რედაქტორის სვეტი

2_issue_culinart81

ამ დღეს ისეთი აჟიტირებული ვარ, როგორც ბავშვობაში, 31 დეკემბრის 12 საათზე, ვიყავი ხოლმე…
”თოვლის ბაბუა”- სოფოსგან, ველოდები მეილით აწყობილ მასალას… ბახვა მწერს, აწყობილი მასალა “ჩამიგდე” “ვაიბერში”, ჩქარა!… და ბოლოს, ირინას აღტაცებული ხმა – ”ვაიმეე, რა მაგარია”… ეს ის დღეა ნინიშა რომ გაწამდა სარეკლამო ტექსტის წერის დროს… ანა ბოკოს არ ვაცლი ბავშვის დაძინებას და ვთხოვ, ბოლო ფოტო დაამუშავოს… თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რაში მაინტერესებს ქეთას ”ეს დღე”! დიახ, ეს ის დღეა, როცა ”კულინArtის” მეორე ნომერი მზად უნდა იყოს…

ვზომავდით, ვწონიდით, ვათეთრებდით, ინტერვიუებს ვწერდით, სარეკლამო სტატიებს ვიძიებდით, ვასწორებდით, ფოტოსესიებს ვაწყობდით, ღამეებს ვათენებდით და ვჩქარობდით, რათა დახვეწილი, განსხვავებული, გლამურული და `გემრიელი~ ფურცლები თქვენთვის შემოგვეთავაზებინა.
მერწმუნეთ, „კულინArtის“- მაისი/ივნისის ნომერში ბევრად საინტერესო გვერდები გელოდებათ. თქვენ შეხვდებით პოლიტიკოსებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მზარეულებს, დიზაინერებს, მომღერლებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ვიხსენებთ, ვეძებთ და გთავაზობთ გახუნებულ და გაყვითლებულ ფურცლებზე, საყვარელი ბებიების მიერ, დაწერილ რეცეპტებს, ევროპული და აზიური სამზარეულოების საიდუმლოებებს.. ახალ ნომერში თქვენ, აგრეთვე, შეიტყობთ, თუ როგორ შეიძლება კვების პროდუქტი შთაგონების წყაროდ და ხელოვნების ნიმუშად იქცეს. როგორ უნდა ისიამოვნოთ საჭმლის მომზადების პროცესით… იმედი გვაქვს, ჩვენი ჟურნალი ყველაზე ზარმაცებსაც კი მოანდომებს საჭმლის კეთებას.
ჩვენ ბევრი ვეცადეთ, რომ უფრო მრავალფეროვანი განსხვავებული და ყველასთვის საინტერესო ნომერი გამოსულიყო.
დარწმუნებულები ვართ, რომ ელოდებით ახალ ნომერს!
იმედია, გამოგვივიდა. შეფასება თქვენთვის მომინდია…

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „კულინარტის“
მაისი/ივნისის გასტრონომიულ ფურცლებზე!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com