მარიამ შევარდნაძე
„გუდვილი“ პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, რომელმაც სრულიად შეცვალა სამომხამრებლო კულტურა და გააცნო ქართულ ბაზარს გერმანული და ევროპული პროდუქცია. ამჟამად „გუდვილი” წარმოდგენილია 8 ობიექტით, 50 000-მდე პროდუქციით და 10000-მდე საკუთარი წარმოების მზა კერძებითა და ნახევარფაბრიკატებით. 2004 წლიდან დღემდე, კომპანია მრავალი ტიტულის მფლობელი გახდა, მაგრამ ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი ტიტული სწორედ მომხმარებლის ნდობა და სიყვარულია, რასაც გუდვილის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას მარტივად შეამჩნევთ.
2019 წლის დეკემბრიდან „გუდვილი“ მომხმარებლს შესთავაზებს მცირე ზომის მარკეტებს „გუდვილი გურმე“-ს სახელწოდებით. მარკეტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მომხმარებელს შესთავაზებს გასტრონომიული ნაწარმის უფრო ფართო ასორტიმენტს. წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ასევე იმპორტირებული ექსკლუზიური დელიკატესების დიდი არჩევანი.
მარიამ შევარდნაძე ამ იდეის ერთ-ერთი ავტორია და „გუდვილის“ წარმოების განვითარების მენეჯერი. ის ახალგაზრდაა თუმცა მისი გამოცდილება კულინარიის და წარმოების პროცესების მართვის სფეროში საკმაოდ მრავალფეროვანია და ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორიც ბრაზილია, შვეიცაირია და თურქეთია. თუმცა, კულინარიასთან მისი ურთიერთობა გაცილებით ადრე, ღრმა ბავშვობიდან იწყება და ეს სწორედ „გუდვილს” უკავშირდება. გუდვილის სამზარეულოში მარიამს ალბათ მისი კულინარიული ცხოვრების ყველაზე დიდი დრო აქვს გატარებული, პირველი დამოუკიდებელი კერძიც სწორედ იქ სულ ცოტა ხანია რაც საქართველოში დაბრუნდა. ის ახლა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. გამოცდილებიდან გამოდინარე გადაწყდა, რომ გუდვილის წარმოებისა და განვითარების მენეჯმენტს უნდა უხელმძღვანელოს. პირველი მისი პროექტი კი გუდვილის მცირე ზომის მარკეტი „გურმე“ იქნება, რომელიც ძალიან მალე თარხნიშვილის ქუჩაზე გაიხსნება.
მარიამ, მოგვიყევით დეტალურად თვენი საქმიანობის შესახებ?
„გუდვილში“ წარმოებისა და განვითარების მიმართულებით ვმუშაობ. კულინარიის თემა იმდენად ღრმა და მრავალფეროვანია „გუდვილი“ კი მუდმივად სიახლეების დანერგავასა და განვითარებისკენ მოძრაობს. ჩემი როლიც სწორედ ეს არის, ჩემი კულიანრიული გამოცდილება ქსელის სწორ განვითარებას და სტრატეგიას მოვახმარო. მე მიმუშავია შეფ-მზარეულადაც და ვთლი რომ ამ გამოცდილების გარეშე შეუძლებელია დაგეგმო და სიცოცხლეში მოიყვანო კომპანიის საკმაოდ ამბიციური გეგმები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალი კონცეფციის მარკეტის „გუდვილი გურმე“-ს გახსნაზე. სადაც მომხმარებელი თავს მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობს. ჩემი აზრით, ახალი კონცეფციის მარკეტი „გუდვილის” მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ჩვენს მომხმარებელს მეტ კომფორტს შეუქმნის.
მარიამ, რას ნიშნავს იყო კარგი შეფ – მზარეული ?
ჩემს პროფესიაში საქმის სიყვარულთან და პროფესიონალიზმთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კრეატიულობას. არ უნდა მოგბეზრდეს, არ უნდა დაიღალო. თუმცა, თუ არ გიყვარს და მთელ გულს არ დებ მასში, ისე არაფერი გამოვა. მთელი დღე სამზარეულოში ყოფნა გიწევს, ეს საკმაოდ რთულია, დიდი გზაა გასავლელი იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიო. შეფ-მზარეულის გამოცდილება მენეჯმეტში ყველაზე მეტად მეხმარება, რადგან ზუსტად ვიცი პერსონალი კონკრეტულ საქმეს რა დრო უნდა დაახარჯოს და მესმის წარმოების პროცესები. საზღვარგარეთ სადაც ვმუშაობდი, ყველაგან დახურულ სამზარეულოში მიწევდა ყოფნა, იქ სადაც მხოლოდ შეფები იყვნენ. საქართველოში კი პირველად მომიწია ღია სამზარეულოში მუშაობა და ეს ძალიან ხალისიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია სტუმრებთან კომუნიკაცია, უნდა იცოდე რა მოსწონთ მათ და რა არა.
რა არის თქვენი შთაგონების წყარო ?
კულინარიისადმი ასეთი სიყვარული ჩემი ოჯახის და მამაჩემის დამსახურებაა. მამას დავყავდი სამსახურში და სულ ჩართული ვიყავი საჭმლის მზადების პროცესში. ჩემი შთაგონების წყაროც ესაა.
გემოების ძიების პროცესში რას აქცევთ ყურადღებას ?
ეს ჩემებური პროცესია, პირადი ინსპირაცია და აღქმა. რეცეპრებს იშვიათად მივყვები, მირჩევნია ჩემი გემოვნებით შევაზავო გემოები ერთმანეთთან.
ატარებთ სამზარეულოში ექსპერიმენტებს?
ამის გარეშე საქმე ხომ მოსაწყენი გახდება, თან ძალიან მიყვარს, როდესაც ქართულ სამზარეულოში თანამედროვე და ახალი შტრიხები შემაქვს.
რომელი კერძის მომზადება განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
ყველაზე მეტად საკონდიტრო მიმართულება მიყვარს, განსაკუთრებულ სიამოვნებას კი ტკბილეულის კეთება მანიჭებს. როდესაც რესტორანში მუშაობ, აუცილებელია იმუშაო იმაზე, რომ კერძი ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს და სტუმარს მისი დაგემოვნება მოუნდეს, ამიტომ საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობ ამ დეტალს. ვცდილობ სარესტორნო გამოცდილება „გუდვილის“ მას წარმოებაში გადმოვიტანო.
პირველი კერძი , რომელიც დამოუკიდებლად მოამზადეთ.
ეს ძალიან ბევრი წლის წინ იყო, მაგრამ მახსოვს – ტორტი „შავი ტყე”, რომელიც „გუდვილში” მოვამზადე.
თქვენი საყვარელი ინგრედიენტი
ბაზილიკი.
როგორ ფიქრობთ, სწორი პროფესია აირჩიეთ ?
ბავშვობიდან იყო ჩემში კულინარიის მიმართ დიდი ინტერესი და სიყვარული, განათლების და საჭირო უნარების შეძენის შედეგად ბიზნეს განვიტარებაზე ზრუნვა ძალიან საინტერესო გახდა. ამიტომ ახლა საქმიანობით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შევძელი ჩემთვის საყვარელი ორი ინტერესის გაერთიანება.
ვინ არის თქვენი პირველი შემფასებელი ?
ადრე ახალ კერძს პირველად სახლში ვამზადები, ამიტომ ჩემი შემფასებლები დედა და მამა იყვნენ. დედას ახლაც სულ მოსწონს ჩემი კერძები, მამა კი სულ მაკრიტიკებს და შენიშვნებს მაძლევს, მეც ვცდილობ გავითვალისწინო და გამოვასწორო . ამჟამად უფრო საპასუხისმგებლო გახდა ჩემი საქმიანობა და შემფასებელიც რეალურად „გუდვილის“ მომხარებელია. თუმცა სანამ მომხარებლამდე მივიტანთ სიახლეს, მთელი გუნდი ბევრს ვმუშაობთ ჯერ კონცეფციაზე და შემდეგ გემოებზე. უკვე 100-მდე პროდუქტი განვაახლეთ და მიხარია როცა რეალურად მაქვს მომხმარებელთან უკუკავშირი.
ქართული სამზარეულოდან რომელ კერძს გამოარჩევდით ?
ქართული სამზარეულოდან ძალიან ბევრი კერძი მიყვარს, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებულად შემიყვარდა კრევეტების ხარჩო, რომელიც გათანამედროვებული ვერსიაა, მაგრამ თუ მაინც ტრადიციულ ქართულ სამზარეულოზე ვსაუბრობთ – აჭარულ ხაჭაპურს გამოვარჩევდი.
ჯანსაღ კვებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ ?
ბოლო სამი წელი სტამბულში ვცხოვრობდი და იქ სულ ჯანსაღად ვიკვებებოდი. ახლაც, სიახლეები, რასაც „გუდვილში“ ვნერგავთ, ჯანსაღ კვებას უკავშირდება. ერთ-ერთი ამის მაგალითი კი ორაგულია ბრინჯით და ავოკადოთი, რომელსაც ძალიან მალე შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს.
რადგან სიახლეები ვახსენეთ, მოგვიყევით, რა გეგმები აქვს კომპანიას ამ მიმართულებით?
„გუდვილი“ პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში და მას თავისი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. გუდვილი ორიენტირებულია ხარისხზე და მუდვივად ცდილობს სიახლეების დანერგვას. ამჯერად ჩვენს მომხმარებელს ახალ, მცირე ზომის მარკეტს ვთავაზობთ – „გუდვილი გურმე” – რომლის პირველი ფილიალი თარხნიშვილის ქუჩაზე გაიხსნება. „გურმე” – ჯანსაღი და გასტრონომიული პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი, ასევე იქნება მზა საკვები და ლანჩ მენიუები. მარკეტში თქვენ შეხვდებით ყვეაფერს, რაც „გუდვილის” სუპერმარკეტებშია, ოღონდ მცირე მასშტაბზე.
როგორ მიიღო მომხმარებელმა „გუდვილი გურმეს” იდეა?
პირველად , როდესაც ეს იდეა გავაჟღერეთ, ჩვენს მომხმარებელში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად, მოლოდინიც დიდია. ახალი წლიდან ვაპირებთ ახალი ობიექტების გახსნასაც, მანამდე კი როგორც უკვე იცით „გუდვილის” დიდმა მარკეტებმა შევცვალეთ კონცეფცია და ყველა ობიექტი არის განახლებული, ფერმერული სტილის. „გუდვილი” მართლაც ამართლებს თავის სლოგანს – „გუდვილი” მაშინ არის, როცა გინდა ხარისხი.
თქვენ , როგორც წარმოების განვითარების მენეჯერი, რას დაუთმობთ ყველაზე დიდ დროს ?
დღეს ცხოვრების რიტმი საკმაოდ შეიცვალა, აქედან გამომდინარე, „გურმეც“ აყვება ცხოვრების ტემპს და რა თქმა უნდა მომხმარებელს.“გურმეში” მუდმივად გვექნება მზა საკვები, რომლებიც ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იქნება დამზადებული. „გუდვილი” მზა კვებაში ყოველთვის ტრენდ სეტერი იყო და ამ ხაზსს არ დავკარგავთ.
რა მოუმზადეთ „კულინART-ის” მკითხველს ?
„კულინART-ის” მკითხველისთვის „სფრინგ როლები” მოვამზადე, კაპრეზეს სტილში, ოღონდ ნადუღით. ვეცადე ქართული შტრიხები შემეტანა, რომ ყველასთვის ნაცნობ კერძში ჩემეული ხედვა და ტექნიკა იგრძნობოდეს.
საწებელი “დიპი”
შაქარი – 1-2 სადილის კოვზი
თეთრი ბალზამიკოს ძმარი – 50 მლ.
თევზის სოუსი – 20 მლ
მწვანე ხახვი – 1 კონა
წიწაკა ჩილი – 1ც
ნიორი – 10 გრ
ნედლი ქინძი – 1 კონა
ნედლი პიტნა – 1 კონა
სალათი
ბრინჯის ვერმიშელი – 200 გრ
დავასხათ მდუღარე წყალი, გადავწუროთ და ჩავჭრათ სამგან.
მოვათავსოთ ჯამში.
მოხარშული კრევეტი – 100 გრ დავჭრათ.
ჩინური კომბოსტო დავკეპოთ – 80 გთ.
მწვანილები: მწვანე ხახვი, ქინძი და პიტნა თითო კონა.
ბრინჯის ქაღალდი დავასველოთ თბილ წყალში 30 წამი, შემდეგ გადმოვიტანოთ დაფაზე შიგთავსად, დავტენოთ სალათით და გადავახვიოთ. მივირთვათ საწებელ დიპთან ერთად.