“ბიფსტროგანოვით” დაწყებული კულინარია

4_issue_culinart27

გელა ჩარკვიანი

70-იანი წლების ბოლოს დიდ გასტრონომებში პროდუქტი გაწყდა. ალბათ, უფრო სწორი იქნება დავწერო – პროდუქტის დიდი ნაწილი ხელმიუწვდომელი გახდა. განსაკუთრებით ძნელად თუ იშოვნიდით ხორცს. დეფიციტი ელვის სისწრაფით გავრცელდა და მთელ ქალაქს მოედო.

გრძელი სიით ხელში ერთ დღეს გასტრონომში გელა ჩარკვიანი შევიდა. პროდუქტების ნუსხა ხორცით იწყებოდა, თუმცა ხორცის დახლი ცარიელი დახვდა.

მის ნაცვლად ორი სახეობის ძეხვი შესთავაზეს: ძეხვი `ორმანეთიანი~ და ძეხვი `მოყვარულთათვის~. სხვა გზა არ იყო. ჩაფიქრებული `ბიფსტროგანოვი~ ძეხვით უნდა მოემზადებინა. საბედნიეროდ, მარტივად შეიძინა კერძის მოსამზადებლად არაჟანი, სხვა სურსათი და – `ბიფ“, იგივე `ბლეფ-სტროგანოვის“ მზადებას შეუდგა. ეს იყო გელა ჩარკვიანის პირველი შეხება კულინარიასთან.
კულინარია მისთვის უტილიტარული, პრაგმატული გატაცება აღმოჩნდა. პროფესიიდან გამომდინარე, ბევრს მოგზაურობდა და ყველა ქვეყანაში იმ ერისთვის დამახასიათებელ კერძებს აგემოვნებდა.
`ხალხს მარტივად გასაგები ხელოვნება აინტერესებს, კულინარია კი ადვილად გასაგებია. მე ყველანაირი ხელოვნება მაინტერესებს და, ბუნებრივია, კულინარიაც. ბევრი იდეა მაქვს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ თითოეულის განხორციელება შემიძლია. თავისთავად საინტერესოა შექმნა ახალი კერძი და მაშინვე დააგემოვნო, ანუ სწრაფადვე ნახო რა შედეგი მიიღე“.
იპლომატის კვების რაციონი მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ყოველდღიური `მენიუ“ თითქმის არ იცვლება.
70-იანი წლების ბოლოს დიდ გასტრონომებში პროდუქტი გაწყდა. ალბათ, უფრო სწორი იქნება დავწერო – პროდუქტის დიდი ნაწილი ხელმიუწვდომელი გახდა. განსაკუთრებით ძნელად თუ იშოვნიდით ხორცს. დეფიციტი ელვის სისწრაფით გავრცელდა და მთელ ქალაქს მოედო.
გრძელი სიით ხელში ერთ დღეს გასტრონომში გელა ჩარკვიანი შევიდა. პროდუქტების ნუსხა ხორცით იწყებოდა, თუმცა ხორცის დახლი ცარიელი დახვდა.
დილით: ბურღულის ფაფა ხაჭოსთან ერთად
`ლანჩი“: წვნიანი და თევზი
სადილი: სალათა – `ანტიოქსიდანტების ბომბი“ და ხორცი.
და აუცილებლად – ერთი ჭიქა რვაგრადუსიანი მშრალი ღვინო.

4_issue_culinart284_issue_culinart29

"სპეციალურად" "კულინArt“-სთვის მე მოვამზადებ ვიტამინების, ანტიოქსიდანტების სალათას, ეს არის ყველაზე სასარგებლო კერძი პირადად ჩემთვის.

სალათები:
* მწვანე
* `რომანო“
* `აისბერგი“
* ჩინური კომბოსტო
* `რუკოლა“
* მწვანე ხახვი,
* ბულგარული
* კიტრი
* რეჰანი
* ოხრახუში

4_issue_culinart30

საკმაზი:
* მარილი
* სიმინდის ზეთი
* `ბალზამიკო“
* სოიო
* `ვუსტერ შირის“ საწებელი

სალათებს ვჭრით მსხვილად, ხახვს კი აუცილებლად წვრილად, რადგან რასაც მძაფრი გემო აქვს, კერძში ყველგან უნდა მოხვდეს. ჩავყრით ჯამში და კარგად ამოვურევთ. ვამატებთ საკმაზებს. მარილი, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ანტიოქსიდანტების სალათს ძალიან უხდება ცხელი კერძი, სულგუნი და -თეთრი, მშრალი, სასურველია ფრანგული ღვინო“.

და ბოლოს, გელა ჩარკვიანის სივრცეში სტუმრობის შემდეგ გავარკვიე, რომ ის არის `გურმე“ _ მას აინტერესებს საჭმელი, როგორც ხელოვნება. ის `გურმანი“ არ არის. `გურმანი“ თურმე `ღორმუცელას“ ნიშნავს. ასე ამიხსნა და ლექსიკონი დამიმოწმა, ჟურნალისტებს კი გვირჩია, სიტყვა `გურმანის“ ნაცვლად ყოველთვის `გურმე“ გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, თუ „ღორმუცელებზე“ არ ვსაუბრობთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com