ქათამი თეთრ ღვინოში
ინგრედიენტები:
• ქათმის ბარკალი (ნედლი, სოფლის)
• ხახვი 2 თავი, წვრილად დაჭრილი,
• კარაქი
• ზეითუნის ზეთი
• ზეთისხილი (შავი)
• პილპილი, მარილი
• თეთრი მშრალი ღვინო, კარგი ხარისხის – 3 ჭ.
• პომიდორი
• ქინძი
პირველ რიგში ვწვავთ ქათმის ბარკლებს. გადმოვიღებთ ქათამს და იმავე ტაფაზე ვშუშავთ და ვუკეთებთ კარამელიზაციას ხახვს და ნიორს. შემდეგ შემწვარ ბარკალს დავაწყობთ, დავასხამთ თეთრ ღვინოს, დავუმატებთ მარილს, წიწაკას, ზეთისხილს და კარაქს.
პასტა მარიანასგან, შავი ქლიავის ჩირით
ინგრედიენტები:
• 200 გრ. შავი ქლიავის ჩირი
• 1 ს.კ. არა სავსე ორეგანო
• 1 კბ. ნიორი
• ½ ჩ.კ. წითელი წიწაკა
• 1 ჩ.კ ზეთი (რომ დაბლენდერდეს მასა კარგად)
• პასტა 150 გრ.
მოვხარშოთ პასტა (თქვენი გემოვნებით ჩაყარეთ მარილი). შავი ქლიავის სოუსს ვამზადებთ ბლენდერში. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ, ავურიოთ მოხარშულ პასტას, გამზადებულ კერძს მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!