კურორტი კოხტა მიტარბი

პროექტი „კოხტა მიტარბი“ ბაკურიანში, „კოხტა-გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მომდევნო ეტაპზე უკვე მიტარბში საერთაშორისო სტანდარტების ოთხსეზონიანი კურორტის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსს გააერთიანებს.

ორივე ლოკაცია, მათი ბუნებრივი სიმდიდრისა და ახალი პროექტის გათვალისწინებით, მიმზიდველი მიმართულება იქნება საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისთვის და მათთვისაც, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო დანიშნულების ხე-მცენარეთა პანორამასა და ფერთა არტისტულ გამას, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქისგან განტვირთვას ეძებს. 

კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიების GEODE და COMPAGNIE DES ALPES მონაწილეობით დამუშავდა. 

პროექტის შესახებ კურორტ კოხტა მიტარბის გენერალური დირექტორი ზურა ჭარბაძე გვესაუბრება:

– ვის ეკუთვნის კომპლექსის განაშენიანების იდეა და ვინაა „კოხტა გორისა“ და მიტარბის ახალი სიცოცხლის ავტორი?

– პროექტს კომპანია „ახალი მიტარბი“ ახორციელებს. 

პროექტის დაწყებამდე, 2015 წელს, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიასა (GRDC) და სახელმწიფოს შორის, რომელიც კერძო კომპანიის მხრიდან სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას უზრუნველყოფს.

– რას მოიცავს კომპლექსი, სასტუმროსა და აპარტამენტებთან ერთად?

– პროექტი ეტაპობრივად ვითარდება. პირველ ეტაპზე „კოხტა გორას“ მიმდებარედ, სასტუმრო „რუმსთან“ ერთობლივად მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომელიც ასევე საცხოვრებელ აპარტამენტებსაც მოიცავს. პროექტის მეორე ფაზა – საცხოვრებელი აპარტამენტები – ასევე მშენებლობის პროცესშია. ტერიტორიაზე დაგეგმილია დახურული ავტოსადგომების, რესტორნების, კაფეების, დამატებით გართობისა და დასვენების სხვა ზონების მოწყობაც. პროექტის პირველი ეტაპი – სასტუმრო და აპარტამენტები – 2018 წლისთვის დასრულდება. 

– რა კონცეფციის იქნება სასტუმრო და როდის უმასპინძლებს ის პირველ ვიზიტორს?

– სასტუმროს მიმართულებით, კომპანია „ახალი მიტარბი“ თანამშრომლობს აჭარა გრუპის ბრენდ „რუმსთან“. ახალი 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ოპერირებას და პირველი ვიზიტორების მიღებას 2018 წლიდან გეგმავს.

– რა კონდიციაში ჩაბარდება მეპატრონეებს საცხოვრებელი აპარტამენტები და რა ტიპის იქნება ისინი? 

– საცხოვრებელი აპარტამენტები ბარდება დასრულებული კონდიციით (turnkey), რომელიც ინტერიერის სრულ რემონტს, ავეჯითა და ტექნიკით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ყველა აპარტამენტს ექნება ხედი კოხტა გორაზე ან მიტარბის მთაზე, ასევე ყველა ბინისთვის გათვალისწინებულია ღია ან დახურული სკიდეპოები. 

– რას ნიშნავს ე.წ. Ski In Ski Out კონცეფცია, რომლითაც სასტუმრო და აპარტამენტები შენდება? 

– Ski In Ski Out ითვალისწინებს საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით. პროექტის პირველი ეტაპი 2018 წლისათვის დასრულდება, ხოლო შემდგომი ეტაპი მიტარბის მიმართულებით განვითარდება.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com