„გ. დ. ალკოს“ სპეციალური მოწვევით საფრანგეთიდან „ჰენესის“ სახლის ბრენდ ამბასადორი, გიომ დე გიტო თბილისში ჩამოვიდა, მან „ჰენესის“ ქართველ მომხმარებლებს ვახშამზე, სასტუმრო „ამბასადორში“ უმასპინძლა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ Hennessy X.O ექსკლუზიურად დაეგემოვნებინათ. საღამოზე გიომ დე გიტომ მისულ კონიაკის მოყვარულებს Hennessy X.O ახალი კამპანიის Hennessy X.O Odyssey-ის შესახებ მოკლე ფილმიც უჩვენა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს იმოგზაუროს Hennessy X.O სამყაროში და გაეცნოს გემოს და არომატების მრავალფეროვან პალიტრას საღამო კი Hennessy Paradis Imperial-ის დაგემოვნებით დასრულდა.
მეორე დღეს კი ბრენდ-ამბასადორმა ქართველი ჟურნალისტებისთვის პრეს-ლანჩი გამართა. ჟურნალისტებს მან თავად გაგვაცნო ბრენდის 250 წლიანი ისტორია და ჩვენთვის შერჩეული კონიაკის რამდენიმე სახეობა დაგვაგემოვნებინა. როგორც ბრენდ ამბასადორმა გვითხრა – "Hennessy" V.S (Very Special) – არის ენერგიული, ცოცხალი სასმელი, რომელიც განსაკუთრებით კარგია კოქტეილებში და უხდება ვაშლის თუ კენკრის წვენის იოლი ნაზავი. "Hennessy" V.S.O.P (Very Superior Old Pale) – გამოირჩევა დელიკატური და დახვეწილი გემოთი, რომელიც ძველი და ახალი კასრების შენაცვლებით მიიღება "Hennessy" X.O (Extra Old)-სთვის დამახასიათებელია კომპლექსური გემო და არომატი. კონიაკი შეიცავს 100-მდე კონიაკის სპირტს, რომელთა ასაკი 10-დან 30 წლამდე მერყეობს. ყინულის დიდი ნატეხის დამატების შემდეგ Hennessy X.O-ს გემოში ახალი, მანამდე დაფარული ნოტები შევიგრძენით, რომელიც ყინულმა გამოავლინა. პრეს-ლანჩის დასრულების შემდეგ, ბრენდ-ამბასადორი დაგვპირდა, რომ ის საქართველოში კიდევ დაბრუნდება და კვლავ გაგვაცნობს კომპანიის სიახლეებს.