კულინარტი და მე ისევ ვაგრძელებთ მკითხველისთვის საინტერესო და განსაკუთრებული „ფუდ ლოვერების“ ძებნას და რა თქმა უნდა, ვინც ეძებს ის პოულობს და მეც აღმოვაჩინე განსაკუთრებული „ფუდ ლოვერი“, რომელიც ჩემი აზრით, მაგალითია ყველა ახალგაზრდა ქალისთვის და დიასახლისისთვის – ასეთი უნდა იყოს საქმიანი დედა, საკუთარი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, ძალიან ძნელია იმუშაო, გაზარდო შვილი და თან იმაზე იფიქრო, რომ შენ და შენმა ოჯახმა ჯანმრთელი საკვები მიიღოთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შენ თვითონ მოამზადო.
ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი, წარმატებული მსახიობი – ქეთა შათირიშვილი. იმ დღემდე, სანამ მე მის მყუდრო და ნათელ სახლში აღმოვჩნდებოდი საჭმელების გასასინჯად, რომელიც კულინარტისთვის მოამზადა და უფრო დაწვრილებით ამ უგემრიელეს კერძებზე შემდეგ მოგიყვებით, ავღნიშნავ რომ, მე მხოლოდ მისი სამსახიობო მონაცემებზე შემეძლო დიდი აღფრთოვანებით და გატაცებით საუბარი, მაგრამ ახლა ამ განსაკუთრებულ ნიჭს კიდევ კულინარიული ნიჭი დაემატა.
ქეთა 27 წლის, 3 თეატრში თამაშობს, ჰყვს მეუღლე და პატარა შვილი. მისი რეჟიმი ძალიან გადატვირთულია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ახერხებს დრო სამზარეულოსაც დაუთმოს. ძალიან კარგი დიასახლისია, მისგან რამდენიმე სასარგებლო გასტრონომიული რჩევაც კი მივიღე. კულინარიით გატაცებას ტელევიზორს აბრალებს. „ბევრ კულინარიულ გადაცემას ვუყურებდი ხოლმე, და ბოლოს და ბოლოს მეც მომინდა იმ უცხო კერძების დაგემოვნება, ასე რომ სხვა გზა არ მქონდა, უნდა გამეკეთებინა. ეხლა უკვე ისეთ აზარტში ვარ, რომ სულ რაღაც ახლის სწავლა და მოსინჯვა მინდა, მაგრამ იმის გამო რომ საჭმლის მომზადება დროს და დიდ ენერგიას მოითხოვს, ხშირად ვერ ვამზადებ“.
ქეთა უარს აცხადებს კონსერვებზე და გაყინულ პროდუქტზე, ცდილობს მხოლოდ ჯანსაღი საკვები მოიხმაროს.
„აუცილებლად კერძი უნდა იყოს ახალი მომზადებული. არ მიყვარს გაცხელებული საჭმელი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პროდუქტები, რითაც ვამზადებ, იყოს ახალი. ანუ არასდროს ვიყენებ გაყინულ ან დაკონსერვებულ პროდუქტს.
ექსპერიმენტებს მივესალმები. ვისურვებდი რომ ქართული კერძების მომზადებისას დიასახლისები
უფრო გათამამდნენ. როგორც წესი, ყველა ერთი რეცეპტით ხელმძღვანელობს. საინტერესო იქნებოდა განახლებული უკვე მოძველებული კერძების გასინჯვა“.
ქეთამ დაუვიწყარი პრასის ქიში და კუსკუსის სალათი მოამზადა, არ ვაჭარბებ, მართლა აღფრთოვანებული დავრჩი, ფოტოგადაღების დასრულებამდე ძლივს მოვითმინე, რომ მთლიანად არ შემეჭამა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენი ბლოგის მკითხველი თვითონაც შეძლებს ამ ყველაფრის მომზადებას, რადგან ქეთამ დაწვრილებითი რეცეპტები მოგვცა, მე მგონი მარტივი მოსამზადებელია და ზაფხულისთვის ძალიან თემატური.
ქ ი შ ი
ცომისთვის:
• კარგად გაციებული კარაქი – 200 გრ.
• ფქვილი – 2 ჭიქა
• მარილი – 1/5 ჩ.კ.
• ძმარი – 1 ს.კ.
შიგთავსისთვის:
• პრასი
• ბეკონი
• მთლიანი კვერცხი – 3 ც.
• კვერცხის გული – 2 ც.
• ნაღები
• ყველი
კუსკუსის სალათა
• კუსკუსი – 200 გრ.
• ადუღებული წყალი – 200 გრ.
• პაპრიკა – 0,5 ჩ.კ.
• მწვანე ხახვი – 4 ღერი
• ზეითუნის ზეთი 2 – ს.ფ.
• ნახევარი ლიმონის წვენი
• საშუალო ზომის პომიდორი – 3 ც.
• კიტრი – 4 ც.
• ნახევარი კონა ქინძი
• ნახევარი კონა ოხრახუში
• ნახევარი კონა პიტნა
• მარილი გემოვნებით
კუსკუსი მოვხარშოთ.
ფოტო: ანა ბოკო