თეკუნას კულინარიუმი

DSC_4601

კრევეტის ხარჩო  

ხმელი სუნელი, ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა, ხარჩოს სუნელი, 250 გრამი გატარებული ნიგოზი, ცოტაოდენი წყალი ერთად დავაბლენდეროთ. გახურებულ ტაფაზე შევწვათ ნახევარი კილო კრევეტები და 4 ცალი დამარინადებული არტიშოკი – 4 ნაწილად გაჭრილი (კრევეტები, როგორც კი გავარდისფერდება მზად არის) გამზადებულ კრევეტებს დავუმატოთ 100 გრამი კანგაცლილი პომიდორი და ნივრიანი ზეთი. კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ დაბლენდერებული სუნელების და ნიგვზის მასა და ერთად მოვურიოთ. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. (თუ დაბლენდერებული მასა გასქელდა, შეგიძლიათ გაათხელოთ წყლით).

პოლენტა

300 გრამ პოლენტას დაასხით წყალი და მოხარშეთ. ხარშვისას კარგად უნდა მოვურიოთ. დავუმატოთ 200 გრამი ნაღები და მოვურიოთ. ბოლოს როდესაც პოლენტა თითქმის უკვე მზად არის დავუმატოთ 200 გრამი მასკარპონე (სურვილისამებრ) და მარილი. მოვურიოთ. თუ მასა გასქელდა გავაზავოთ წყლით. დაახლოებით 10 წუთი უნდა იხარშოს.

მწვანე ჩახოხბილი

4 ცალი კანგაცლილი ქათმის ბარკალი ამოვავლოთ ფქვილში და მოვბრაწოთ ორივე მხრიდან. შევდგათ ღუმელში და გამოავაცხოთ 10 წუთი, 180 გრადუსზე. 3-4 ცალი მწვანე პომიდორი დავაბლენდეროთ წყალთან ერთად. მოვთუშოთ 1 კონა ღანძილი, 1 ცალი თეთრი ხახვი დავუმატოთ, 1 ცალი მწვანე წიწაკა და ცოტა თეთრი ღვინო. მოთუშულ მასას დავუმატოთ დაბლენდერებული პომიდორი, ჩავაწყოთ გამომცხვარი ქათამი და ერთად წამოვადუღოთ. გამოვრთოთ და მხოლოდ მერე დავუმატოთ მწვანილი. 1 კონა პიტნა, 1 კონა ოხრახუში და 1კონა ქინძი

ყვავილოვანი კომბოსტოს და ნიახურის ბოლქვის პიურე

ნიახურის ბოლქვი დავჭრათ კუბებათ და მოვხარშოთ. 15 წუთში დავუმატოთ 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო და ერთად მოვხარშოთ. მოხარშული ბოსტნეული კარგად. გადავწუროთ. მოვათავსოთ ბლენდერში, დავუმატოთ ცოტაოდენი ნაღები, ცოტაოდენი კარაქი და დავაბლენდეროთ. 

თეფშზე დავდოთ პიურე, შემდეგ ქათამი და მოვასხათ წვენი.

გემრიელად მიირთვით!

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com