“GEPHA”

გვანცა არველაძე – სს „გეფას“ ბავშვთა კვებისა და მოვლის დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი

ბავშვის სწორი განვითარებისთვის, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ თვეებში პატარას მუდმივი და უწყვეტი მზრუნველობა სჭირდება. ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორ, რაციონალურ კვებას, მაღალი ხარისხის ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებს. კომპანია „გეფა“ წარმოგიდგენთ ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების ექსკლუზიურ ბრენდებს, რომელიც წარმოდგენილია „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ ქსელში.

კომპანია „გეფას“ მიზანია მომხმარებელს წარუდგინოს ფართო ასორტიმენტის სპეციალიზებული ბავშვთა კვების პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით, არიან უსაფრთხო, სასარგებლო და კონტროლდებიან წარმოების ყველა ეტაპზე. ბავშვთა კვების შვედური ბრენდი „სემპერი“ და ესპანური ბრენდი „ნუტრიბენი“ აკმაყოფილებენ ბავშვის ყველა ნუტრიენტულ მოთხოვნას, დაბადებიდან ‒ 5 წლამდე.

Semper-ის ისტორია ითვლის 70 წელზე მეტს. ლათინურიდან თარგმანში “Semper” ნიშნავს „ყოველთვის“. ეს საკმაოდ ზუსტად ასახავს და ხაზს უსვამს ბრენდის წინაშე დასმულ მთავარ ამოცანას ‒ ყოველთვის შექმნას და მიაწოდოს მოსახლეობას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტები.

ბრენდი “Nutriben” 1960 წელს დაიბადა, გააჩნია საკუთარი პროდუქტის განვითარების ლაბორატორია, რომელიც ქმნის კვების რეცეპტებს ორი კრიტერიუმის მიხედვით: ეს გახლავთ Codex Alimentarius და ESPGHAN.

ორივე ბრენდს გააჩნია ჯანმრთელი და დაბალანსებული კვების შემადგენლობა, რომელიც რეკომენდებულია ევროპის პედიატრიული გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის საზოგადოების მიერ.

კომპანია ასევე წარმოგიდგენთ ბავშვთა აქსესუარების ბრენდს „სუავინექსს“.

Suavinex-ი აწარმოებს პროდუქციას 1983 წ.-დან, რათა დაეხმაროს ბავშვებს გაიზარდონ ისინი ბედნიერები და ჯანმრთელები. ის გამოცდილება და “know-how”, რომელიც Suavinexმა ბავშვთა მოვლის დარგში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დააგროვა, ასახულია მათი წარმოების თითოეულ პროცესში.

ესპანეთის ბავშვთა სტომატოლოგიისა და იტალიის ორთოდონტთა ასოციაცია მხარს უჭერს Suavinex-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს, დიზაინსა და მათ მიერ წარმოებულ საწოვარებს. Suavinex-ის საწოვარები, საწოვარას სამაგრები და ბოთლები დამზადებულია ევროპაში, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოების თითოეული ეტაპი კონტროლდება. Suavinex-ის სამარკო ნიშანმა მოახდინა რევოლუცია ბავშვთა მოვლის დარგში. ასევე ბავშვთა ასაკში ხშირ პრობლემას წარმოადგენს საფენის დერმატიტი, რომელიც იწყება კანის შეწითლებით საფენით დაფარულ ადგილებში: დუნდულოებსა და სასქესო ორგანოების მიდამოში, რასაც ზოგჯერ თან ერთვის ბუშტუკებისა და ქერცლების წარმოქმნა, მძიმე შემთხვევებში შეშუპება, დაწყლულება და ჩირქოვანი ვეზიკულების განვითარება. ამიტომ მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა. კომპანია გთავაზობთ საფენებისა და სველი საწმენდების შემდეგ ბრენდებს: “Pillo” და “Perla”.

იტალური ბრენდი „პილო“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა საფენებს და სველ საწმენდებს, რომელიც დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ქსოვილისგან, 15%-ით უფრო თხელია, ვიდრე სხვა ნებისმიერი საფენი. არ შეიცავს ნავთობპროდუქტებს და მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ საფენი გახლავთ 100% ბიოდეგრადირებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ „პილო“ ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე, არამედ იმ გარემოზეც, სადაც ჩვენი პატარები იზრდებიან.

კომპანია „გეფა“ მუდმივად ზრუნავს პატარების ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ მაღალი ხარისხის ევროპულ ბრენდებს!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com