის დამფუძნებელი ვარ. მეამაყება იმის ცოდნა რომ ამ საქმისადმი სიყვარული ჩემი ოჯახის დამსახურებაა. ჩემი ბებია და ბაბუა ექიმები იყვნენ და თავიანთი აფთიაქი ჰქონდათ, ხოლო როცა ეს მიმდინარეობა როგორც ბიზნესი ისე ჩამოყალიბდა, მაშინ მე და მამა ჩავერთეთ ამ საქმეში და დავიწყეთ მედიკამენტების წარმოება. DR. GLONT უკვე წლებია აწარმოებს საავტორო მედიკამენტებს და ჩვენი, ქართული პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაგვაქვს” – გვიყვება თიკა ღლონტი, ქალი, რომელიც თავისი ცხოვრების უდიდეს დროს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უთმობს.

დღესდდღეობით ექიმი ღლონტი 10 სახეობის, 50-ზე მეტი მედიკამენტის ავტორია. ის ასევე პერსნოლაური კლინიკის მფლობელია, რომელიც ტრამვებისა და ძვალ-კუნთოვანი დაავადებების მიმართულებით მუშაობს. აქ დაავადებების მკურმალობა განსხვავებული მიდგომებითა და სპეციალიზირებული სამკურნალო კურსით – სარეაბილიტაციო მეთოდით მიმდინაროებს.

– მოგვიყევით იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ამ ეტაპზე აწარმოებთ, სად შეიძლება მათი შეძენა?

ჩემი მედიკამენტები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ვენური უკმარისობის, სასუნთქი სისტემის დაავადებების, ნევროლოგიური და სხვა პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება და მათი შეძენა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. “კულინარტის” მკითხველს მე რამდემინე მათგანს გავაცნობ:

სუპერ დენტოლაინი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსისის ანთებითი პროცესის სამკურნალო საშუალება;

ულტრა ბრონქო –  გამოიყენება სასუნთქი გზების სისტემისთვის;

იმუნიტასი – მოქმედებს იმუნიტეტზე და ნივთიერებათა ცვლაზე;

გასტროენტეროსტაბელი –  აწერიგებს კუჭნაწლავის ტრაქტს;

ესკუს სომნის სიროფი – გამოყენება ბავშვებში როგორც დამამშვიდებელი და ძილის რიტმის მომაწესრიგებელი საშულება;

ესკუს სონის ნაყენი კი დიდებში ნერვოზის სამკურნალოდ.

ვალერიანის და ბარამბოს სიროფი –  გამოიყენება როგორც ბავშვებში და დიდებში ნერვული სისტემის სამკურნალოდ;

ესკუს გელი – მალამო ტკვილგამაყუჩებლი ანთების საწინააღმდეგოდ; დოქრორ ღლონტის დამწვრობის მალამო – გამოიყენება დამწვრობასა და კანის ანთებითი პროცესის დროს.

ესკუს ვიტალი –  სისხლის მიმოქცევის და ვენოტონური უკმარისობის სამკურნალო საშუალება .

თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევთ ჯანსაღ კვებას. როგორია თქვენი დამოკიდებულება კულინარიასთან? გიყვართ საჭმელების მზადება?

მძიმე სამუშაო დღის ბოლოს მე აუცილებლად მნახავთ სამზარეულოში, რადგან ჩემთვის კულინარია არტ-თერაპიაა, ხოლო სამზარეულო შემოქმედებითი სივრცე. მიყვარს ლამაზად სერვირებული კერძები, ისინი თითქოს დადებითი ენერგიის მატარებლები არიან. მე პირადად, მუდმივად ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო, ამიტომ დილას აუციელბლად ვიწყებ დაუზმით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განსწყობისთვის, ამიტომ თქვენც იგივეს გირჩევთ.

რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, ვთვლი, რომ გამორჩეულია და ქართული კერძები ნამვილად განსაკუთრებულია. ყველაზე მეტად მეგრული ხაჭაპური მიყვარს, ნამცხვრებიდან კი “შუ”.

თუმცა ჩემი საფირმო კერძი ხბოს ხორცია საფერავში, რომლის რეცეპტსაც დიდი სიამოვნებით გავაცნობ “კულინარტის” მკითხველს:

1 კგ.ხბოს ხორცის წინამხრის რბილი ნაჭერი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე. გავუკეთოთ მაღალ ცეცხლზე ხორცს კარამელიზაცია , დავამატოთ 50 მლ სიმინდი ზეთი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ ხორცი–  10 წუთის განმავლობაში  სანამ არშეწითლდება.

დავჭრათ 4 თავი წითელი ხახვი ალყაალყად და მოვაყაროთ შეწითლებულ ხორცს , ამოვურიოთ კარგად და შუშვა 2 წუთის განმავლობაში გავაგრძელოთ. ,დავამატოთ 2 კბილი წვრილდ დაკეპილი ნიორი , დავუმატოთ ნედლი როზმარინის პატარა ტოტი , 350მლ მშრალი საფერავი , მწიკვი ბეგქონდრა , ბალზმიკო , 0.5 ჩაის კოვზი სურნელოვანი დაფქვილი წიწაკა , 1 ჩაის კოვზი მარილი. სითხე რომ დაშრება მოვაყაროთ 1 ცალი დარჩეული ბროწეული და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ჩვენი კერძიც მზადაა.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com