ელიტ ელექტრონიქსი და BOSCH-ის ერთობლივი პროექტის "Live Kitchen" ფარგლებში, ელიტ ელექტრონიქსის ისთ ფოინთის მაღაზიაში ტრადიციული ვახშამი გაიმართა. შეფ მზარეულმა სტუმრებს კერძების მარტივი მომზადების ტექნოლოგია გააცნო ბოშის ტექნიკის დახმარებით.
BOSCH-ის ახალი მე-8 სერიის ჩასაშენებელი ღუმელების გამოყენებით შესაძლებელია სრულყოფილი ცხობა და იდეალური შეწვა. აღსანიშნავია 4D Hotair ფუნქცია, რომლის დროსაც ცხელი ჰაერის ნაკადი 10 მეტრ წამი სიჩქარით მოძრაობს და ერთდროულად ღუმელის ოთხივე დონის გამოყენებაა შესაძლებელი. თუ თქვენ გარკვეული კერძების მომზადების ზუსტი რეცეპტები არ იცით, Assist ფუნქციის მეშვეობით ღუმელი თვითონ მოგიმზადებთ კერძს, თქვენ მხოლოდ უნდა მიუთითოთ რა კერძის მომზადება გსურთ.
BOSCH-ის მულტირობოტებს უამრავი სხვადასხვა აქსესუარი გააჩნია, რომლის გამოყენებითაც თქვენს საუკეთესო მეგობრად შეიძლება იქცეს სამზარეულოში. ხორცის საკეპი, ცომის მოსაზელი, ბლენდერი, ციტრუსების საწური, ნაყინის დასამზადებელი, პასტის გასაკეთებელი, ბოსტნეულის საჭრელი ‒ ეს ყველაფერი BOSCH-ის მულტირობოტების დახმარებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.