Meryl Streep

4_issue_culinart1111_Page_104

მერილ სტრიპი არა მარტო შეუდარებელი მსახიობია, არამედ არაჩვეულებრივი კულინარიც. მისი კოლეგები: ჯულია რობერტსი, კრის კუპერი და მარგო მარტინდეილი აღნიშნავენ, რომ მერილის მომზადებული კერძების გემო დაუვიწყარია.
ერთ-ერთ გადაცემაში მერილ სტრიპმა თავისი სადღესასწაულო რეცეპტების მასტერ-კლასი ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, მის მიერ შემოთავაზებული ყველა კერძი ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია.
გთავაზობთ მერილ სტრიპის ერთ-ერთი საფირმო კერძის, „თბილი სალათის“ რეცეპტს:

4_issue_culinart116

ინგრედიენტები:
* ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ
* წვრილად დაჭრილი ნიორი – 1 კბილი
* ნიახური – 2 ღერი
* კარტოფილი – 2 ცალი
* გაყინული ბარდა – 1 შეკვრა
* პომიდორი – 3 ცალი
ქინძი, მარილი, წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით

ღრმა ტაფა დავდგათ მაღალ ცეცხლზე, დავასხათ ზეითუნის ზეთი და გავაცხელოთ. დავაყაროთ ნიორი და 30 წამის განმავლობაში ვთუშოთ. შემდეგ დავამატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ნიახური, ბარდა და მარილი. ამ ყველაფერს ვთუშავთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ ვამატებთ ცოტაოდენ წყალს და ვაფარებთ თავსახურს. 5 წუთის შემდეგ ვამატებთ კუბებად დაჭრილ პომიდორსა და წვრილად დაჭრილ ქინძს. შემდეგ კვლავ ვაფარებთ თავსახურს და ვაჩერებთ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთით, შიგადაშიგ ვურევთ. გადმოვდგათ ტაფა ცეცხლიდან, გადმოვიღოთ სალათი დიდ თეფშზე და მოვაყაროთ წიწაკა.
კერძი მზად არის!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com