თეკუნას კულინარიუმი

ნადუღის ჩიზქეიქი ალუბლის სოუსით

Culinart_N13_preview2

5 კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 150 გრამი შაქრის ფხვნილი და ერთად ავთქვიფოთ. დავუმატოთ 2 ცალი ლიმონის ან ლაიმის ცედრა და წვენი. 800 გრამ ნადუღს დავუმატოთ 200 გრამი მდნარი ყველი და კარგად ავურიოთ. მიღებული ნადუღის მასა დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხს და ერთად კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, 150 გრამი ორცხობილა კარგად დავფშვნათ, დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მიხაკი (სურვილისამებრ). 50-70 გრამი მოხალული ნიგოზი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ 50 გრამი მდნარი კარაქი, კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ორცხობილას და ერთად გადაურიოთ. გამოსაცხობ ფორმაში მოვათავსოთ ორცხობილა და კარგად დავპრესოთ. ამის მერე დავასხათ ნადუღის მასა და შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე 45 წუთით, ბოლო 15 წუთი 180 გრადუსზე.

ალუბლის სოუსი

1 კილო უკურკო ალუბალი თავისივე წვენში მოვთუშოთ ტაფაზე, დავუმატოთ 100 გრამი ამარეტო, 100 გრამი შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ვანილი, ეს ყველაფერი ერთად მოვთუშოთ. ჩიზქეიქი კარგად რომ გაცივდება მოვასხათ ალუბლის სოუსი.

პომიდორი კინოას შიგთავსით ან პომიდორი დატენილი კინოათი

Culinart_N13_preview3

500 გრამი კინოა მოვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში. წვრილად დავჭრათ 1 ცალი ხახვი, 1 ცალი ყაბაყი, 2 ცალი წითელი ბულგარული, 2-3 კბილი ნიორი და მოვთუშოთ ზეითუნის ზეთში.

საქონლის სუკი მიქლიოს სოუსით

Culinart_N13_preview4

1 კილო სუკს მოვაყაროთ ფერადი წიწაკა, მარილი და შევწვათ გახურებულ ტაფაზე. ყველა მხრიდან კარგად რომ მოიბრაწება შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 10 წუთით. (ღუმელში შედგმიდან 5 წუთში დავუმატოთ ხორცს კარაქი და ისევ შევდგათ ღუმელში). ცალკე ტაფაზე შევწვათ წვრილად დაჭრილი 1 ცალი ხახვი, დავუმატოთ სოკო (მიქლიო) დავასხათ თეთრი ღვინო ნახევარი ჭიქა. ალკოჰოლი რომ აორთქლდება დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი სოიოს და ჩილის სოუსი, კარგად მოვურიოთ. ბოლოს დავუმატოთ ცოტა ნაღები და ფერადი წიწაკა. ცალკე გარნირად შევწვათ სოკო ხახვთან ერთად.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com