სუპერფუდი – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მათ შესახებ დღესვე!

გოჯის კენკრა, სპირულინა, ჩიას თესლები, ასაიას კენკრა, მატჩას ჩაი ‒ რა არის „სუპერფუდი“ და რამდენად საჭიროა იგი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში? 

სიმართლე. „სუპერფუდებში“ გულისხმობენ პროდუქტს ვიტამინებისა და კვებითი ღირებულების მაქსიმალური კონცენტრაციით, რომელიც ბუნებაში სხვაგან არსად გვხვდება. სუპერფუდი ‒ წარმოადგენს სხვადასხვა მცენარეებისა და კენკრის ფესვებს, თესლებს, ფოთლებს, წყალმცენარეებს, რომლებიც მოიხმარება როგორც ნატურალურ, ასევე ფხვნილის, წვენის და ნაწურის სახით. როგორც წესი, ისინი იზრდებიან პლანეტის ძნელად მისაწვდომ ადგილებში, როგორიცაა ამაზონია და ტიბეტი, მაგრამ თქვენ არ მოგიწევთ ასე შორს წასვლა: ყველაზე გავრცელებული პროდუქტები შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერფუდების ინტერნეტ მაღაზიაში, მაგალითად, www.organika.ge-ზე. ბიოლოგიური დანამატებისგან განსხვავებით, რომლებიც მიიღება სტერილურ ლაბორატორიებში, ე.წ. „სუპერ პროდუქტები“ არსებობენ ჩვენს პლანეტაზე ათასობით წლის მანძილზე, და მხოლოდ ახლა, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი პოპულარულია როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, მათ მიიქციეს ვეგეტარიანელების, ვეგანების, სპორტსმენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის მოყვარულების ყურადღება. 

მითი. ეს სრულიადაც არ არის „ჯადოსნური აბები“, რომლებიც დაგეხმარებიან გახდომაში და გაუმკლავდებიან ყველა დაავადებას. შეუძლებელია გახდეთ ჯანმრთელი მხოლოდ სუპერფუდების მოხმარებით ‒ საჭიროა ბალანსის დაცვა: სწორი კვება, მოძრაობა, დასვენება და პრობლემებზე არ ფოკუსირების უნარი ‒ მხოლოდ მაშინ თქვენი ორგანიზმი გიპასუხეთ გაგებით. სუპერფუდი ‒ უფრო ბონუსია, რომელიც აძლიერებს ზემოაღნიშნულ მოქმედებებს, და, უთუოდ, აგავსებთ ენერგიით, ვიტამინებითა და მინერალებით.

საქართველოსთვის „სუპერფუდის“ პროდუქტების კატეგორია ‒ სიახლეა, და ჩვენ დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათი მოხმარების უპირატესობებს და დადებით მხარეებს.

საინტერესო ფაქტები სუპერფუდებზე:

• ყველასათვის ცნობილი წყალმცენარე სპირულინა მდიდარია პროტეინებითა და ვიტამინით В12, წარმოადგენს ვიტამინების საბადოს. სპირულინას 1 გრამის კვებითი ღირებულება უდრის სხვადასხვა ბოსტნეულის 1 კგ-ს. სპირულინა აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას 40-ჯერ, ვიდრე ექინაცეა, და 20-ჯერ, ვიდრე ალოე. 

• მატჩას ჩაი – ფხვნილის მწვანე ჩაი, ბუდისტი ბერების ტრადიციული სასმელი, უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც ზრდის კონცენტრაციას, სასიცოცხლო ძალებსა და გამძლეობას. დადგენილია, რომ 1 ჭიქა მატჩას ჩაი თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით უდრის 10 ჭიქა ჩვეულებრივ მწვანე ჩაის. 

• ჩიას თესლები, გარდა იმისა, რომ წარმოადგენენ ომეგა-3 მდიდარ წყაროს, გააჩნიათ უნიკალური თვისება შეიწოვონ საკუთარი წონის 10-ჯერ მეტი სითხე, რაც კარგად წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებას და ახშობს მადის გრძნობას. ჩია ასტიმულირებს ტვინის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ინარჩუნებს კანისა და თმების ჯანმრთელობას. 

• კაკაო-მარცვლები წარმოადგენენ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, გააჩნიათ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რადგან შეიცავენ ანტიოქსიდანტებსა და რკინას. კაკაო ცნობილია, როგორც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროდუქტი, ის შეიცავს 300-ზე მეტ აქტიურ ნივთიერებას. მარცვლების მიღება შესაძლებელია როგორც უმი სახით, ასევე კაკაოს დასამზადებლად უმი ორგანული კაკაო-ფხვინის საფუძველზე. 

• პერუანის მაკი ითვლება ბუნებრივ აფროდიზიაკად და ხელს უწყობს ფერტილური ფუნქციის აღდგენას, როგორც კაცებში, ასევე ქალებშიც. 

• ხორბლისა და ქერის ღივები წარმოადგენენ ქლოროფილის უმდიდრეს წყაროს, რომელსაც ასევე უწოდებენ „მცენარეების სისხლს“. ვიტრაგრასი ახდენს ნაწლავების მუშაობის ოპტიმიზაციას, წარმოადგენს რბილ უჯრედისს, რომელიც ახდენს ტოქსინების გამოყვანას ორგანიზმიდან. 

• ტოპინამბურის ფხვნილი და ინულინი აგავისგან მოიხმარება ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად შაქრის დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ჭარბი წონის დაავადებების დროს, რადგან წარმოადგენს უჯრედისის, პრებიოტიკებისა და ინულინის ბუნებრივ წყაროს. 

• გოჯის კენკრის სუფრის კოვზი შეიცავს А ვიტამინის დღიური ნორმის 36% და С ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას (ასობით ჯერ მეტს, ვიდრე ციტრუსოვან ხილში). 

• კინოა წარმოადგენს მცენარეული ცილის შეუდარებელ წყაროს (მასში უფრო მეტი ცილაა, ვიდრე წიწიბურაში, აღწევს 16%), რომელიც საჭიროა ორგანიზმში ენერგიისა და ძალების შესანარჩუნებლად. სწორედ ცილის მაღალი შემცველობა წარადგენს კინოას შეუცვლელ პროდუქტად ფეხმძიმე ქალებისთვის, ბავშვებისთვის და ყველასთვის, ვინც დაკავებულია რთული ფიზიკური ან გონებრივი შრომით. 

• უძველეს ჩინურ მედიცინაში ამარანტი გამოიყენებოდა როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება. გაეროს სურსათის კომისიამ დაასახელა ამარანტი XXI საუკუნის კულტურად. ამ მცენარეში, სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ლიზინის, ამინომჟავების მაღალი დონეა, რომელიც აუცილებელია ქსოვილების ზრდასა და რეგენერაციისთვის, ჰორმონების, ანტისხეულების, და ასევე ფერმენტების წარმოებისთვის. ამარანტი შეიცავს უნიკალურ და ძალიან იშვიათ ნაერთს – სქვალენს, რომელიც ასევე აღმოჩენილია ზვიგენის ღვიძლში. სქველენს ხშირად უწოდებენ „ჟანგბადის ვიტამინს“, რადგან ის ათავისუფლებს ჟანგბადს, სწორედ ჟანგბადის უკმარისობა ორგანიზმში იწვევს ნაადრევ დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას. 

• ქოქოსის კარაქი ამაღლებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ლაურინის, კაპრონისა და კაპრინის მჟავების შემცველობის წყალობით ქოქოსის კარაქი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას 24 საათის განმავლობაში, აუმჯობესებს საკვების შეთვისებას და კალორიების წვას. 

• ასაიას კენკრის მიმართ დამკვიდრდა სახელწოდება "youthberry", და მეცნიერების უმრავლესობა თვლის, რომ ამ კენკრის წყალობით შესაძლებელია სილამაზის, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება. ასაიას შავი ნაყოფი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე წითელი ღვინო, გრეიპფრუტი და მოცვი! 

ანნა დიაგილევა – პროექტი Organika.ge-ს დამფუძნებელი 

„ორგანიკა“ იქმნებოდა როგორც სოციალური პროექტი, რომლის მიზანია ‒ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. 2017 წლის ნოემბერში პროექტს Organika Superfoods Georgia-ს შეუსრულდა 1 წელი, და ის ფეისბუკის გვერდიდან ‒ დინამიურად მზარდ სუპერფუდების ონლაინ მაღაზიად ‒ Organika.ge ჩამოყალიბდა. ჩვენს ბლოგში თქვენ იპოვით ბევრ სასარგებლო ინფორმაციას სწორი კვების პრინციპების შესახებ, სწორი რაციონის თეორიულ საფუძვლებსა და შთამაგონებელ სტატიებს. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია თბილისის 8 მაღაზიაში, რომელთა შორისაც არის სუპერმარკეტები: აგროჰაბი, გემორჩეული, ჯორჯიტა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად იზრდება ქართველების ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესის და სუპერფუდების მიმართ. 

Organika.ge-ში ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს პროდუქციის ხარისხზე, რაც გარანტირებულია ევროკავშირის გარემოს დაცვის სერტიფიკატებით ეკოლოგიური და ორგანული ნორმებით. ჩვენს საიტზე თქვენ იპოვით მხოლოდ 100% ორგანულ პროდუქტებს სხვადასხვა შემადგენლების გარეშე, რომელიც გაზრდილი და შეგროვებულია ბუნებრივ პირობებში. 

Organika.ge ახალ წელს გთავაზობთ საუკეთესო საჩუქარს ‒ სახლში დასამზადებელ შოკოლადის ორიგინალურ ნაკრებს ‒ ChocoBox! 

ასიამოვნეთ საკუთარი თავი და თქვენი ახლობლები 70%-ანი ნამდვილი შოკოლადით, რომელსაც საკუთარი ხელებით მოამზადებთ! 

ნაკრებში შესულია მხოლოდ ნატურალური კომპონენტები, რომლებიც საჭიროა შოკოლადის დასამზადებლად, კერძოდ: 

-კაკაო კარაქი 

-კაკაო მასა 

-შემატკბილებელი ‒ არჩევით (თაფლი, აგავის სიროფი, ლერწმის ან ქოქოსის შაქარი). 

გარდა ამ ძირითადი ინგრედიენტებისა, კოლოფში თქვენ დაგვხდებათ: 

-დანამატი თხილეულისა და კენკრის სახით (გოჯი, ქიშმიში, შტოში, მოცვი, თუთა, ფიზალისი არჩევით) 

-კაკაო მარცვლები (დიახ, მათი ჭამა შეიძლება!) 

-კაკაო მარცვლის ნაჭრები შოკოლადში 

-ქაღალდის ფორმები, ინსტრუქცია, და ასევე სილიკონის ფორმა (სახალისო ფორმების მრავალფეროვანი არჩევანი, და რომელი შეგხვდებათ თქვენ?) 

როგორც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, კაკაო ‒ მარცვლების რეგულარული მოხმარების დროს თქვენი წონა მცირდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კაკაოს მარცვლები აუმჯობესებენ და აჩქარებენ უჯრედშუა და უჯრედშიდა ნივთიერებათა ცვლას, ახდენენ ცხიმოვანი ბალანსის ნორმალიზაციას, ასტიმულირებენ ენდოკრინული სისტემის მუშაობას, ახშობენ მადას და იწვევენ დანაყრების გრძნობას რამდენიმე საათით. მნიშვნელოვანია არ მოიხმაროთ კაკაო ‒ მარცვლების ჭარბი რაოდენობა. 

ChocoBox-ის ნაკრების შეძენა შეგიძლიათ Gemorcheuli-ს მაღაზიათა ქსელში, შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას V კვ., კორპუსი N4, ი. აბაშიძის N31, ნ. ყიფშიძის N9ბ

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com